ჟურნალისტი და მოდელი ნინუცა ორჯონიკიძე წლების მანძილზე ცხოვრობდა რუსეთში და იქ მოდის ბლოგერი იყო. იქვე დაქორწინდა რუსეთში ცნობილი მილიარდერის, სოსო ორჯონიკიძის ვაჟზე, ნიკა ორჯონიკიძეზე. ის ცნობილი ქართველი ოჯახის რძალია. დედამთილი, ქეთევან ორჯონიკიძე, ჯერ კიდევ წლების წინ მუშაობდა „პირველ არხზე“; მამამთილი, სოსო ორჯონიკიძე კი წლების განმავლობაში რუსეთის დედაქალაქის ვიცე-მერი იყო. ის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანია.
ნინუცა ორჯონიკიძე ტელევიზიაში მოხვედრაზე ბავშვობიდანვე ოცნებობდა, თუმცა ამ ოცნებისთვის ფრთების შესხმა მხოლოდ ზრდასრულ ასაკში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოახერხა. ნინუცა არაერთი პოპულარული გადაცემისა და შოუს წამყვანის ამპლუაში ვიხილეთ.
„ყველაზე სიმპათიური კაცის დაბადების დღეა...“ - ნინუცა ორჯონიკიძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ კადრებს აქვეყნებს
„მას შემდეგ, რაც ტელევიზიის არსებობის შესახებ გავიგე, მინდოდა იქ მემუშავა, მაგრამ ოჯახი წინააღმდეგი იყო. რადგან ტექნიკური საგნები მეხერხებოდა, გადავწყვიტე, ფინანსები მესწავლა და ერთ-ერთ მსხვილ ბანკში ვმუშაობდი. მაგრამ წლები რომ გავიდა და ჟურნალისტობის სურვილმა არ დამტოვა, ერთ-ერთი ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურში რიგით ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა.“ - იხსენებს ნინუცა.
ამ ეტაპზე კი ეკრანებზე აღარ ჩანს, თუმცა აქტიური ინფლუენსერია და სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ფოტოებს, რჩევებსა თუ სიახლეებს.
„მეუბნებიან, ცხვირი რომ გაიკეთო, უფრო ლამაზი იქნებიო... რასაც სარკეში ვუყურებ, მაკმაყოფილებს, მივხვდი, რა ბედნიერებაა, როდესაც ბუნებრივად კარგად გამოიყურები“ - ნინუცა ორჯონიკიძე
მიუხედავდ იმისა, რომ ნინუცა ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იღებს, როგორც ჩანს, კრიტიკის ობიექტიც არაერთხელ გამხდარა:
ვცდილობ, არ ვიარო კოსმეტოლოგთან. ვცადე ფილერის გაკეთება, მაგრამ ძალიან არ მომიხდა და მომიწია დაშლა, მაშინ მივხვდი, რა ბედნიერებაა, როდესაც ბუნებრივად კარგად გამოიყურები. ცხვირთან დაკავშირებით დღემდე მომდის „ინსტაგრამზე“ კითხვები, რატომ არ ვიკეთებ ცხვირს, თუ გავიკეთებ, ლამაზი ვიქნები… გულახდილად მინდა ვთქვა, რომ დიდად არ მაწუხებს, რასაც სარკეში ვუყურებ, მაკმაყოფილებს. შეიძლება, ყველაზე ლამაზი სახე არ მაქვს, მაგრამ ერთად გემრიელად ვართ. მხოლოდ კბილები მაქვს გაკეთებული, საშინელი კომპლექსი მქონდა, ამიტომ როგორც კი საშუალება მომეცა, პირველი კბილები გავიკეთე. მოვიხსენი ერთადერთი კომპლექსი, მოგვიანებით კი აღარ შევყევი. პლასტიკურ ოპერაციებში სადღაც დავიკარგები. მგონი, გარეგნობა არც ისეთი მნიშვნელოვანი არ არის…“
ქართველი ტელეწამყვანები, რომლებსაც მდიდარი ქმრები ჰყავთ
ამჯერად ნინუცა უამრავ კომპლიმენტს ახალი ფოტოების ქვეშ იღებს. მან ბრჭყვიალა ოქროსფერი ორეული მოირგო და ულამაზესი კადრები საკუთარ გვერდზე განათავსა. მის მიმართ დადებითი შეფასებები არ დაიშურეს მეგობრებმა, მათ შორის, დიზაინერმა ანუკი არშეიძემაც, რომელმაც ნინუცას ფოტო საკუთარ გვერდზე გააზიარა და დაწერა, რომ სწორედ ესაა ქართული სილამაზე.