თაკო ერთ-ერთი პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან ითანამშრომლა. მოდელობა 14 წლის ასაკში დაიწყო ქართულ სამოდელო სააგენტო „ლუქმოდელს მენეჯმენტში“. მისი ბრწყინვალე სამოდელო კარიერა ბევრი გოგონასთვის საოცნებო და იმედისმომცემია. როგორც თავად ამბობს, არასდროს არავის აზრს ყურადღება არ უნდა მიაქციო, რადგან თუ რამე გულით გინდა, აუცილებლად გამოგივა. თაკო პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მაღალი მოდის პოდიუმზე გზა გაიკვალა და ითანამშრომლა ყველა იმ პრემიუმმარკის ბრენდთან, რომლებიც მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ერთგვარ „ამინდს ქმნიან“.
"გოგო შვილების დღე" - ნინა ცქიტიშვილი შვილებთან, უმშვენიერეს ანა და თაკო ნაცვლიშვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
კარიერის დასაწყისში მისით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სამოდელო სააგენტო Next Models-ი დაინტერესდა, რომელთანაც მალევე გააფორმა კონტრაქტი. სწორედ ამ კონტრაქტის გაფორმებას მოჰყვა მისი თანამშრომლობა ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორებიცაა: "ვერსაჩე", "არმანი", "ელი სააბი", "რალფ & რუსო", "ზუჰაირ მურადი", "დიორი", "ჩალაიანი", "იამამოტო" და სხვ.
მიუხედავად მსოფლიო ბრენდებთან თანამშრომლობისა და არაერთი წამატებისა, სირთულეებიც მისი პროფესიის ნაწილია. „მოდა რთული სფეროა, წინააღმდეგობებით სავსე. თუ ყველგან ჩანხარ, აქტუალურობას არ კარგავ, ყველას ახსოვხარ. საკმარისია, წარმატებამ მოგადუნოს, რომ მეორე დღეს აღარავის ემახსოვრები. პოდიუმზე ტრიუმფი და ფიასკო ერთნაირი დოზითაა მოსალოდნელი. ამიტომ მოდა დაუნდობელი ინდუსტრიაა. ბევრი მოდელი ვიცი, ვინც "ჩაქრა". საკმაოდ დიდი სტრესია მოდელისთვის, რომელიც მაღალი მოდის კვირეულებზე გამოდიოდა, მასზე მოთხოვნა იყო და უცებ მისით არავინ ინტერესდება. ამ ფაქტორს ყოველთვის ვითვალისწინებ“ - ამბობს მოდელი ერთ-ერთ ინტერვიუში.
არაერთი წარმატებული ჩვენებიდან თუ კამპანიიდან განსაკუთრებით "არმანის" 40 წლისადმი მიძღვნის ჩვენებას გამოარჩევს. "არმანთან" პირველად 2015 წლის ოტ კუტიურზე ითანამშრომლა. იტალიური მოდის ლეგენდამ თავისი ბრენდის 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად შოუ გამართა, სადაც წლების განმავლობაში შექმნილი საუკეთესო ლუქები გააერთიანა. ერთ-ერთი ლუქი კი სწორედ თაკომ მოირგო.
"გოგო ზღაპრიდან" - უმშვენიერესი ანა ნაცვლიშვილი დის, თაკო ნაცვლიშვილის ბრენდისთვის პოზირებს
"არმანის" პოდიუმიდან თაკომ ბრენდის კამპანიაშიც გადაინაცვლა. მან "არმანის" ერთ-ერთი ხაზს გაუწია რეკლამა.
თაკო წარმატებული, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ოჯახის შვილია. ყოფილი მოდელის, ნინო ცქიტიშვილისა და კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილის წყვილი წლებია, რაც პოპულარობას ინარჩუნებს. მათ თაკოს გარდა კიდევ სამი შვილი ჰყავთ - ანა ნაცვლიშვილი, დედის და დის მსგავსად, სამოდელო კარიერას მიჰყვება და არაერთი წარმატებაც აქვს, გუგა კი, მამის მსგავსად, კალათბურთითაა დაკავებული და ამჟამად ლატვიის გაერთიანებულ ლიგაში თამაშობს. თაკოს, ანას და გუგას ასვე ჰყავთ პატარა ძმა, ანდრია, რომელიც სულ რაღაც 5 წლისაა.
თაკომ სულ ცოტა ხნის წინ იქროწინა. მისი რჩეული ოთო ხუროძეა. უმშვენიერესი წყვილის ბედნიერება უამრავმა ადამიანმა გაიზიარა და მათთვის კეთილი სურვილებიც არ დაიშურეს.
თაკომ და ოთომ ქორწილი იტალიაში, ქალაქ რომში გადაიხადეს. ჯვრისწერა San Salvatore ai Monti-ში, ქართულ ეკლესიაში შედგა. წვეულება და ხელის მოწერა კი ლაციოში, Castello Orsini-Odescalchi-ში გაიმართა. ცერემონიას ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. თაკოს ამერიკელი დიზაინერის, Vera Wang-ის უმშვენიერესი კაბა ეცვა.
ცოტა ხნის წინ თაკომ სოციალურ ქსელში ზრაპრული ქორწილის კადრები კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა: "ძალიან მინდოდა, ეს თქვენთვისაც გამეზიარებინა" - დაწერა მან.
ამჯერად მოდელი საქართველოს რკინიგზის ვიდეო ისტორიის: „შენი ამბის გზის“ მეოთხე ნაწილის სტუმარია:
„უამრავი ისეთი ადგილი შეიძლება აღმოაჩინო თავიდან, რომელიც აქამდეც გინახავს, მაგრამ ახლა სხვა გამოცდილებით, სხვა თვალით შეხედე და სხვა ასოციაცია გაგიჩნდა.
მოგზაურობა ჩემი ცხოვრების ნაწილია დაბადებიდან, რადგან ჩემი მშობლები უცხოეთში ცხოვრობდნენ და მთელი ბავშვობა ვმოგზაურობდი..
ხანგრძლივი მგზავრობის დროს მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება,“- ამბობს თაკო.