მოდელი, ფოტომოდელი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი - ეს ალექსანდრა პაიჭაძის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. ის სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და ღიად საუბრობს არაერთ საკითხზე, მათ შორის, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, ქალების დამოუკიდებლობასა და გაძლიერებაზე და, ასევე, საკუთარ პირად ცხოვრებაზე.
„ლამაზზე მეტად, გამბედავს ვიტყოდი საკუთარ თავზე, იმიტომ, რომ ბევრად მეტი გავბედე, ვიდრე იმ სხვა ცნობილმა ქალებმა, ვისაც ამდენი წელია ვხედავთ ეკრანებზე, სცენაზე, ქუჩაში... მე გავბედე, ვიყო ის, ვინც ვარ; ვაკეთო ის, რაც მსიამოვნებს, სტერეოტიპების, საზოგადოებისა და ხალხის აზრის მიუხედავად“, - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.
ალექსანდრა ორი შვილის დედაა. მას პირველი ქორწინებიდან ვაჟი, დემეტრე ხატიაშვილი ჰყავს. თავად ალექსანდრა პირველ მეუღლესთან ურთიერთობას ასე იხსენებდა:
"ქალიშვილებს გასაჭირის დროს გვერდში ოჯახის წევრები არ უდგანან, "გათხოვილებს" მითუმეტეს.. თითქოს ზედმეტები არიან მათთვის" - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე?
„ძალიან ვინანე, როცა ეს გადაწყვეტილება მივიღე და პირველი სიყვარული დავკარგე, მაგრამ ცხოვრებაში ხომ ასეა, რასაც კარგავ, აუცილებლად იღებ უკან. ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა კაცი, რომელიც იყო უკარგესი, უთბილესი, ფანტასტიკური ოჯახის შვილი. შეგვიყვარდა ერთმანეთი და დავოჯახდით, 20 წლის ვიყავი. რამდენიმე როლსა და ფილმზე უარი ვთქვი, რადგან მის ქართულ სტერეოტიპებში არ ჯდებოდა, თუმცა ორ წელიწადში დავასრულე ეს ურთიერთობა. კომპლექსი მაქვს, რომ არ ვიყო უტვინო. არ მომწონდა ეს სტერეოტიპი, რომ მოდელია და შტერია. ჩემს თავს ვუმტკიცებ ამას“.
ალექსანდრა პირველ ქორწინებაში გიორგი ხატიაშვილთან იმყოფებოდა. წყვილს ერთი შვილი, დემეტრე შეეძინა, თუმცა ეს ურთიერთობა მალე დამთავრდა. ორი წლის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრა მეორე შვილს ელოდებოდა, მას და ბიზნესმენ დავით კოდუას ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ვიქტორია დაარქვეს.
"ვიკის დღე!" - ალექსანდრა პაიჭაძე და დავით კოდუა ქალიშილის, ვიქტორიას 2 წლის იუბილეს აღნიშნავენ
საუბარი ალექსანდრა პაიჭაძისა და დავით კოდუას პირადი ცხოვრების შესახებ არ წყდება. თავად ალექსანდრაც პერიოდულად აქვეყნებს მასთან ერთად გადაღებულ კადრებს. ამჯერად კი გამომწერებს ვიდეო გაუზიარა: "ქალებო, როცა ის ერთი ცეკვისთვის ოთხი საათი იფრენს და ისევ უკან დაბრუნდება, ამას სიყვარული ჰქვია, ნაკლებს არ დასჯერდეთ. ჩემო დავით, შენი გული ყველაზე ლამაზი, კეთილი, გულუხვი და რომანტიკულია! მადლობა" - დაწერა მან.
ვიდეო: ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს