თითქმის ორი წელია, ბრიუს უილისი დემენციის დიაგნოზით ცხოვრობს. Die Hard-ის ვარსკვლავს პრაქტიკულად არ აქვს გამოჯანმრთელების შანსი, რადგან ამ დაავადების სამკურნალო საშუალება არ არსებობს.
საბედნიეროდ, ბრიუსი კვლავ ცნობს თავის საყვარელ ადამიანებს. მსახიობის ქალიშვილის, ტალულას თქმით, ამ დროისთვის ძნელი სათქმელია, იცის თუ არა თავად უილისმა მისი დიაგნოზი. მაგრამ ოჯახი მსახიობს ყველაზე კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს უქმნის.
„საკმაოდ მტკივნეული ახალი ამბავია, მაგრამ ზუსტი დიაგნოზის გაგება შვებაა“ – ბრიუს უილისის დემენციის დიაგნოზი და მეუღლის, დემი მურის ემოციური წერილი
”ის იგივეა. ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო, რაც შეგიძლიათ მოითხოვოთ ამ სიტუაციაში. მე ვხედავ სიყვარულს, როცა მასთან ვარ. ეს მამაჩემია და მას ვუყვარვარ - ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ტალულამ.
„მინდა ბრიუსის მიმართ მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო" - ბრიუს უილისის მეუღლე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
ტალულა ცდილობს, რომ რაც შეიძლება ფართოდ გაავრცელოს ცნობიერება ფრონტტემპორალური დემენციის შესახებ:
„ჩვენი ოჯახისთვის მნიშვნელოვანია, რომ სხვებს გამოცდილება გავუზიაროთ. ეს შეიძლება ვინმეს დაეხმაროს."
გოგონას უჭირს იმის გააზრება, რომ მამა შეიძლება მალე გარდაცვალოს. ტალულა ცდილობს რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს მასთან. როგორც ამბობს, მამის ხმოვან შეტყობინებებსაც კი ინახავს.
უილისზე მეუღლე, ემა ჰემინგი ზრუნავს, ყოფილი მეუღლე დემი მური კი მის სახლს ხშირად სტუმრობს.
ბრიუს უილისმა კარიერა 1980-იან წლებში დაიწყო და განსაკუთრებული წარმატება 1988 წელს ფილმში Die Hard შესრულებულმა ჯონ მაკკლეინის როლმა მოუტანა. ათწლეულების განმავლობაში მსახიობმა კიდევ არაერთ გახმაურებულ ფილმში მიიღო მონაწილეობა და მრავალი საკულტო პერსონაჟი შექმნა, რომელთაც დღემდე მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს მთელ მსოფლიოში.
აქამდე ყვითელ პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ უილისს ტექსტის დამახსოვრების პრობლემა აქვს და ხშირ შემთხვევაში გადასაღებ მოედანზე ყურის მიკროფონს იყენებს, რომელიც სუფლიორის ფუნქციას ასრულებს. 2021 წლის დასაწყისში მსახიობი აფთიაქიდან პირბადის გარეშე ყოფნის გამო დაცვამ გაიყვანა. მოწმეების თქმით, უილისს კისერზე ბენდენა ეკეთა და, შენიშვნის მიუხედავად, სახე არ დაიფარა, რამდენიმე მათგანის თქმით მსახიობი ძალიან დაბნეული იყო და თითქოს ვერ მიხვდა, რას ითხოვდნენ მისგან აფთიაქის თანამშრომლები. მეორე დღეს უილისმა ამ საქციელისთვის ბოდიში მოიხადა.
მისი ჯანმრთელობა ყურადღების ცენტრში უფრო მეტად მას შემდეგ მოექცა, რაც ოჯახმა მის ჯანმრთელობაზე ისაუბრა: "ბრიუსი ასრულებს კარიერას, რომელსაც მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩვენ ოჯახს რთული დრო დაუდგა, ვაფასებთ თქვენს სიყვარულს, თანაგრძნობას და მხარდაჭერას"– ეწერა განცხადებაში.