ნინი ბადურაშვილი 1985 წლის 27 დეკემბერს რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ეკა კახიანის ოჯახში დაიბადა. ექვსი წლიდან ბასტი-ბუბუს სოლისტი იყო. პირველი კლიპი ბავშვობაში დათო ევგენიძის სიმღერაზე „ნანა ჩემო ბაია"-ზე გადაიღო. ასევე იყო ჯგუფ სტეფანე და 3G-ს წევრი.
ნინის წარმატებული კარიერა ჰქონდ ადა საზოგადოებაში პოპულარობითა და სიყვარულითაც სარგებლობა, როცა მოულოდნელად დაოჯახება გადაწყვიტა. ნინი ბადურაშვილისა და ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძის გრანდიოზული ქორწილი "შერატონში" 2012 წლის 25 ოქტომბერს შედგა, შემდეგ კი ის საცხოვრებლად მეუღლესთან, მოსკოვში გადავიდა.
“ეს ბიჭი უცებ სად გაიცნო, არ ვიცი; მოვიდა და გვითხრა, ახლა უნდა გავთხოვდეო… ნინიმ არასდროს არაფერში დამიჯერა” – ეკა კახიანი შვილის განქორწინების შესახებ
"რამდენი ნიჭიერი და ლამაზი გოგოა ამ ქალაქში და მიკვირს, რატომ არის ნინის მიმართ ასეთი გაცხოველებული ინტერესი. ბავშვობიდან იყო განხილვის თემა. წერდნენ, რომ იყო ყველაზე სასურველი სარძლო. ეს თემა იყო ისეთი აქტუალური, ვფიქრობდი, რატომ ნინი? თბილისმა იცის ამოჩემება… რატომ არის ამდენი ხალხი დაკავებული ნინის ამბების განხილვით. ნინი სულ შეწუხებული იყო და ჩვენ ყველა, როდის გათხოვდებოდა. ეს ჩემზეც იყო, მაგრამ ვერ შევედრები ნინის…
არც გათხოვება უკითხავს ჩემთვის… მართლა თავისით გადაწყვიტა. სხვა ურთიერთობები ვიცოდით, ნინი ისეთი ტიპია, რომ არ მალავს. ყველაფერს ჰყვებოდა. ეს ბიჭი უცებ სად გაიცნო, არ ვიცი. მოვიდა და გვითხრა, ახლა უნდა გავთხოვდეო. ვინ არის, რა ჰქვია, რა გვარია-მეთქი. არა, გადავწყვიტე და უნდა გავთხოვდეო… არ მქონია იმის საშუალება, რომ მეთქვა ან კარგი, ან ცუდი. ჩავრთულვარ სხვა ურთიერთობებში, როცა ნინი განცდებში მინახავს და უბედური იყო, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ ნინის და ირაკლის ურთიერთობაში არ ჩავრეულვარ… ნინიმ არასდროს არაფერში დამიჯერა და არც მიკვირდა, რადგან მასში ჩემს თავს ვხედავდი ზუსტად…“ - იხსენებდა ეკა კახიანი.
„ქალმა რომ თავი სრულფასოვნად იგრძნოს, მგონია, რომ ოჯახი ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - ნინი ბადურაშვილი
ნინისა და ირაკლის ქორწინება სკანდალურად დასრულდა. ის მეუღლეს, ირაკლი კუტალაძეს მანამ დაშორდა, სანამ შვილს გააჩენდა. ნინი მშობიარობის დროს მარტო იყო და პატარა ელენესტან ერთად სახლშიც მარტო დაბრუნდა. ელენე უკვე 10 წლისაა, ამბობენ, რომ ძალიან ჰგავს დედას, არის არტისტული და უყვარს ცეკვა.
ნინი ამ ეტაპზე აქტიურად აგრძელებს მუსიკალურ კარიერას და, პარალელურად, ერთ-ერთი გადაცემის წამყვანის ამპლუაში ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე. ამჯერად კი მეგობრებსა და გულშემატკივრებს ახალ ფოტოებს უზიარებს და უამრავ კომპლიმენტსაც იმსახურებს.
"მშვენიერი ქართველი ქალი" - ნინი ბადურაშვილი ულამაზეს კაბაში ბრწყინავს