ელვის პრესლი 24 წლის იყო, როცა 14 წლის პრისცილა ბოლიეს შეხვდა. ასაკობრივი სხვაობა ელვისისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. მათი ურთიერთობა 6-წლიანი ქორწინების შემდეგ დასრულდა.
1958 წელს, აშშ-ის არმიაში მოღვაწეობის დრო, ელვის პრესლი გერმანიაში გაემგზავრა. 1959 წელს საჰაერო ძალებმა იქ გადაიყვანეს პრისცილას მამინაცვალი, პოლი. ერთ დღესაც 14 წლის პრისცილას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და ჰკითხა, ისურვებდა თუ არა ელვისთან შეხვედრას.
პრისცილამ ელვისის ყურადღება მაშინვე მიიპყრო, მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ამ დროს 14 წლის იყო.
ვინ იყო მერილინ მონროს უფროსი და, რომლის არსებობის შესახებაც წლების მანძილზე არავინ არაფერი იცოდა
მან თავის მეგობარ რექს მენსფილდს განუცხადა, რომ პრისცილა "საკმარისად ახალგაზრდა იყო და მისი მართვა მარტივი იქნებოდა." პრისცილას ასაკი ნიშნავდა, რომ წყვილს არ შეეძლო საზოგადოებაში ერთად გამოჩენა. მაგრამ ისინი მაინც ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს.
მალე ელვისი ამერიკაში დაბრუნდა. 2 წლის განმავლობაში მათი ურთიერთობა მხოლოდ სატელეფონო საუბრებს მოიცავდა და პრისცილას ელვისის ერთგულებაში უკვე ეჭვი ეპარებოდა. მოგვიანებით ელვისმა აღიარა, რომ ურთიერთობა ჰქონდა ფილმ Viva Las Vegas-ს ვარსკვლავ ენ მარგრეტთან.
პრინცესა დიანას პრინც ჩარლზთან ქორწინების დროს ამ ნივთის ტარება ეკრძალებოდა
ჭორები დადიოდა, თითქოს პრისცილა ელვისს აშანტაჟებდა - თუ მათ ურთიერთობას არ გაასაჯაროებდა, ამას პრესასთან თავად გააკეთებდა. ზოგი იმასაც ამბობდა, რომ პრისცილას მამობილი ელვისს ემუქრებოდა, თუ გოგონას ცოლად არ მოიყვანდა, არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში დასდებდა ბრალს და ციხის გზას გაუყენებდა.
1967 წლის 1 მაისს ისინი დაქორწინდნენ - ცერემონია მხოლოდ 8 წუთს გაგრძელდა. ელვისი 32 წლის იყო, პრისცილა კი - 22. მათი ქალიშვილი ლისა-მარი პრესლი ქორწინებიდან 9 თვის შემდეგ დაიბადა.
„იგი ძალიან ჯიუტი იყო და ყოველთვის თავის სურვილებზე ფიქრობდა: მე არ მომწონხარ ამ ფერში. ყავისფერი არ გიხდება. მწვანეში საშინლად გამოიყურები... ის ხელს მირტყამდა შუბლზე და მეუბნებოდა: ასე არ გააკეთო, შუბლზე ნაოჭებს გიჩენს... მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარდა, მასთან ცხოვრება აუტანელი ხდებოდა. ცხოვრების არანორმალური რიტმი ელვისის ხასიათს კიდევ უფრო ამძიმებდა. ამას წამლებზე დამოკიდებულებაც ემატებოდა...“ - ამბობდა პრისცილა.
დიეტაზე არასდროს ყოფილა - რა იყო ოდრი ჰეპბერნის სიგამხდრის მთავარი საიდუმლო
„ჩვენს დაქორწინებამდე მან თქვა, რომ ვერასდროს შეძლებდა შვილიანი ქალის შეყვარებას“ - იხსენებდა პრისცილა ერთ-ერთ ინტერვიუში.
პრისცილა დიდხანს ცდილობდა ქმრის ინტერესი შეენარჩუნებინა, თუმცა მას შემდეგ, რაც მან ელვისისგან ვერც ემოციური და ვერც ფიზიკური გვერდით დგომა ვერ იგრძნო, ელვისის ფიტნეს-ინსტრუქტორ მაიკ სტოუნთან რომანი გააბა. ამბობდნენ იმასაც, რომ ელვისმა სტოუნის მოსაშორებლად მკვლელი დაიქირავა, მაგრამ მოგვიანებით აზრი შეიცვალა.
წყვილი 1973 წლის 9 ოქტომბერს განქორწინდა, თუმცა მეგობრული ურთიერთობა ელვისის გარდაცვალებამდე შეინარჩუნეს. პრისცილამ გაყრის შემდეგ ფულადი თანხა მიიღო, 725,000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც დღევანდელი კურსით, დაახლოებით, $ 4.2 მილიონია.
„მას იმიტომ კი არ დავშორდი, რომ აღარ მიყვარდა - ის ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარული იყო. დავშორდი იმიტომ, რომ მინდოდა სამყაროს შესახებ მეტი გამეგო“ - წერდა პრისცილა თავის მემუარებში.