1972 წელს ეკრანებზე ლანა ღოღობერიძის ფილმი "როცა აყვავდა ნუში" გამოვიდა. მათ, ვისაც ფილმი უნახავს ან სმენია მაინც მისი სახელი, ალბათ, თვალწინ, პირველ რიგში, ზურა ყიფშიძის პერსონაჟი დაუდგება. სწორედ ეს როლი გახდა ახალგაზრდა მსახიობისთვის მწვერვალების დაპყრობის, კარიერული ზრდისა და დიდი წარმატების საწყისი. ზურას თანატოლები თუ უბრალოდ ახლობლები დღემდე ხშირად იხსენებენ იმასაც, რომ განსაკუთრებული ქარიზმის მატარებელ ამ შესანიშნავ მსახიობს მუდმივად თან სდევდა გულშემატკივრების უდიდესი არმიის სიყვარული და პატივისცემაც, რომელიც არსად გამქრალა და ზურა ყიფშიძე დღესაც ყველა თაობისთვის საყვარელი მსახიობია.
"დამიბერდა მამიკო, მაგრამ მაინც ყველაზე სიმპათიურია, არა?“ -ლენუკა ყიფშიძე ზურა ყიფშიძესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს
სწორედ მაშინ, როცა ზურა ყიფშიძე კარიერული წარმატების პიკზე იყო, ცოლად შეირთო უმშვენიერესი ლელა გოცირიძე. მათ დიდი ოჯახი აქვთ, ორი შვილი, ლენუკა და გიორგი ჰყავთ და 5 შვილიშვილის ბებია-ბაბუა არიან.
"ზურა არასდროს ჩარეულა ჩემს ოჯახურ ცხოვრებაში. იმდენი შვილიშვილი ჰყავს, რომ მათთან ურთიერთობაში გადააქვს ყველაფერი. არასოდეს გეტყვის, აიწყვე შენი პირადი ცხოვრება, არ დაუშვა შეცდომებიო...
ხუმრობით თუ მეტყვის, შენ გვერდით კაცი ხომ უნდა იყოს, რომ მშვიდად წავიდე ამ ქვეყნიდანო.
მე კი ვეუბნები, რომ ასეთი კაცი ჩემი შვილი ნიკუშაა. თავისი ნერვიულობის მიზეზების აფიშირება არ უყვარს, ყველაფერს მსუბუქად და ხუმრობით გამოხატავს" - ამბობდა ლენუკა ყიფშიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
"გავგიჟდი, ვყვიროდი, გამაგებინეთ, ვინ ვარ სინამდვილეში-მეთქი... 14 წლის ვიყავი, როცა გავიგე ვინ იყო მამაჩემი" - ზურა ყიფშიძის მეუღლე, ოჯახი და ცხოვრების უცნობი დეტალები
ამჯერად ლენუკა და ზურა ყიფშიძეები გადაცემა „ჩვენი ოჯახის“ სტუმრები არიან, სადაც ერთმანეთთან ურთიერთობის შესაზებ საუბრობენ:
„ერთმანეთს ნერვებს ვუშლით, მაგრამ მაინც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. რაც წლები ემატება, მით უფრო მეტად ბავშვური და საყვარელი ხდება. ზოგჯერ ავიწყდება ჩემი ასაკი, შუაღამის 3 საათზე, როდესაც ტელევიზორს ვუყურებ, შემომხედავს და მეტყვის: „არ იძინებ?“ – ავიწყდება რომ 80 წლის ვარ და არა 20-ის“,- ამბობს ლენუკა.
ზურა ყიფშიძე კი შვილიშვილებთან ურთიერთობაზე საუბრობს:
„არ შეიძლება ბავშვთან ჩხუბი, ყვირილი, ბავშვები უნდა გაართო“ – აღნიშნავს მსახიობი.
„ზურას მიმართ დღევანდელი ცხოვრება უსამართლოა; ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა მისთვის, მაგრამ დაბადების დღეც არავინ მიულოცა...“ - ლენუკა ყიფშიძე მამაზე