თეატრმცოდნემ, ყველასთვის საყვარელმა ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ, 2013 წელს იქორწინა. მისი რჩეული თეკლა კოსტავაა. წყვილს ქორწინებაში ორი შვილი, სესილია და კიტა შეეძინა, თუმცა რამდენიმე თვის წინ ნიკოლოზისა და თეკლას ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა, როცა მათი უმცროსი ვაჟი მაღალი სართულიდან გადმოვარდა და, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
„ჩემს ცხოვრებაში ცალმხრივი სერიოზული სიყვარული არ ყოფილა და რაღაც მოწონება შეიძლება იყო. თუ ვიგრძნობდი, რომ ცალმხრივობისთვის იყო განწირული, იმას შევეშვებოდი ხოლმე. სანამ დავოჯახდებოდი, არ მგონია, სერიოზულად მყვარებოდა ვინმე. იმ მომენტში, ყოველთვის გგონია, რომ ეს ნამდვილია, მაგრამ დრო რომ გადის და აფასებ, მერე ხვდები, რომ ასე არ არის. სიყვარული სითამამეა. მთავარია, შენს თავში მიხვდე, რომ მის გარეშე არ შეგიძლია სიცოცხლე და მერე ყველაფერს აკეთებ...
"ვუყურებდი და უცნაურ სიამაყეს და სითბოს ვგრძნობდი, რომ რაღაცა ძალიან დიდის და ძალიან ინტიმურის მონაწილე ვიყავი..."
მე უკვე მეგონა, რომ საქვეყნოდ ცნობილი პიროვნება ვარ და თეკლამ არ იცოდა, ვინ ვიყავი. გაგაგებინებ-მეთქი, ვიფიქრე და მერე დაიწყო და დაიწყო...
სულ ვცდილობ, ოჯახთან ერთად ვიყო, საზღვარგარეთაც მათთან ერთად დავდივარ. სესილია ყველგან დამყავს, მთელი საქართველო აქვს მოვლილი. სიმკაცრისთვის დედა არსებობს. სესილიასთან პირველი 10 წამის მანძილზე შემიძლია გავბრაზდე, მეთერთმეტე წამს მეც მეცინება და მასაც, ვერ ვარ მკაცრი... " - საუბრობდა ნიკოლოზ წულუკიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
ამჯერად "ტიკ-ტოკზე" ნიკოლოზ წულუკიძის ახალი ვიდეო ვრცელდება, სადაც ის მანიკა ასათიანის შესახებ საუბრობს:
"მანიკა ჩემ თვალწინ გაიზარდა. მახსოვს, 6-7 წლის რომ იყო - მაშინაც ძალიან ლამაზი და გამორჩეული ბავშვი იყო. მერე ეს გოგო, მშვენიერის გარდა, პროფესიონალიც გახდა. ეს ძალიან იშვიათია - როცა ადამიანი ყოველდღიურად იზრდება და ვითარდება.
განსაკუთრებულად მიყვარს, იმიტომ, რომ თავისი თავის ფასი იცის. მახსოვს, ერთხელ დიდი საახალწლო კონცერტი მიგვყავდა. ამ დროს ძალიან ცუდად ვიყავი და მანიკამ წამიყვანა. იცით, როგორ მომიარა? - ყველა აფთიაქთან აჩერებდა, კულისებში მოიყვანეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა და გადასხმები გამიკეთეს. ამ დროს პარტნიორს ძალიან დიდი ძალა აქვს" - ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე.