ამერიკაში მცხოვრებ ქართველ მუსიკოსსა და მომღერალს, ნინი შერმადინს, საზოგადოება კარგად იცნობს. ის წლების მანძილზე არაერთ ქართულ პროექტსა თუ შოუში მონაწილეობდა და მსმენელისთვის თავის შეყვარებაც მარტივად მოახერხა.
განსაკუთრებული პოპულარობა ნინიმ 2003 წელს მოიპოვა, როცა მონაწილეობა მიიღო პროექტში "ნუცას სკოლა". იურმალაში „ახალ ტალღაში“ მონაწილეობის შემდეგ პირველი ქართველი გახდა, რომელმაც ამ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. იგი ბერძნულ X Factor-შიც მონაწილეობდა, სადაც მე-2 ადგილი დაიკავა და საბერძნეთში საკმაოდ პოპულარული გახდა.
ნინი შერმადინს ჰყავს ქალიშვილი, რომელიც წლების მანძილზე დედისგან შორს, საქართველოში ცხოვრობდა, მაგრამ ნინიმ მარიამის ამერიკაში წაყვნა შეძლო და ახლა დედა-შვილი ერთად აგრძელებს ცხოვრებას.
"ეს არის ოცნების ასრულება" - ნინი შერმადინი ამერიკიდან ახალ ფოტოებს აქვეყნებს
ნინის მეუღლე ვაჟა ციცაგი იყო. როცა წყვილი დაშორდა, ქალაქში ხმა გავრცელდა, რომ ვაჟა ქალების მოყვარული გამოდგა და ნინის ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომღერალი ამ ჭორს სასტიკად უარყოფდა:
"ეს ჭორი დიდი შეურაცხყოფაა, პირველ რიგში, ვაჟასი და მერე ჩემი. გამოდის, რომ სულელი ვარ, რომ ასეთ ვამპირს და ფსიქოპათს გავყევი ცოლად. ეს ბევრჯერ დაიწერა და მეც სულ ვიმეორებ, ხალხო, მსგავსი სისულელე აღარ თქვათ-მეთქი. ხომ შეიძლება ორმა ადამიანმა ერთმანეთს ვერ გაუგოს? ადამიანები არ შეიძლება სკანდალის გარეშე დაშორდნენ? მეც და ვაჟაც ძალიან ჯიუტები ვართ. ორივეს ჩვენი პრინციპები გვაქვს. მე ჩემს პრინციპებს ვერაფრით გადავაბიჯე. სულით ხელოვანი ვარ და ბავშვობიდან ვოცნებობ, ჰოლივუდის მსახიობი ან მომღერალი ვიყო და "გრემიზე" საუკეთესო მომღერლად დამასახელონ. ჩემი შრომისმოყვარეობისა და ნერვების წყვეტის ფასად მალე დიდ წარმატებებს მივაღწევ. ვაჟა კარგი ადამიანია, მაგრამ წარმატებას მარტო უფრო მივაღწევ, ვიდრე ვაჟასთან ერთად.
"სულ უფრო ემსგავსება დედას" - ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს
ყოველთვის გვერდში მედგა, "იქს ფაქტორიდან" დაწყებული. მაგრამ ქართველ კაცს ცოლი სახლში უნდა. რთულია, ცოლი ერთი თვე წავიდეს და კაცი სახლში დარჩეს. მე არ ვცხოვრობ ჩვეულებრივი, რიგითი ქალის ცხოვრებით. ხელოვანის ცხოვრება მაქვს. როგორ ფიქრობ, დედაჩემისა და მამაჩემისთვის ადვილი ასატანია, შვილი ღამის თორმეტ საათზე რომ გადის სახლიდან და ოთხზე შემოდის? მაგრამ იმდენად მენდობიან, რომ ეს სალაპარაკო თემა არ ხდება. ჩემი მიზანი ისაა, რომ ოცნება ავისრულო და ჩემი შვილი უზრუნველყოფილი იყოს. ჩემსა და ვაჟას შორის ბოლო დროს ურთიერთობა დათბა, შვილს ნახულობს. ვაჟამ გაიგო, რომ მე ჩემი კარიერა მაქვს გასაკეთებელი, მიხვდა, რომ ცუდს არაფერს ვაკეთებ და მისი შვილის დედა არაფერს შეურაცხმყოფელს არ აკეთებს" - ამბობდა ნინი "რეიტინგთან" ინტერვიუში.
ნინი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, ხშირად აქვეყნებს სიახლეებს კარიერული წინსვლის შესახებ და სხვა ქართველებსაც აქტიურად უჭერს მხარს. ამჯერად კი ახალ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ 16 კილოგრამი დაიკლო: "- 35 Pounds, არ ვიცი, რამდენი კილოა, მაგრამ შენი ფოტო მიდევს ხატებთან და ყოველდღე გლოცავ “, – წერს ნინი შერმადინი.
ლაშა უჩავა ექიმი-ენდოკრინოლოგი და მედიცინის დოქტორია, რომელიც სასარგებლო რჩევებს წონის კლებისა და სწორი კვების შესახებ საკუთარ გვერდზეც ხშირად აქვეყნებს.