ცნობილია, რომ მერილინ მონროს ბავშვობა იოლი არ ყოფილა - დედამისი გლედისი ფსიქიკური დაავადებით იტანჯებოდა, ამიტომ გოგონა ერთი მეურვიდან მეორის ხელში გადადიოდა. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ბავშვობაში მერილინს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავის დასთან, ბერნისთან.
ნორმა ჯინ ბეიკერი - ეს სახელი დაბადებისას დაარქვეს მას, ვისაც "მე-20 საუკუნის ქალღმერთს" უწოდებდნენ. ბეიკერი არა ნორმა ჯინის მამის, არამედ დედის, გლედისის პირველი ქმრის გვარი იყო. მოგვიანებით ბეიკერი მორტენსენით შეიცვალა, რომელიც გლედისის მეორე ქმრის, ედუარდის გვარი იყო, თუმცა მას მერილინთან საერთო არაფერი ჰქონია.
"სქელი" მაჯები და "გამოწეული" ყურები: რა კომპლექსები აწუხებდა მერილინ მონროს
მერილინის დაბადებამდე რამდენიმე წლით ადრე დედამისის პირველი ქორწინება დიდი სკანდალით დასრულდა. ამ ქორწინებაში მას ორი შვილი, რობერტი და ბერნისი ჰყავდა. პატარა გოგონა მხოლოდ 4 წლის იყო (დაიბადა 1919 წელს), როცა დედამ შვილები მამასთან მიატოვა და კალიფორნიაში, ოკეანის პირას, ახალი ლამაზი ცხოვრების საძებნელად წავიდა. მართალია, ყველაფერი სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა, ვიდრე სიზმარში წარმოედგინა. კაცმა, რომელიც უყვარდა, მისი ცოლად მოყვანა არ მოისურვა. ამიტომ გლედისი 1926 წელს პატარა ნორმა ჯინთან ერთად მარტო დარჩა.
მეტყველების პრობლემა, სიელმე... - მერილინ მონროს 4 ნაკლი, რომლებსაც მსახიობი ოსტატურად მალავდა
მერლინ მონრო სიცოცხლეშივე გახდა სექსსიმბოლო და დღემდე რჩება იდეალად ბევრი ქალისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით ადამიანი ოცნებობდა ცოტათი დამსგავსებოდა ცნობილ ქერას, თავად კინოვარსკვლავი მთელი ცხოვრება საკუთარ კომპლექსებს ებრძოდა.
ქერა თმიდან დაწყებული, მის საფირმო წითელ ტუჩებამდე, მერლინ მონრო უდავოდ სახელგანთქმული სილამაზის ხატია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი რამ ვიცით მსახიობის გარდერობის საიდუმლოებებისა და მისი პირადი საქმეების შესახებაც კი, მონროს სილამაზის რუტინა ყოველთვის საიდუმლო იყო.
ცოტა ხნის წინ მერლინ მონროს დერმატოლოგის აქამდე უცნობი ჩანაწერები აღმოაჩინეს, რომელში ექიმი დაზუსტებით აღწევს ჰოლივუდის ვარსკვლავის თავს მოვლის რუტინას.
დღიური 1959 წლის 17 მარტით თარიღდება და ის მსახიობის დერმატოლოგს, ექიმ ერნო ლასლოს ეკუთვნოდა. დოქტორ ლასლოს ინსტრუქციები მარტივია:
დილით მონროს უნდა დაებანა სახე და კისერი თბილ წყალში ფელიტილის საპნით. შემდეგ თვალების ქვეშ ფელიტონი უნდა წაესვა, ამის შემდეგ კი სახეზე ლასლოს დუო-ფაზის სახის პუდრი დაეტანა და დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ ზედმეტი მოეშორებინა.
ძილის წინ მსახიობი ფელიტილის ზეთს ისვამდა მთელ სახეზე, კისერსა და ტუჩებზე.
დაბოლოს, ლასლოს ჩანაწერი მონროსადმი მოიცავდა იმ საკვების მოკლე ჩამონათვალს, რომელიც თავიდან უნდა ყოფილიყო აცილებული: მათ შორისაა, თხილი, შოკოლადი, ხამანწკები, ხახვი და ზეთისხილი.