ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა ერთად ხშირად ჩნდებიან და დასვენების ან მოგზაურობის კადრებს გამომწერებს უზიარებენ. ამჯერად ქეთი ჟურნალი Ok-ის გარეკანზე გამოჩნდა. როგორც გაირკვა, ტანმოვარჯიშე მეორე შვილის მოლოდინშია.
"პირველი ქორწინებისას ინერციას მივყევი. სტერეოტიპულად: გავთხოვდი და, რა თქმა უნდა, შვილი გავაჩინე. ახლა სულ სხვანაირადაა. ეს პატარა დიდი ხნის ნანატრი ბავშვია.
ვარსკვლავების "ბეიბი ბუმი" - ოთხი უმშვენიერესი ქართველი ქალი, რომლებიც ბავშვს ერთდროულად ელოდებიან
„დღეს ჩემი დაბადების დღეა, 33 წლის გავხდი...“ - როგორ აღნიშნა ქეთი ხატიაშვილმა იუბილე
დიდხანს ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი. ანასტასიამ რთულად გადაიტანა ჩემი და მამის დაშორება და ამიტომ ძალიან ვფრთხილობდი ხელმეორედ ამ ნაბიჯის გადადგმას. შვილი კიდევ მინდოდა, მაგრამ მეშინოდა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც გარკვეული პერიოდი ვერ დავფეხმძიმდი. მერე ვიმკურნალე, საკმაოდ გაიწელა ეს პროცესი და აი, ახლა ასეთ სასიამოვნო მდგომარეობაში ვარ. მეუბნებოდნენ, რომ უნდა მოვდუნებულიყავი, სტრესი მომეხსნა და ცოტა ხნით დამევიწყებინა ეს პრობლემა. ასეც მოვიქეცი, გადავყარე წამლები, ტესტები და ახალი შეგრძნებებიც მალევე გაჩნდა. აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ ვარ" - ამბობდა ქეთი ჟურნალ OK!-სთან ინტერვიუში.
"ძალიან ბევრი სასარგებლო ინფორმაცია, რჩევა და ვარჯიში შევაგროვე ამ თვეების მანძილზე, რომლებიც მეხმარება კარგად ყოფნაში და თქვენც სიამოვნებით გაგიზიარებთ" - წერს ქეთი. მან ისიც აღნიშნა, რომ უკვე ორსულობის მეხუთე თვეშია, ბავშვის სქესიც გაიგეს, თუმცა გამხელას ჯერ არ აპირებენ.
დავით კაჭარავა წარსულში დაქორწინებული იყო ანკა დუნდუაზე, რომელსაც რამდენიმე წლის წინ დაშორდა. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს, რომელსაც დავითი ბევრ დროს უთმობს. მეუღლესთან დაშორების შემდეგ კაჭარავას ცხოვრებაში ქეთი ხატიაშვილი გამოჩნდა. მათ ერთმანეთი ერთ-ერთ სპორტულ ცენტრში გადაღებაზე გაიცნეს, სადაც ორივე მწვრთნელად მუშაობდა.
ამჯერად ქეთი მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს. ის საზღვარგარეთ იმყოფებოდა და, სამშობლოში დაბრუნებული, დავით კაჭარავასთან ერთად ოპერას ესტუმრა. "აეროპორტიდან პირდაპირ ოპერაში" - წერს ის.