ანკა ვასაძე დიდი ქართველი მსახიობების, აკაკი ვასაძისა და მარინე თბილელის, შთამომავალია. მარინე თბილელის პირველი მეუღლე აკაკი ვასაძის ვაჟი, ცნობილი რეჟისორი, გოგი ვასაძე იყო. შეეძინათ ვაჟი – აკაკი ვასაძე უმცროსი. მათი ოჯახი მალე დაინგრა, მაგრამ მარინე თბილელი მამამთილს, აკაკი ვასაძეს, მუდამ ემადლიერებოდა.
წლების შემდეგ მარინე თბილელი ცნობილ რეჟისორსა და კულტურის მოღვაწეზე, აკაკი დვალიშვილზე დაქორწინდა და მისგან შეეძინა ბაია დვალიშვილი, რომელიც ასევე მსახიობი გახლავთ. ანკა ვასაძე კი აკაკი ვასაძე უმცროსის შვილიშვილია.
„ბედნიერი ოჯახი“ - ანკა ვასაძის ოჯახური იდილია და ახალი ფოტოები
ამჯერად ანკა ბებიასთან, ირინა ლომჯარიასთან ერთად IERI-ის პროექტში იღებს მონაწილეობას, რომელიც ყველა ასაკის ლამაზ ქალს ეძღვნება.
„მარჯანიშვილის თეატრში მსახიობობა უნივერსიტეტში მესამე კურსზე დავიწყე. რაც შეეხება ოჯახურ გავლენას, ხშირად მისვამენ ამ კითხვას და ხშირად ვფიქრობ ამაზე. რა თქმა უნდა, ამან იმოქმედა ჩემს კარიერაზე, მაგრამ სხვა ოჯახშიც რომ დავბადებულიყავი, მაინც მსახიობი გავხდებოდი. სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია.
ბებიაჩემი ყოველთვის ესწრება ჩემი სპექტაკლების პრემიერებს. მან გამზარდა და შეიძლება გაუჭირდეს ჩემი გაკრიტიკება. როგორც წესი, ის ძალიან კმაყოფილია ჩემი შესრულებით, მაგრამ კარგ რჩევებსაც მაძლევს. ზოგადად მნიშვნელოვანია ობიექტური შემფასებლის ყოლა, რათა გაიზარდო, როგორც ხელოვანი.
ჩემი ბავშვობის თითქმის ყველა მოგონება ბებია-ბაბუას უკავშირდება, რადგან მათი გაზრდილი ვარ. ერთი მართლაც სასაცილო ამბავი მახსენდება: ბებიაჩემი ცნობილია თავისი მოთმინების უნარით,მე კი ის ვიყავი ვისაც მისი წყობიდან გამოყვანა შეეძლო.
ძველი თბილისი მომწონს, ალბათ იმიტომ, რომ „სახლ-მუზეუმში“ გავიზარდე და ეს სტილი ჩემთვის ძალიან ახლოსაა. მიყვარს ვორონცოვის ქუჩა. როდესაც თეატრიდან თუნდაც მცირე შესვენება მაქვს, იმ ქუჩაზე ბებიას ვსტუმრობ. ეს ის ადგილია, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ. მე მეოთხე თაობა ვარ ამ ოჯახში და მას განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს გულში. მით უმეტეს, რომ სწორედ იქ არის ბებიაჩემი.
უსასრულოდ მიყვარს ჩემი ქვეყანა, ბებიაჩემის ქმარი მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას კლასელი იყო. უნივერსიტეტშიც ერთად წავიდნენ, შემდეგ დამეგობრდნენ და ჟურნალი, რომელზეც ერთად მუშაობდნენ, მათი დაკავების მიზეზი გახდა. ამიტომ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის საქართველოს დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის მადლობას ვუხდი იმ ხალხს, ვინც დამოუკიდებელი ქვეყანა მომცა“, - ამბობს ანკა.
„ჩემს ბავშვობასა და ანკას ბავშვობას შორის აშკარად დიდი განსხვავებაა. ჩვენც ბედნიერი ბავშვობა გვქონდა, მაგრამ რაც უფრო ვბერდებით, მით უფრო ვაცნობიერებთ ჩვენს რეალობას. ჩვენ ვცხოვრობდით ჩაკეტილ ქვეყანაში, სადაც აკრძალული იყო უცხოური სიმღერების მოსმენა ან გარკვეული ლიტერატურის კითხვა.
ამდენი წლის შემდეგ ისევ ვიკრიბებით 2 იანვარს, ახალ წელს და აღდგომას. ვორონცოვის მოედანზე, ჩვენს საოჯახო ბუდეში, სუფრის გარშემო თითქმის 25 ადამიანი იკრიბება. როცა ოჯახი იზრდება, საკმაოდ რთული ხდება ყველას ერთ ადგილზე მოთავსება.
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადგილი პეტრიაშვილის ქუჩაა, რადგან აქ იყო ჩემი სკოლა და მრგვალი ბაღის ტერიტორია, სწორედ იქ იყო ჩემი სახლი და ძალიან თბილი მოგონებები დამრჩა იმ ადგილიდან“ - ამბობს ქალბატონი ირინა.
ანკამ და ირინამ თანამედროვე მოდაზეც ისაუბრეს:
ირინა: ვფიქრობ, მოდა წრეების გარშემო ტრიალებს და ძველი სტილი შეიძლება დაბრუნდეს თანამედროვეობაში. მახსენდება ერთი სასაცილო ამბავი, პატარა რომ ვიყავი, ჩემი და მინი ქვედაბოლოს იცვამდა. ჩვენი ბებია უარს იტყოდა ჩემს დასთან ასე ჩაცმული სახლიდან გასვლაზე. ახლა კი ეს ქვედაკაბა ყველაზე მოკრძალებული იქნებოდა. მაგრამ მე მომწონს, როგორ იცვამენ გოგოებს დღეს. განსაკუთრებით ანკა, რადგან ყოველთვის იცის რა ჩაიცვას.
ანკა: ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან განსხვავებულად ვიცვამთ. ვერც ვიტყვი, როგორია ჩემი სტილი. მე მას ყოველდღიურად ვცვლი, ჩემი განწყობის მიხედვით. დედის მხრიდან ბებია - მანანა, ხშირად მაჩუქებს ტანსაცმელს. უამრავ კომპლიმენტს ვიღებ, როცა მისი ტანსაცმელი მაცვია.
წყარო: ieristore.com