კახა მამულაშვილის, იგივე მამულიჩასა და ლელა წურწუმიას წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ლელა და მამულიჩა სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამზე“, აქტიურად აქვეყნებენ როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსა და ვიდეოებს, გამომწერების მხრიდან კი მუდმივად დადებით შეფასებებს იღებენ.
კახასა და ლელას დიდი ოჯახი აქვთ. მათ საერთო შვილი, მარიამი ჰყავთ, ხოლო მამულიჩას პირველ ცოლთან, ნინო ნოზაძესთან, ერთი შვილი, ნიკოლოზი ჰყავს. 2018 წელს კახი მამულაშვილი პირველად გახდა ბაბუა - ნიკოლოზსა და მის მეუღლეს, ნანკა ფაღავას, პატარა ალექსანდრე შეეძინათ. ამის შემდეგ ლელასა და მამულიჩას ცხოვრებაში მთავარი გმირი სწორედ შვილიშვილი გახდა.
„მარიკო ცალკე ცხოვრობს, ოღონდ ჩემ გვერდით; ბუნებით საკმაოდ თავმდაბალი, ბავშვური და კეთილია“ - ლელა წურწუმია შვილის შესახებ
საზოგადოების სიყვარულს იმსახურებს ლელასა და მამულიჩას ქალიშვილი მარიკო მამულაშვილიც, რომელიც ფოტოგრაფიითაა გატაცებული და სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს საკუთარ ნამუშევრებს.
"ძალიან პასუხისმგებლობიანი გოგოა. რაც დრო გადის, უფრო მეტად თავდაჯერებული ხდება და ეს ძალიან მომწონს. ბუნებით საკმაოდ თავმდაბალი, ბავშვური და კეთილია. მოკლედ, კარგი გოგოა“ - ამბობდა მომღერალი.
„მე მყავს ერთი შვილი, მარიკო, რომელიც 22 წლის ხდება თებერვალში; მე მას ძალიან ბევრი რამ დავაკელი... დე, ბოდიშს გიხდი, მაგრამ მთავარია, ახლა ჩემთან ხარ“ - ლელა წურწუმიას ემოციური მიმართვა ქალიშვილს, მარიამ მამულაშვილს
ამჯერად ლელა წურწუმიამ მსმენელის ყურადღება ახალი სიმღერითა და მუსიკალური კლიპით მიიპყრო. სიმღერის, სახელწოდებით „აღარ მინდა მე შენთან“, მუსიკისა და ტექსტის ავტორი კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილია:
„ესეც ლელას ახალი კლიპი ჩემს ახალ სიმღერაზე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ადამიანი არის წარმატებული წლების განმავლობაში, რასაც 1000%-ით იმსახურებს! არასოდეს არ აგდებს ხარისხს ქვემოთ და ის ნიშა, რაც მას უჭირავს, უპირობოდ უკონკურენტოა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემი სიმღერების ასეთი დაფასებისთვის და მივულოცო ახალი ვიდეოკლიპი.
- მუსიკა და ტექსტი - თქვენი კაჭოსი
- არანჟირება Boriko Boryzz Shkhiani
- საუნდ-რეჟისორი Alekø Berdzenishvili
- ბექ-ვოკალიც თქვენი კაჭოსი
- სტუდია-bravo
- კლიპის უნიკალური რეჟისორი Zaza Orashvili
- და თვით დივა ლელა წურწუმია
მადლობა, მადლობა და მადლობა ყველას უკლებლივ“, – წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.
"ჩემს ცხოვრებაშიც ახალი ეტაპია, იმიტომ, რომ აბსოლუტურად სხვა მდინარეში შევცურე, უფრო ლაღად, უფრო თავისუფლად და უფრო თავდაჯერებულად...." - ლელა წურწუმია
ლელა წურწუმიამ კლიპში განსხვავებული იმიჯი მოირგო და მსმენელი, სიმღერასთან ერთად, გამორჩეული ვიზუალითაც აღაფრთოვანა.