თავადი დადიანი - ერთი ღამით „გათხოვებული“ ცოლი მილიონი ოქროს სანაცვლოდ: კარგარეთელის ქუჩის სასახლის უნიკალური ისტორია - Marao

თავადი დადიანი - ერთი ღამით „გათხოვებული“ ცოლი მილიონი ოქროს სანაცვლოდ: კარგარეთელის ქუჩის სასახლის უნიკალური ისტორია

2023-11-14 15:17:54+04:00

ვინც  თბილისში, კარგარეთელის ქუჩაზე, ერთხელ მაინც მოხვედრილა, შეუძლებელია მისი ყურადღება ზღაპრულ შენობას არ დამსახურებინა. მაღალი ქონგურები, ლამაზად გაფორმებული კარნიზები და ღია ტერასა შენობას უჩვეულო, დედაქალაქისთვის ნაკლებად დამახასიათებელ სილუეტს აძლევს. სასახლემ დროს გაუძლო და დღესაც ინარჩუნებს დიდებულ იერს. ნამუშევარი გერმანელ არქიტექტორ პაულ შტერნს ეკუთვნის, შენობის კედლები კი უნიკალური სიყვარულის ისტორიას ინახავს. 

აგ­რა­ფი­ნა “ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის” დად­გმა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, სა­დაც ნეს­ტან-და­რე­ჯა­ნის როლს ასა­ხი­ე­რებ­და. ამ წარ­მოდ­გე­ნას გერ­მა­ნე­ლი პრინ­ცი კონ­სტან­ტი­ნე ოლ­დერ­ბურ­გიც ეს­წრე­ბო­და, რო­მე­ლიც თბი­ლი­სი­დან ფო­თამ­დე რკი­ნიგ­ზას აშე­ნებ­და. თავადი დადიანის მეუღლის - აგრაფინა ჯაფარიძის სილამაზით დატყვევებულმა პრინცმა მეუღლეს ცოლის თავი ერთი ღამით, მილიონი ოქროს სანაცვლოდ სთხოვა. თავადს სიხარბემ სძლია და დათანხმდა. სწორედ აქედან დაიწყო ახალი სიყვარულის ისტორიაც.  

 ხუთი დღის შემდეგ ნაიას ცხედარი იპოვეს... მისი სხეული ტბის ფსკერზე არსებულ მცენარეებში იყო გახლართული - ამერიკელი მსახიობის იდუმალებით მოცული გარდაცვალების ამბავი, რომელმაც ამერიკა შეძრა 

აგ­რა­ფი­ნა ჭკვი­ა­ნი ქალი ყო­ფი­ლა. როდესაც ეს ამბავი შეიტყო, თავი დამცირებულად იგრძნო და პრინცს შეუთვალა: “ფული ჩემს ქმარს გა­და­უ­ხა­დე და სურ­ვი­ლიც მან აგის­რუ­ლო­სო”. ოლ­დენ­ბურგს უკი­თხავს, თუ რა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა აგ­რა­ფი­ნას გუ­ლის მო­სა­გე­ბად. მას კი ულა­მა­ზე­სი სა­სახ­ლის აშე­ნე­ბა უთხო­ვია.

 სანდრო ახმეტელის სიყვარულისთვის დასჯილი თამარ წულუკიძე - შვილის გარდაცვალება და წყვილი ტრაგიკული ბედით 

აგრაფინას სიყვარულით დატყვევებულმა პრინცმა სასახლე ექვს თვეში ააშენებინა. პრინცთან გატარებული ერთი ღამის შემდეგ აგრაფინამ მეუღლე მიატოვა და მასთან ერთად სასახლეში დაიწყო ცხოვრება. სამწუხაროდ, ამ სა­ო­ცარ ის­ტო­რი­ას სევ­დი­ა­ნი და­სას­რუ­ლი აქვს. გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, პრინ­ცე­სა აგ­რა­ფი­ნა ბოლ­შე­ვი­კებ­მა სიყ­ვა­რუ­ლის სა­სახ­ლე­ში დაახ­რჩვეს. ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ ქა­ლაქ­ში ხმა და­დი­ო­და, რომ თეთრ ტან­საც­მელ­ში ჩაც­მუ­ლი ქა­ლის აჩ­რდი­ლი და­დი­ო­და და მისი მომ­ხიბ­ლა­ვი კის­კი­სი ეს­მო­დათ. დღეს ერთ დროს „სიყვარულის სასახლედ“ წოდებული სახლი საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმად ფუნქციონირებს. რაც შეეხება უშუალოდ მუზეუმს, აქ დაცულია 300 ათასზე მეტი ექსპონატი. მუზეუმი ინფორმაციას მოგაწვდით ქართული თეატრის, მუსიკის, ცირკის, ხალხური შემოქმედების, ოპერისა და საბალეტო ხელოვნების განვითარებასა და ამ დარგში მოღვაწე ხელოვანთა შესახებ.

"თურმე რკინის კარი შეულეწა ექიმებს, რომლებმაც გაყინული ჩვილი გამოუყვანეს... ვერ ვაპატიებ. იცოდა, რასაც აკეთებდა და მაინც არ შემიცოდა"