პრესა ბრედ პიტის ახალ რომანზე ჯერ კიდევ გასულ შემოდგომაზე ალაპარაკდა. წერდნენ, რომ მსახიობი ინეს დე რამონს ხვდებოდა. როგორც ცნობილია, წყვილი ისევ ერთადაა.
People insiders-ის ცნობით, ბრედი ნამდვილად ბედნიერია ინეს დე რამონთან ახალი ურთიერთობით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბოლოს ერთად რვა თვის წინ ნახეს - „ამ ზაფხულს ისინი ერთად კარგ დროს ატარებენ. მათ ნამდვილად ძალიან უყვართ ერთმანეთი. ეს აშკარაა ყველასთვის, ვინც მათ ერთად ხედავს“, - ამბობს ანონიმური წყარო.

„როგორც იქნა, 59 წლის ბრედმა ნამდვილი სიყვარული იპოვა, ის ისეთი ბედნიერია... ინესი მხიარული და ენერგიულია. ბრედს უყვარს მასთან დროის გატარება", - ამბობს მათთან დაახლოებული პირი. მსახიობის ახალი შეყვარებული ფიტნესტრენერად მუშაობს. წყვილი ერთად ბევრჯერ შენიშნეს, ცოტა ხნის წინ კი ბრედის დაბადების დღეზე გამოჩნდა. ოსკაროსანი მსახიობის გაცნობამდე ინესი „ვამპირის დღიურების“ ვარსკვლავზე, პოლ უესლიზე იყო დაქორწინებული.

მანამდე კი ბრედი ანჯელინა ჯოლიზე იყო დაქორწინებული - თორმეტწლიანი ურთიერთობა, სამი ვაჟი და სამი ქალიშვილი და სკანდალური განქორწინება - ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ ბრედ პიტს ანჯელინა ჯოლისთან აკავშირებს, რომელთანაც მსახიობმა რომანი 2005 წელს დაიწყო. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა, 2016 წელს კი ანჯელინამ განქორწინება მოითხოვა - მან ბრედი ბავშვებზე ძალადობაში დაადანაშაულა. მსახიობები ოფიციალურად 2019 წელს დაშორდნენ. თუმცა, წყაროების თანახმად, მათ ჯერ კიდევ არ მოუგვარებიათ ბავშვების მეურვეობის საკითხები.