„სუხიშვილების“ ყოფილ მოცეკვავეს, თეა დარჩიას, ოთხი შვილი ჰყავს – ყველაზე უფროსი, მარიამი, რომელიც 30 წლისაა, დედის გზას გაჰყვა და თავადაც "სუხიშვილების" მოცეკვავეა. მირიანი თეა დარჩიას მეორე შვილია, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ბავშვობის სიყვარულზე, უმშვენიერეს ელენე ბარამიძეზე იქორწინა. იონა და გაბრიელი ჯერ სკოლის მოსწავლეები არიან, თუმცა იოანამ უკვე გამოამჟღავნა სიყვარული ქართული ცეკვის მიმართ და დედის სტუდიაშიც ცეკვავს.
მოცეკვავეს ოჯახსა და პირადზე არაერთხელ უსაუბრია. ერთ-ერთ ინტერვიუში თეა მეუღლის შესახებ საუბრობდა:
“ორივემ უნდა შეიბას უღელი, ცოლმაც და ქმარმაც. ეს უღელი უნდა ათრიოთ, ერთად ყოფნის, ჯახაჯუხის, კონფლიქტების, შერიგების, დაწყნარების, დამშვიდების, აფეთქების ფონზე.
სულ ჯახაჯუხია მთელი ცხოვრება, მაგრამ მოათრევ ერთ უღელს – შვილებს.
ბევრი კრიზისი გვქონდა, მაგრამ მე გადამარჩინა იმან, რომ დედური, ცხოველური ინსტინქტები აღმომაჩნდა.
100%-ით რომ მეგონოს, მართალი ვარ, მე მოვიხდი ბოდიშს, ოღონდ ნუ იქნება ბუნტი.
მე შევურიგდები პირველი, ოღონდ ნუ იქნება დაძაბულობა…
არასოდეს სახლში არ ვიყავი ხოლმე, სიყვარული ხომ თავგანწირვაა, გუჯამ იცის, რა არის სიყვარული. გუჯა არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი ბოლომდე გადახაზა ჩემი სიყვარულისთვის.
"დედა, მამა, ყველაზე ძალიან მიყვარხართ! მადლობა ყველაფრისთვის" - მარიამ მათიაშვილის ემოციური მიმართვა მშობლებს და მათთან ერთად შესრულებული ულამაზესი ცეკვა
"ჩემი ოჯახი" - თეა დარჩია ქალიშვილთან და სიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს
როცა პირველად გავხდი დედა, 1990 წელი იყო. ვიყავი შოკში და მივხვდი, რომ ამას ვერ ვიზამდი ღმერთის დახმარების გარეშე. იცით, რას მივხვდი 19 წლის ასაკში? ღმერთის დახმარების გარეშე, უბრალოდ, გამორიცხულია, რომ ამხელა რაღაც შეძლო. ასევე, იმ მომენტში გავიაზრე, რა მაგრად ვყვარებივარ დედაჩემს.
მეორე შვილი გაჩნდა 10 წლის შემდეგ, მაგრამ ზუსტად იგივე შეგრძნება განმეორდა, დავბრუნდი ათი წლით უკან და ზუსტად იგივე განცდა განმეორდა. მესამეზეც – იგივე და მეოთხეზეც – იგივე, მაგრამ უფრო და უფრო ძლიერი, იმიტომ, რომ ასაკის მატებასთან ერთად უკეთ იაზრებ, რამხელა ბედნიერებაა დედობა.
არავინ არ თქვას, რომ დედა შვილის მეგობარი არ უნდა იყოს! თუ მეგობარი არ იქნები, მოგატყუებს, აუცილებლად მოგატყუებს ადრე თუ გვიან… თუ დედასა და შვილს შორის არის უფსკრული, თუნდაც მინიმალური, იოტისოდენა, ოდესღაც აუცილებლად იტყვის შვილი ტყუილს.
მირჩევნია, ბავშვმა ისეთი რაღაც მითხრას, გული გამისკდეს და არ შევიმჩნიო, ვიდრე ვინმე თავის ტოლს, პატარას, გამოუცდელსა და შტერს უთხრას და მისი რჩევა გაითვალისწინოს" - ამბობდა თეა დარჩია.
ამჯერად მოცეკვავე შვილის, იოანას ახალ ფოტოს აქვეყნებს. როგორც ცნობილია, იოანა დედის, თეა დარჩიას სტუდიაში ცეკვავს და მას ამ სფეროში დიდ მომავალ უწინასწარმეტყველებენ.