"სიმღერის გარეშე ქართული ოჯახი ვერ წარმომიდგენია. ღმერთმა ქნას, რომ სულ გვემღერებოდეს" - იმედა კახიანი - Marao

"ელენეს მუსიკალური მონაცემები აქვს, მაგრამ სიმღერა არ უნდა... ღმერთმა ქნას, რომ სულ გვემღერებოდეს" - იმედა კახიანისა და ფლორა ანთიძის მუსიკალური ოჯახი

2023-11-15 14:47:30+04:00

ეკა კახიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და მუსიკოსია, თუმცა, გარდა კარიერისა, ეკა ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას პირადი ცხოვრების გამოც. მიუხედავად არაერთი კითხვისა, ის საკუთარ ურთიერთობებზე ხმამაღლა არასდროს საუბრობს.

იმედა კახიანი ადრეული წლებიდანვე გახდა მაყურებლისთვის საყვარელი სახე. "თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი დღესაც ვარ, მგონი. დიპლომი არ ამიღია, ოთხჯერ გამრიცხეს. პირველ კურსს ვამთავრებდით, "საბუდარელ ჭაბუკს" იღებდნენ. მოვიდა თეატრალურ ინსტიტუტში კაცი. მთავარ როლში ბიჭი დამტკიცებული გვყავს, მაგრამ მისი გარემოცვა გვჭირდება და რამდენიმე პირველკურსელს გადავიღებთო. წაგვიყვანეს. მივედით მეორე დღეს ჩემი ჯგუფის ბიჭები. აგვიყვანეს რეჟისორ შოთა მანაგაძესთან. გამოგვკითხა, ვინ ვიყავით, სად ვსწავლობდით. მერე ერთ-ერთს უთხრა, მოდი, ამ ბიჭს ჩააცვით გოგიტას ტანსაცმელი, გრიმი გაუკეთეთ და გავსინჯოთო. სულ არ ვიცოდი, რა იყო სინჯი. წამიყვანეს, ბევრი გრიმი დამადეს და ეპიზოდის თამაში მთხოვეს. გადაიღეს. ერთ დღესაც ეს კაცი დამხვდა და მითხრა: შენი საქმე გადავწყვიტეთ გუშინ, შენ დაგამტკიცეთ მთავარ როლზე და აბა, შენ იციო" - ასე იხსენებდა ის პირველ ნაბიჯებს კინოში.

" 14 წლის გარდაიცვალა, მაგრამ უკვე ძალიან კაცი იყო, რომელიც ბოლომდე იბრძოდა" - რას იხსენებს ეკა კახიანი ოჯახურ ტრაგედიასა და ძმის გარდაცვალებაზე 

"დრო მკურ­ნა­ლი­აო რომ ამ­ბო­ბენ, ტყუ­ი­ლია. პი­რი­ქით არის, რაც დრო გა­დის, უფრო მძიმ­დე­ბა. ერთი დღე ვერ ვიცო­ცხლებ უი­მი­სოდ..." - იმედა კახიანი ტრაგიკულად გარდაცვლილი შვილის შესახებ 

"ჩემი თაობის ადამიანებს მძიმე ბავშვობა ჰქონდათ. 1937 წელს დავიბადე და 1941 წელს ომი და სიდუხჭირე დაიწყო. მართალია, პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს ყველაფერი.

მამაჩემი - ლადო კახიანი, 30-იან წლებში რეპრესირებული იყო. ციმბირიდან რომ დაბრუნდა, ქალაქის ტიპის დასახლებაში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა. ამიტომ ვცხოვრობდით სოფლად, კახიანების ყოფილ სახლში, იმერეთში, სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში. აზნაურიშვილები იყვნენ კახიანები, გვედგა კარგი ხის ოდა-სახლი. დედა - ეკატერინე მიქელაძე, მასწავლებელი იყო (კულაშელი დიდი თავადის, გიორგი მიქელაძის შთამომავალი). მამას, როგორც არასაიმედოს, სამსახურს არ აძლევდნენ. განათლებით ეკონომისტი ძირითადად უმუშევარი გახლდათ. იშვიათად თუ მიეცემოდა მუშაობის საშუალება. ოჯახში სამი შვილი ვიყავით. ორი ძმა მყავდა. 

მამა რომ გადასახლებიდან დაბრუნდა, პირველი ვაჟი მე გავჩნდი და თავისი იმედი დამარქვა, - დამრჩა ქართული სახელი იმედა" - ამბობდა მსახიობი. 

ამჯერად ეკა კახიანი ნინი ბადურაშვილთან ერთად ახალ ქართულ პროექტში "იმღერე" მიიღებს მონაწილეობას. გადაცემაში ეკა მშობლებთან ერთად მუსიკაზე საუბრობს: 

"სიმღერის გარეშე ქართული ოჯახი ვერ წარმომიდგენია. ღმერთმა ქნას, რომ გვემღერებოდეს. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში, რთული პერიოდის დროს, ომი ახალდამთავრებული იყო, დედაჩემი მაინც აიღებდა გიტარას და გვიმღეროდა" - ამბობს იმედა კახიანი. 

იმედა კახიანმა შვილთაშვილის, ნინი ბადურაშვილის ქალიშვილის შესახებაც ისაუბრა. ოჯახის წევრები აღნიშნავენ, რომ ელენეს მუსიკალური მონაცემები აქვს, თუმცა სიმღერას ცეკვა ურჩევნია. თავად ელენე კი ამბობს, რომ ოჯახში ისედაც ბევრნი მღერიან.