Fast 800-ის მთავარი იდეა არის ის, რომ დიეტაზე მყოფებმა უნდა მოიხმარონ დღეში 800 ხარისხიანი კალორია მინიმუმ ორი და მაქსიმუმ 12 კვირის განმავლობაში.
ერთზე მეტმა კვლევამ აჩვენა, რომ ნებისმიერი დიეტა უნდა შეიცავდეს ცილებითა და სხვა სასარგებლო ელემენტებით მდიდარ საკვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წონის დაკლების პროცესმა შეიძლება საზიანო გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობაზე, არამედ გარეგნობაზეც.
დუკანის დიეტა: სამი მნიშვნელოვანი ფაზა და რეცეპტები წონის დასაკლებად
დიეტა „მინუს 60“: შეგიძლიათ მიირთვათ ყველაფერი და დაიკლოთ წონაში!
"ეს იყო ყველაზე რთული გზა, რასაც კი ოდესმე შევჭიდებივარ და ეს ყველაფერი ამ სიხარულად და ახლად დაბადებად ღირდა" - როგორია მომღერალ ლინდა ადამიას წონის კლების გამოცდილება და რას წერს ის სოციალურ ქსელში
მაგრამ ზოგიერთი საკვების სხვებით ჩანაცვლება - ნაკლებად კალორიული და ხშირად უფრო ჯანსაღი - დაგეხმარებათ მოხმარებული კალორიების რაოდენობის შემცირებაში. სპეციალისტის თქმით, „მრავალგანზომილებიანი მიდგომა თავდაპირველად წონის სწრაფ კლებაზეა ორიენტირებული, მაგრამ ის ხმელთაშუა ზღვის დიეტაზეა დაფუძნებული. "თუმცა, დიეტა მხოლოდ კვების ჩვევებით არ შემოიფარგლება. "მრავალგანზომილებიანი მიდგომა" ასევე მოიცავს "მაღალი ინტენსივობის" ვარჯიშს და "სუნთქვის როლს შფოთვის მართვაში და ძილის დასახმარებლად". არასასურველი კილოგრამების დაკლების გარდა, ეს მეთოდი გპირდებათ სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას, სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკის შემცირებას და სიცოცხლის ხარისხისა და ხანგრძლივობის გაუმჯობესებას.
ამ დიეტაზე მყოფ ადამიანებს ურჩევენ, დღე კვერცხით დაიწყონ – ეს პროდუქტი იდეალურია წონის დასაკლებად. ასევე სასურველია "მაღალი ხარისხის ცილების" ჭამა, როგორიცაა "ცხიმიანი თევზი, კრევეტები, ქათამი, ინდაური, საქონლის ხორცი და, რა თქმა უნდა, კვერცხი". დამუშავებული ხორცი უნდა იყოს თქვენს მენიუში „ზომიერად“. ეს ნიშნავს, რომ საუზმეზე ბეკონისა და კვერცხის ნაცვლად უმჯობესია სარდინის ან ინდაურის არჩევა. თქვენ შეგიძლიათ მისცეთ თქვენს ორგანიზმს მისთვის საჭირო „ჯანსაღი ცხიმები“ ავოკადოსა და ექსტრა ზეითუნის ზეთით.
რეკომენდებულია დიეტის შევსება სხვადასხვა ბოსტნეულით. რაც შეეხება ბოჭკოს ჯანსაღ წყაროებს, უნდა გვახსოვდეს, რომ მთლიანი ხილი და ბოსტნეული უფრო ჯანსაღია, ვიდრე სმუზი.
აღსანიშნავია, რომ ვინც ამა თუ იმ ფორმით იცავს ხმელთაშუა ზღვის დიეტას, ფრთხილად უნდა იყოს მისი მცენარეული ინგრედიენტების მიმართ. უსიამოვნო შედეგების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია ზოგიერთი მათგანის შეძენა მხოლოდ სეზონზე. თუმცა, მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ რისკების გათვალისწინებითაც კი, ღირს რაც შეიძლება მეტი ბოსტნეულის, კენკრის და მწვანილის ჭამა, რადგან მათი არარსებობა ყოველდღიურ რაციონში გაცილებით დიდ ზარალს იწვევს.