შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს უკიდურესად საკამათო რეპუტაცია აქვს. წარსულში იგი არაერთ სკანდალში გახვეულა. პრეზიდენტის წარმატების ისტორია მამის სამშენებლო პროექტებში მონაწილეობით დაიწყო. მაგრამ ასეთი სიმდიდრე არასდროს ყოფილა საკმარისი დონალდ ტრამპისთვის. მას სურდა არა მხოლოდ გადაექცია საოჯახო კომპანია წარმოუდგენლად წარმატებულ ბრენდად, არამედ შესულიყო ამერიკულ ელიტაში, გამხდარიყო ნიუ-იორკში ყველაზე ცნობადი პიროვნება.
"ტრამპს ყოველთვის სჯეროდა, რომ ლამაზი ქალების გარემოცვაში ყოფნა აძლევდა აურას, რომელიც იმიჯის ზრდისთვის სჭირდებოდა", - ამბობს მწერალი ტინა ბრაუნი. დაქორწინებაზე არასდროს უფიქრია. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა 1976 წელს, როდესაც დონალდმა ივანა გაიცნო.
იმ საღამოს, 27 წლის ჩეხოსლოვაკიელი მოდელი ივანა ზელნიჩკოვა შვიდ სხვა მოდელთან ერთად სადილზე წავიდა მოდური Maxwell's Plum რესტორანში. ბევრი მნახველი იყო, ამიტომ გოგონებს თავისუფალი სუფრის მოლოდინში გრძელ რიგში დგომა მოუწიათ. ივანამ გაიხსენა, რომ უეცრად ვიღაც მხარზე შეეხო და როცა შემობრუნდა, მის წინ მაღალი, ცისფერთვალება ქერა მამაკაცი დაინახა.
ამის შემდეგ, დონალდ ტრამპმა დაიწყო ქალის საჩუქრებით განებივრება - ყვავილებით, სამკაულებით, სასიყვარულო წერილებით. ზოგჯერ ასევე უგზავნიდა გაზეთის ამონაწერებს და ჟურნალის სტატიებს, სადაც ხაზს უსვამდა მის მიღწევებს.
ივანა დაიბადა კომუნისტურ ჩეხოსლოვაკიაში, მოკრძალებულ ოჯახში, ამიტომ ყველაფერი, რაც მან შემდგომ ცხოვრებაში მიაღწია, მისი შრომის დამსახურება იყო. 14 წლის ასაკში ივანა იტალიაში სათხილამურო ბანაკში წავიდა და იქ ცხოვრებაში პირველად დაინახა დასავლური ფუფუნება - ლამაზი ტანსაცმელი და სამკაულები, სუნამოები და ძვირადღირებული მანქანები. ეს მომენტი გარდამტეხი გახდა მის ცხოვრებაში.
ივანა არა მხოლოდ ცოლი და დედა იყო, არამედ დონალდის ბიზნესპარტნიორიც. ბევრმა აღნიშნა, რომ მას ჰქონდა არაჩვეულებრივი სამეწარმეო უნარები, იცოდა ბიზნესის მართვა და სტრატეგიების შემუშავება. დონალდ ტრამპ უმცროსი დაიბადა 1977 წლის 31 დეკემბერს. წყვილს კიდევ ორი შვილი შეეძინა.
მალე ტრამპი შეხვდა 26 წლის მსახიობს და სილამაზის კონკურსის გამარჯვებულ მარლა მეიპლსს, რომელიც მისი საიდუმლო შეყვარებული გახდა.
მარლა ივანას სრულიად საპირისპირო იყო. ის ახლახან იწყებდა სამსახიობო კარიერას. ბევრ მამაკაცს მოსწონდა, რამაც მხოლოდ გააძლიერა დონალდის ინტერესი მის მიმართ. მარლას სახით საჯაროდ ღიად ვერ გამოჩნდებოდა, რადგან ჯერ კიდევ ივანზე იყო დაქორწინებული, ამიტომ იყენებდა თავის თანაშემწეებს, რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებებზე მისი საყვარლის თანმხლების როლს ასრულებდნენ.
1989 წლის დეკემბერში ტრამპი მეუღლესთან და შვილებთან ერთად, ოჯახური ტრადიციის შესაბამისად, გაემგზავრა ასპენის სათხილამურო კურორტზე. მალე მარლაც იქ ჩავიდა. როგორც თვითმხილველებმა თქვეს, ერთ დღეს ის რესტორანში მივიდა ივანასთან და უთხრა: „შენი ქმარი მინდა“. ივანა შოკირებული იყო იმ ქალის სითამამით, რომელსაც არ იცნობდა, მაგრამ მის ხასიათში არ იყო დანებება. მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება ნამდვილ ჩხუბში გადაიზარდა, რასაც დონალდ ტრამპის შვილები შეესწრნენ.
ტრამპი მარლას დავიწყებას სხვა ქალებთან შეხვედრით ცდილობდა - არგენტინელი ჩოგბურთელი გაბრიელა საბატინი, მოდელი როუან ბრუერი და თუნდაც საფრანგეთის მომავალი პირველი ლედი კარლა ბრუნი. მაგრამ ბოლოს ისევ მარლას დაუბრუნდა.
მათი ქორწილი 1993 წელს შედგა და რამდენიმე თვის შემდეგ მათი ქალიშვილი ტიფანი დაიბადა. წყვილი ქორწინებიდან ექვსი წლის შემდეგ დაშორდა.
მარლასთან ოფიციალურ განქორწინებამდე დონალდ ტრამპი შეხვდა მელანია კნაუსს. ტრამპი ძალიან ამაყობდა სლოვენიელ ლამაზმანთან ურთიერთობით. "ვფიქრობ, ის ყოველთვის ირჩევდა ქალებს ორნამენტად", - ამბობს ტელეწამყვანი დონი დეიჩი - "მას ძალიან აინტერესებდა ესთეტიკა და სილამაზე." და მელანია ამ შემთხვევაში არ იყო გამონაკლისი.
2001 წელს მოდელი საბოლოოდ გადავიდა დონალდის პენტჰაუსში Trump Tower-ში. და 2004 წლის აპრილში, ბიზნესმენმა მელანიას 1,5 მილიონი დოლარის ღირებულების ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა.
ქორწილიდან ერთი წლის შემდეგ წყვილს ვაჟი, ბარონი შეეძინა. დონალდ გაპრეზიდენტების შემდეგ ოჯახი თეთრ სახლში გადავიდა. დღეს, მიუხედავად მრავალი ჭორისა, რომ წყვილს დიდი ხანია უთანხმოება აქვს, მელანია და დონალდი კვლავ ერთად არიან.