ქართველი ქალების ხმა ევროპას - ქართველი ვარსკვლავების შესანიშნავი შესრულება ორბელიანის სასახლეში, წვეულება და ფოტოები პრეზიდენტთან - Marao

ქართველი ქალების ხმა ევროპას - ქართველი ვარსკვლავების შესანიშნავი შესრულება ორბელიანის სასახლეში, წვეულება და ფოტოები პრეზიდენტთან

2023-11-17 09:26:21+04:00

2023 წლის 8 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ერთად იზეიმა ოვროპული ოჯახისკენ გადადგმული კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი, როცა ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გადაწყვეტილება ევროკავშირის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააჟღერა, რომელიც 2023 წლის გაფართოების პოლიტიკასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ზრდის ახალ გეგმას მიეძღვნა.

“ეს პირველი სურათი გაქრისტიანებულ  მარიამთან” - სალომე ზურაბიშვილი კადრებს შვილიშვილის ნათლობიდან აქვეყნებს 

ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე 2023 წლის დეკემბერში მიიღებს.

"ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ა არის გზა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ ოჯახ­ში დაბ­რუ­ნე­ბის გზაა! შე­იძ­ლე­ბა ამან მი­ი­ღოს მრა­ვა­ლი სხვა­დას­ხვა ფორ­მა, მაგ­რამ ჩვენ ვი­ცით, რომ აქ უკან და­ხე­ვა არ არ­სე­ბობს! აქ უკან და­ხე­ვა არის სა­ქარ­თვე­ლოს დამ­თავ­რე­ბა! ასე რომ, ჩვენ წინ მივ­დი­ვართ. პირ­ველ რიგ­ში, თქვენ მი­დი­ხართ წინ და ჩვენ, ყვე­ლა­ნი თქვენ მოგ­ყვე­ბით“ - ამ სიტყვებით კი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართველ ხალხს, უფრო კონკრეტულად კი, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს მიმართა და გუშინ ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზეც უმასპინძლა. საღამოს არაერთი ცნობილი სახე, მათ შორის: ლელა წურწუმია, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, მაცაცო სებისკვერაძე და სხვ. დაესწრო. 

პრეზიდენტის ჩაცმულობა 26 მაისის ღონისძიებაზე - როგორ გამოიყურებოდა სალომე ზურაბიშვილი 

სალომე ზურაბიშვილის კამპანია სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მო­თხოვ­ნით ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რე­ბი­სად­მი მი­მარ­თვას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომლის ფარგლებშიც ხელმოწერები გროვდება. ამ საღამოზე შეკრებილმა ხელოვნების სფეროს წარმომადგენლება გაიზიარეს სალომე ზურაბიშვილის წამოწყება და ხელი მოაწერეს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ფოტოები კი სოციალურ ქსელშიც გააზიარეს. 

სალომე ზურაბიშვილი შვილისა და შვილიშვილის ფოტოებს აქვეყნებს 

საღამო სავსე იყო სასიამოვნო დეტალებით, მათ შორის, ქართული სიმღერით.