"ბევრი შვილი უნდა გააჩინო, სხვაგვარად სიყვარულის განახლება არ ხერხდება. რაც მეტი შვილი გყავთ, მით მეტია სიყვარული" - თეა დარჩია - Marao

"ბევრი შვილი უნდა გააჩინო, სხვაგვარად სიყვარულის განახლება არ ხერხდება... რაც მეტი შვილი გყავთ, მით მეტია სიყვარული" - განუმეორებელი თეა დარჩიას პირადი, ოჯახი და კარიერა

2023-11-17 13:16:34+04:00

„სუხიშვილების“ ყოფილ მოცეკვავეს, თეა დარჩიას, ოთხი შვილი ჰყავს – ყველაზე უფროსი, მარიამი, რომელიც 30 წლისაა, დედის გზას გაჰყვა და თავადაც "სუხიშვილების" მოცეკვავეა. მირიანი თეა დარჩიას მეორე შვილია, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ბავშვობის სიყვარულზე, უმშვენიერეს ელენე ბარამიძეზე იქორწინა. იონა და გაბრიელი ჯერ სკოლის მოსწავლეები არიან, თუმცა იოანამ უკვე გამოამჟღავნა სიყვარული ქართული ცეკვის მიმართ და დედის სტუდიაშიც ცეკვავს.    

მოცეკვავეს ოჯახსა და პირადზე არაერთხელ უსაუბრია. ერთ-ერთ ინტერვიუში თეა მეუღლის შესახებ საუბრობდა:

მე და გუჯა ხუთი წელი ვცეკვავდით ერთად ანსამბლში. ყველასგან ძალიან განსხვავებული ადამიანი იყო ქცევით, ხასიათითა და გარეგნობით. გულში გავიფიქრე, თუ მე ოჯახს შევქმნიდი და შვილები მეყოლებოდა, ის იქნებოდა ჩემი შვილების მამა. თამამად ვამბობ, ურთიერთობაში ინიციატორი მე ვიყავი, გრძნობებშიც მე გამოვუტყდი. ისე აღმოჩნდა ტაძარში ჩემ გვერდით, რომ ვერ მიხვდა... დღემდე ვერ ხვდება, რა შარში გაყო თავი.

"საამაყო დედა-შვილი" - თეა დარჩიას უმცროსი ქალიშვილი, მშვენიერი იოანა, რომელიც დედის ასლია და მის გზას აგრძელებს 

ვიდეო: "ქორწილი კი არა დღესასწაული იყო" - ცნობილი სტუმრები, დედა-შვილის საოცარი ცეკვა და დაუვიწყარი წვეულება: როგორ ჩაიარა თეა დარჩიას ქალიშვილის, მარიამ მათიაშვილის ქორწილმა 

ისე გავაჩინე ოთხი შვილი, სამშობიაროში წასვლამდე არ სჯეროდა, რომ ორსულად ვიყავი. ბოლოს 45 წუთში ვიმშობიარე. სამშობიაროში მიმიყვანა და მანქანის გადასაყენებლად წავიდა, უკან რომ შემობრუნდა, მიულოცეს, ბიჭი გყავთო. გადაირია! 24 წელია, შოკში მყავს...

ოჯახის შექმნა ვიჩქარეთ, იმიტომ, რომ ამერიკაში ორი თვით ერთად უნდა წავსულიყავით. ორივე ტრადიციული ოჯახიდან ვართ, ანგარიში გავუწიეთ მშობლებს, ანსამბლსა და ქალბატონ ნინო რამიშვილს, ბუმბერაზ ადამიანს, რომელსაც არ მოსწონდა დაუკანონებელი და გაუმართლებელი ურთიერთობები.

„ვპატიობ, რადგან მეც ვტკენ და მეც მინდა, რომ მაპატიონ, როცა ეს ყველაზე ძალიან მჭირდება“ - თეა დარჩია 

ავსტრალიის შემდეგ ორი კვირით კვიპროსსა და ისრაელში წავედით. სწორედ იქ დავრწმუნდით, რომ ერთმანეთი ნამდვილად გვიყვარდა. ისრაელში საქორწინო ბეჭდები ვიყიდეთ, გოლგოთიდან დაწყებული, ჯვრის მონასტრით დამთავრებული, ყველა წმინდა ადგილას დავდეთ. ჩვენი აზრით, ვაკურთხეთ და გავიკეთეთ. მამაჩემი აეროპორტში დაგვხვდა. მახსოვს, ხელები ავწიეთ და ვაჩვენეთ, რომ ბეჭდები გვეკეთა. მამა მიხვდა, რომ შეუღლება გადაწყვეტილი გვქონდა.

ჩამოსვლიდან ერთ კვირაში ამერიკაში უნდა გავფრენილიყავით. გუჯას ვუთხარი, ან ჯვარი უნდა დავიწეროთ, ან რომელიმე ჩვენგანი მოგზაურობაში ვერ წავა-მეთქი. დავიწერეთ ჯვარი. მაშინ რომ მეფიქრა, მე და გუჯა ერთი სისხლი და ხორცი ვხდებით-მეთქი, გამიჭირდებოდა ნაბიჯის გადადგმა. მეორე დღეს ნიუ-იორკში გავემგზავრეთ. ჩვენი სასტუმრო ბროდვეიზე იყო. მივედით. გამოაცხადეს, ვინ ვისთან ერთად იქნებოდა ნომერში. პირველი მოგზაურობა იყო, როცა ბიჭთან ერთად დამასახელეს. მაშინ მივხვდი, რა გავაკეთე.

ბევრი შვილი უნდა გააჩინო. სხვაგვარად სიყვარულის განახლება არ ხერხდება. რაც მეტი შვილი გყავთ, მით მეტია სიყვარული. ჩემთვის ადვილია შვილების გაზრდა, პრინციპში, ცხრა თვე მუცლით ტარება და მშობიარობა მიწევს, დანარჩენი პასუხისმგებლობა მთლიანად ჩემს მეუღლეს აქვს აღებული. არც ერთ შვილზე არ მყოლია ძიძა, ყველას შრომას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ძიძის ინსტიტუტის არ მესმის. ჩემმა შვილმა ჩემზე მეტად ძიძა რომ შეიყვაროს, იქვე გული გამისკდება. ეგ კი არა, მამა რომ უფრო მეტად უყვართ, იმაზე მეშლება ნერვები!

გუჯა ეთამაშება ხოლმე ბავშვებს, მე, სტუდიიდან გამომდინარე, უფრო მასწავლებლური მიჭირავს, თუმცა ვიცი, რომ ბავშვი დამოძღვრით კი არა, მშობლის წამხედურობით იზრდება. თუ რამე არ მოგწონს, შვილს იმწუთასვე უნდა დაუფიქსირო, მერე აზრი აღარ აქვს" - ამბობდა თეა.

თეას და გუჯას 4 შვილი ჰყავთ. პირველად დედა 19 წლის ასაკში გახდა. ხშირად აღუნიშნავს, რომ ქალმა რაც შეიძლება მეტი შვილი უნდა გააჩინოს, სხვაგვარად სიყვარული ვერ გაიზრდება. არაერთხელ უსაუბრია შვილების შესახებ და ყოველთვის ამბობს, რომ შვილებთან საკმაოდ ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს: 

"როცა პირ­ვე­ლად მო­მიყ­ვა­ნეს პირ­ვე­ლი შვი­ლი, 1990 წელი იყო. ვი­ყა­ვი შოკ­ში და მივ­ხვდი, რომ ამას ვერ ვი­ზამ­დი ღმერ­თის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე. იცით, რას მივ­ხვდი 19 წლის ასაკ­ში? ღმერ­თის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე, უბ­რა­ლოდ, გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ ამ­ხე­ლა რა­ღაც შეძ­ლო. ასე­ვე, იმ მო­მენ­ტში გა­ვი­აზ­რე, რა მაგ­რად ვყვა­რე­ბი­ვარ დე­და­ჩემს. მე­ო­რე შვი­ლი გაჩ­ნდა 10 წლის შემ­დეგ, მაგ­რამ ზუს­ტად იგი­ვე შეგ­რძნე­ბა გან­მე­ორ­და, დავ­ბრუნ­დი ათი წლით უკან და ზუს­ტად იგი­ვე გან­ცდა გან­მე­ორ­და. მე­სა­მე­ზეც - იგი­ვე და მე­ო­თხე­ზეც - იგი­ვე, მაგრმ უფრო და უფრო ძლი­ე­რი, იმი­ტომ, რომ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად უკეთ იაზ­რებ, რამ­ხე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბაა დე­დო­ბა.

შვილებთან მე­გობ­რუ­ლი, უშუ­ა­ლო, თბი­ლი და ძა­ლი­ან ახლო ურთიერთობა მაქვს. არა­ვინ არ თქვას, რომ დედა შვი­ლის მე­გო­ბა­რი არ უნდა იყოს! თუ მე­გო­ბა­რი არ იქ­ნე­ბი, მო­გა­ტყუ­ებს, აუ­ცი­ლებ­ლად მო­გა­ტყუ­ებს ადრე თუ გვი­ან... თუ დე­და­სა და შვილს შო­რის არის უფსკრუ­ლი, თუნ­დაც მი­ნი­მა­ლუ­რი, იო­ტი­სო­დე­ნა, ოდეს­ღაც აუ­ცი­ლებ­ლად იტყვის შვი­ლი ტყუ­ილს. ჩემს შვი­ლებ­თან ვარ აბ­სო­ლუ­ტუ­რად მათი ტოლი და სწო­რი - 4 წლის ბავ­შვთან 4 წლის ვარ, 27 წლის მა­რი­ამ­თან - ოც­დაშ­ვი­დის და 15 წლის მი­რი­ან­თან 15 წლის ვარ!" - ამბობს თეა დარჩია.

ცოტა ხნის წინ მან ცეკვის სახელოსნო "Tedasi" დააფუძნა. მსოფლიოში აღიარებული ქართული ნაციონალური ბალეტის, "სუხიშვილების" ყოფილი წამყვანი მოცეკვავე და ქორეოგრაფი 30-წლიან გამოცდილებას ახალ თაობას უზიარებს.