ნინა წკრიალაშვილი ქართველმა საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა ის ტელეეკრანებზე პირველად გამოჩნდა. ნინა, მუსიკალურ კარიერასთან ერთად, ტელეწამყვანობასაც ითავსებდა და არაერთი გადაცემის წამყვანადაც ვიხილეთ. ნინა ქართული შოუების საყვარელი და სასურველი სტუმარიც იყო, თუმცა, მიუხედავად პოპულარობისა, მან რამდენიმე წლის წინ ქვეყნიდან წასვლა გადაწყვიტა.
ახლა 44 წლის მომღერალი და ტელეწამყვანი საბერძნეთში ცხოვრობს და იქ საქმიანობს. ქართულ მედიას საკუთარ ამბებს თითქმის არასდროს უზიარებს და სოციალურ ქსელშიც იშვიათად ჩნდება.

" დაცემის მერე წამოდგომაზე ვგიჟდები და მგონი მალე ავდგები, კიდევ ერთხელ" - ნინა წკრიალაშვილი სოციალურ ქსელში გამოჩნდა
2020 წელს ნინამ ფოტოები რჩეულთან, წარმოშობით ალბანელ ილიას აზარისთან ერთად გამოაქვეყნა. ილიას აზარი სატელევიზიო სფეროში მუშაობს, თუმცა აქვს თუ არა წყვილს კვლავ ურთიერთობა, ამაზე კომენტარი ნინას არ გაუკეთებია.

„როცა 43 წლის ხარ და ვერ გადაწყვიტე, დაბერდე თუ გადადო დაბერება“ - ნინა წკრიალაშვილი დიდი ხნის პაუზის შემდეგ ახალ ფოტოს აქვეყნებს
ამჯერად ნინამ ახალი ფოტოები გამოაქვეყნა და გამომწერებისგან არაერთი კომპლიმენტიც დაიმსახურა: "ნინა, გვიხარია შენი დაბრუნება", "ულამაზესი ქალი", "წლები ვერაფერს გაკლებს" - წერენ კომენტარებში.
„არ ბერდება და წლები არ ემატება“- რაზე დავობენ ნინა წკრიალაშვილის ფანები (+ფოტო/ვიდეო)
