DAPHNA CONCEPT SHOP-მა ცოტა ხნის წინ საკუთარ გამომწერებს ჰკითხა, თუ ვის თვლიდნენ საქართველოში სტილის ხატებად, ანუ ვისი გემოვნება იყო გამორჩეული. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ქალები სტილის განსაკუთრებული შეგრძნებით, ყველასგან განსხვავებული სილამაზითა და ელეგანტურობით გამოირჩევიან, პასუხები, ალბათ, მაინც არ იქნება გასაკვირი.
ჟურნალისტი და მოდელი ნინუცა ორჯონიკიძე წლების მანძილზე ცხოვრობდა რუსეთში და იქ მოდის ბლოგერი იყო. იქვე დაქორწინდა რუსეთში ცნობილი მილიარდერის, სოსო ორჯონიკიძის ვაჟზე, ნიკა ორჯონიკიძეზე. ის ცნობილი ქართველი ოჯახის რძალია. დედამთილი, ქეთევან ორჯონიკიძე, ჯერ კიდევ წლების წინ მუშაობდა „პირველ არხზე“; მამამთილი, სოსო ორჯონიკიძე კი წლების განმავლობაში რუსეთის დედაქალაქის ვიცე-მერი იყო.ის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანია.
ნინუცა ორჯონიკიძე ტელევიზიაში მოხვედრაზე ბავშვობიდანვე ოცნებობდა, თუმცა ამ ოცნებისთვის ფრთების შესხმა მხოლოდ ზრდასრულ ასაკში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოახერხა. ნინუცა არაერთი პოპულარული გადაცემისა და შოუს წამყვანის ამპლუაში ვიხილეთ.
„მას შემდეგ, რაც ტელევიზიის არსებობის შესახებ გავიგე, მინდოდა იქ მემუშავა, მაგრამ ოჯახი წინააღმდეგი იყო. რადგან ტექნიკური საგნები მეხერხებოდა, გადავწყვიტე, ფინანსები მესწავლა და ერთ-ერთ მსხვილ ბანკში ვმუშაობდი. მაგრამ წლები რომ გავიდა და ჟურნალისტობის სურვილმა არ დამტოვა, ერთ-ერთი ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურში რიგით ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა.“ - იხსენებს ნინუცა.
მილიარდერი მეუღლე, ცნობილი ოჯახი და გამორჩეული სტილი: როგორია ნინუცა ორჯონიკიძის ცხოვრება
ამ ეტაპზე კი ეკრანებზე აღარ ჩანს, თუმცა აქტიური ინფლუენსერია და სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ფოტოებს, რჩევებსა თუ სიახლეებს.
მიუხედავდ იმისა, რომ ნინუცა ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იღებს, როგორც ჩანს, კრიტიკის ობიექტიც არაერთხელ გამხდარა:
ვცდილობ, არ ვიარო კოსმეტოლოგთან. ვცადე ფილერის გაკეთება, მაგრამ ძალიან არ მომიხდა და მომიწია დაშლა. მაშინ მივხვდი, რა ბედნიერებაა, როდესაც ბუნებრივად კარგად გამოიყურები. ცხვირთან დაკავშირებით დღემდე მომდის „ინსტაგრამზე“ კითხვები, რატომ არ ვიკეთებ ცხვირს, თუ გავიკეთებ, ლამაზი ვიქნები… გულახდილად მინდა ვთქვა, რომ დიდად არ მაწუხებს, რასაც სარკეში ვუყურებ, მაკმაყოფილებს. შეიძლება ყველაზე ლამაზი სახე არ მაქვს, მაგრამ ერთად გემრიელად ვართ. მხოლოდ კბილები მაქვს გაკეთებული, საშინელი კომპლექსი მქონდა, ამიტომ როგორც კი საშუალება მომეცა, პირველი კბილები გავიკეთე. მოვიხსენი ერთადერთი კომპლექსი, მოგვიანებით კი აღარ შევყევი. პლასტიკურ ოპერაციებში სადღაც დავიკარგები. მგონი, გარეგნობა არც ისეთი მნიშვნელოვანი არ არის…“
მაკა კვიციანს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის ცნობილი ქართული ბრენდის, Dalood-ის კრეატიული დირექტორია. მაკა რამდენიმე წლის წინ პოპულარულ კულინარიულ შოუში იღებდა მონაწილეობას, მოგვიანებით კი ერთ-ერთი პროექტის ჟიურის წევრიც იყო. მას შემდეგ მის მიმართ ინტერესი და ყურადღება უფრო მეტად გაიზარდა. მაკა პირად თუ ოჯახურ ფოტოებს „ინსტაგრამზე“ ხშირად აზიარებს და გამომწერებისგან ყოველთვის დადებით შეფასებას იღებს.
განსაკუთრებულ მოწონებას კი მაკა კვიციანის სტილი და გემოვნება იმსახურებს. ის თითქმის არასდროს ჩნდება სპორტული სამოსით, შესანიშნავად ირგებს კლასიკურ სტილს და ხშირად ხდება სხვა ქალებისთვის შთაგონების წყაროც.
ქართველი მოდელი რუსა ჩაჩუა დღეს საქართველოში ერთ-ერთ ლამაზ ქალად ითვლება. ახალგაზრდა მოდელი მრავალშვილიანი დედა, დიასახლისი და პარალელურად, აქტიური ფოტომოდელია. რუსას ცხოვრების გზა საინტერესო დეტალებით არის სავსე, რომელიც "მარაოს" მკითხველისთვის ჯერ კიდევ უცნობია.
37 წლის მოდელი და ტელეწამყვანი დღემდე იდეალურ ფორმაშია. რუსა მუდამ თავს უვლის და ფორმაში ყოფნასთან ერთად, სხვა უამრავ საქმეს ასწრებს. რუსა ტელეეკრანებზე უკვე იშვიათად ჩნდება, თუმცა სოციალური ქსელიდან ჩანს, რომ ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობას არ წყვეტს და დღემდე რამდენიმე ქართული ბრენდის სახეა.
36 წლის ქართველი მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანი ვიკა კალანდია ბევრისთვის საყვარელი პერსონაა. მან 2010 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი და ამის შემდეგ აქტიურადაა დაკავებული სპექტაკლებში, ფილმებსა თუ სარეკლამო გადაღებებში. ვიკა არაერთი გადაცემის წამყვანის ამპლუაშიც ვიხილეთ, მისი დადებითი ენერგია და პოზიტივი კი ყოველთვის გადამდებია.
ვიკა ყოველთვის გამორჩეულად გამოიყურება. მისი სტილი არაორდინარულია, უყვარს ისეთი კომბინაციები, რომლებიც მის ხასიათს უსვამს ხაზს. სწორედ ამიტომ იმსახურებს განსაკუთრებულ მოწონებას და უამრავ კომპლიმენტს.
ვიკა კალანდია “Netflix”-ის ახალ, ფანტასტიკური ჟანრის სერიალში ითამაშებს