"39 წლის ვარ და მხოლოდ საბავშვო კრემს ვიყენებ... არც ბოტოქსი და არც სხვა რამე ინექცია არ გამიკეთებია, გენეტიკას ვუმადლოდე?" - ნინო მუმლაძე პირადი ცხოვრებისა და ცხოვრების წესის შესახებ - Marao

"39 წლის ვარ და მხოლოდ საბავშვო კრემს ვიყენებ... არც ბოტოქსი და არც სხვა რამე ინექცია არ გამიკეთებია, გენეტიკას ვუმადლოდე?" - ნინო მუმლაძე პირადი ცხოვრებისა და ცხოვრების წესის შესახებ

2023-11-18 17:29:43+04:00

"შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ დღეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ჩემს გვერ­დით არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მა­საც ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ. და­ნარ­ჩენს ყვე­ლა­ფერს დრო გვიჩ­ვე­ნებს" - ამ­ბობს ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი, მშვე­ნი­ე­რი ნინო მუმ­ლა­ძე.. იგი თა­ვის დღე­ვან­დე­ლო­ბა­ზე ვრცლად და გულ­წრფე­ლად გვე­სა­უბ­რა...

- დღე­დღე­ო­ბით ორ თე­ატ­რში ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი... ნო­დარ დუმ­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რი და სო­ხუ­მის, გი­ორ­გი რა­ტი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რი...

- რთუ­ლია, დიდ ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს სა­ბავ­შვო სპექ­ტაკ­ლებ­ში თა­მა­ში?

- უფ­რო­სი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც გვაქვს სპექ­ტაკ­ლე­ბი, თუმ­ცა ძი­რი­თა­დად ბავ­შვებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი... სირ­თუ­ლის რა გი­თხრათ, უფრო რთუ­ლი ის რე­ჟი­მია, რო­მელ­შიც მუ­შა­ო­ბა გვი­წევს. ბავ­შვე­ბი კი უმე­ტეს­წი­ლად გა­და­სა­რე­ვი მა­ყუ­რებ­ლე­ბი არი­ან... მსა­ხი­ო­ბი ბო­ლომ­დე ნე­ბის­მი­ერ სპექ­ტაკლში უნდა და­ი­ხარ­ჯო! მა­ყუ­რე­ბე­ლი ამას არ გან­სა­ზღვრავს, შენი პა­ტი­ო­სა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა შენი პრო­ფე­სი­ის მი­მართ.

იმე­დია, ბავ­შვე­ბის მო­ლო­დინს ვა­მარ­თლებთ... სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­სათ­ვლე­ლია. ზოგ­ჯერ არის სპექ­ტაკ­ლი, რო­მე­ლიც ჩვენ ძა­ლი­ან მოგ­ვწონს და მიგ­ვაჩ­ნია, რომ ბავ­შვის­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდეს, რომ ბავ­შვმა ამ სპექ­ტაკლზე მო­ი­წყი­ნა... ზოგ­ჯერ არის სპექ­ტაკ­ლი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ჩვენ­თვის ნაკ­ლე­ბად ფა­სე­უ­ლი იყოს, მაგ­რამ ბავ­შვე­ბის­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდეს... ეს უფრო რე­ჟი­სო­რის პრე­რო­გა­ტი­ვაა. ჩვენ, მსა­ხი­ო­ბე­ბი ჩვენს მონ­დო­მე­ბას მაქ­სი­მა­ლუ­რად ვდებთ პერ­სო­ნა­ჟე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა­ში. იგი­ვე მონ­დო­მე­ბით ვი­ხარ­ჯე­ბით, რო­გორც ზრდას­რუ­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის.

 

„ვიყავი 94 კილოგრამი, კოსტიუმებში ვეღარ ვეტეოდი, სარკეში ვეღარ ვიხედებოდი…“ - როგორ დაიკლო ნინო მუმლაძემ 12 კილოგრამი 

- სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­რი­ა­ლებ­ში არ ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- რა­ტომ­ღაც, ამ ეტაპ­ზე არ ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი... ძა­ლი­ან გული მწყდე­ბა, ტე­ლე­ვი­ზი­ას რომ ჩა­მოვ­შორ­დი, მარ­თლაც ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რი, ნე­ბის­მი­ე­რი არხი. ტე­ლე­ვი­ზია და ზო­გა­დად, კა­მე­რა სხვა კომ­ფორ­ტია, სხვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა მსა­ხი­ო­ბის მი­მართ, სხვა სიყ­ვა­რუ­ლია. ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა და დიდი იმე­დი მაქვს, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცე­მა, ეკ­რანს და­ვუბ­რუნ­დე.

- თქვე­ნი გმი­რი მა­ყუ­რე­ბელ­მა შე­იყ­ვა­რა პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი“, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­სა­ბა­ძი ქა­ლის რო­ლის თა­მა­ში არ მო­გიხ­დათ...

- ჩემი გმი­რი მა­ყუ­რე­ბელ­მა რამ­დე­ნად შე­იყ­ვა­რა, ეს არ ვიცი, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბა და მად­ლი­ე­რი ვარ მა­ყუ­რებ­ლის იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, ყო­ველ­თვის დიდ კომ­პლი­მენ­ტებს ვი­ღებ­დი ამ რო­ლის შეს­რუ­ლე­ბი­სას... მო­მის­მე­ნია და კო­მენ­ტა­რებ­შიც არა­ერ­თი სა­ქე­ბა­რი სი­ტყვა წა­მი­კი­თხავს, რომ კარ­გად ვას­რუ­ლებ­დი, და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ვი­ყა­ვი და ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი შე­ფა­სე­ბაა... რაც შე­ე­ხე­ბა პერ­სო­ნაჟს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბით გა­ნი­ხი­ლავ­დნენ და რად­გან მა­ყუ­რე­ბელს გულ­თან ახ­ლოს მიჰ­ქონ­და, ყვე­ლაფ­რის მი­მართ ასე­თი მძაფ­რი რე­აქ­ცია იყო, ჩემ­თვის ესეც ერ­თგვა­რი კომ­პლი­მენ­ტია... თუ ახერ­ხებ მა­ყუ­რე­ბელ­ში გარ­კვე­უ­ლი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვიო, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ შენს ნა­მუ­შე­ვარს ფუ­ჭად არ ჩა­უვ­ლია. მო­ა­ხერ­ხე მა­ყუ­რე­ბელ­ში ემო­ცი­ე­ბი გა­გეღ­ვი­ძე­ბი­ნა და ზუს­ტად ეს არის, რა­საც გან­სა­კუთ­რე­ბით ვცდი­ლობთ, რო­დე­საც კა­მე­რის წინ ვდგე­ბით.

- ახ­სე­ნეთ, რომ ტე­ლე­ვი­ზია გე­ნატ­რე­ბათ... ხომ არ არის პერ­პექ­ტი­ვა, მალე რო­მე­ლი­მე არხზე გა­მოჩ­ნდეთ?

- სამ­წუ­ხა­როდ, ამ ეტაპ­ზე არა­ნა­ი­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა არ მაქვს... არ ვიცი ასე რა­ტომ მოხ­და, ახალ სა­ხე­ებს ეძე­ბენ, თუ სხვა რამ არის მი­ზე­ზი, პა­სუ­ხი არ მაქვს, სი­მარ­თლე გი­თხრათ. არც რა­დი­ო­ში და არც ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში დიდი ხა­ნია არა­ნა­ი­რი შე­თა­ვა­ზე­ბა არ მქო­ნია. ძა­ლი­ან გული მწყდე­ბა, რად­გან რა­დი­ოც და ტე­ლე­ვი­ზი­აც ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რა.

 "ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში კრი­ტი­კულ წო­ნას მი­ვაღ­წიე. მივ­ხვდი, ამ ამ­ბავს ჩე­მით ვე­ღარ მო­ვე­რე­ო­დი" - როგორ დაიკლო ზედმეტი წონა მსახიობმა ნინო მუმლაძემ 

- თქვენც არ გქო­ნი­ათ მცდე­ლო­ბა, იდეა შე­გე­თა­ვა­ზე­ბი­ნათ?

- რა თქმა უნდა, მცდე­ლო­ბა მქონ­და... სა­დაც ხელი მი­მიწ­ვდე­ბო­და, რა­ღაც ვერ­სი­ებს კო­ლე­გებ­თან ერ­თად ვთა­ვა­ზობ­დი. სამ­წუ­ხა­როდ, რა­ტომ­ღაც ვერ­ცერ­თი პრო­ექ­ტი ვერ შედ­გა.

- რა სი­ახ­ლეა თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში?

- ზო­გა­დად, თავს ვა­რი­დებ ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ასე ღიად სა­უ­ბარს, რად­გან ჩემი პი­რა­დი იმი­ტო­მაც არის, რომ ჩემ­თვის და­ვი­ტო­ვო... ისე კი შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ დღეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ჩემს გვერ­დით არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მა­საც ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ. და­ნარ­ჩენს ყვე­ლა­ფერს დრო გვიჩ­ვე­ნებს...

 „რადიკალურ დიეტებს ვიცავდი და ამით გავინადგურე ორგანიზმი… მოგვიანებით, სწორი მეთოდებით 20 კილოგრამი დავიკელი“ - როგორ მოახერხა ნინო მუმლაძემ ზედმეტი კილოგრამების დაკლება 

- გა­რეგ­ნულ ცვლი­ლე­ბებ­ზე, თა­ვის მოვ­ლა­ზე რას იტყო­დით?

- გა­სულ დღე­ებ­ში პოს­ტიც კი დავ­დე, მხო­ლოდ „დეტსკი“ კრემს ვხმა­რობ-მეთ­ქი... არ ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ზედ­მეტ რუ­ტი­ნას, ზედ­მე­ტად ჩა­რე­ვას სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ში ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს. არ ვიცი, ალ­ბათ გე­ნე­ტი­კას უნდა ვუ­მად­ლო­დეთ, ჯერ­ჯე­რო­ბით რომ სა­ხე­ზე ისე­თი არა­ფე­რი მჭირს, სე­რი­ო­ზულ ჩა­რე­ვას სა­ჭი­რო­ებ­დეს... უკვე 39 წლის ვარ და არა­ნა­ი­რი ინექ­ცი­უ­რი პრო­ცე­დუ­რა არ ჩა­მი­ტა­რე­ბია.

წაიკითხეთ სრულად