ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ დერმატოლოგ-კოსმეტოლოგი ალბინა ქაჯაია იაპონიაში, კიოტოს საერთაშორისო კონფერენციაზე, 21-ე საუკუნის ქართული სილამაზის სტანდარტების შესახებ სამი უმშვენიერესი ქართველი ქალის, მატილდა გვარლიანის, თაკო ნაცვლიშვილისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის მაგალითზე მსჯელობს.
20 წლის ქართველმა მოდელმა მატილდა გვარლიანმა მოდის ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება უკვე შეძლო. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალგაზრდა მოდელმა საერთაშორისო წარმატებას უკვე მიაღწია. 14 წლის იყო, როდესაც „თბილისის მოდის კვირეულის“ ჩვენებაზე პირველად გაიარა და მაშინვე ყურადღების ცენტრში მოექცა.16 წლის ასაკში ამ საქმეს სერიოზულად მოჰკიდა ხელი და მალევე დაიმსახურა საზოგადოების ყურადღება. მატილდას განსხვავებულ და განსაკუთრებულ გარეგნობას ბევრი უსვამს ხაზს, მისი არაორდინარული სილამაზე კი ყოველთვის იქცევს გარშემომყოფთა ყურადღებას. როგორც თავად ამბობს, გაყოფილი კბილები ერთ დროს მას აკომპლექსებდა, მაგრამ ახლა თვლის, რომ სწორედ არასტანდარტული სახე გახდა მისი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი და ის სხვადასხვა დროს დიდ ბრენდებთან თანამშრომლობდა.
მატილდა გვარლიანი მშობლებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს
გოგონა, რომელიც საოცრად გულწრფელი ღიმილით გამოირჩევა და რომელშიც ბავშვურობა და ქალური დახვეწილობა და ელეგანტურობა ერთნაირი დოზითაა თავმოყრილი REDValentino-ს ინსპირაციად იქცა. 2020 წელს მატილდა Rorberto Cavalli-ს შემოდგომა-ზამთრის კამპანიის სახე გახდა. მისი კარიერა Valentino, Fendi, Nafnaf, Dolce & Gabbana და სხვ. ბრენდებსაც აერთიანებს, გასულ წელს კი ნიდერლანდური Vogue-ს გარეკანზეც მოხვდა.
ჯანეტ ქერდიყოშვილი „მის საქართველო“ 2011 წელს გახდა. მან ამავე წელს ჩვენი ქვეყანა „მის მსოფლიოზეც“ წარადგინა, ხოლო 2015 წელს მონაწილეობა მიიღო „მის სამყაროს“ კონკურსში. ჯანეტს ჰყავს მშობლები და ერთი ძმა, რომლებთან ერთადაც ხშირად მოგზაურობს და ოჯახურ კადრებს მეგობრებსაც უზიარებს.
ჯანეტ ქერდიყოშვილი დაქორწინებულია პროდიუსერ ნოე სულაბერიძეზე. ნოეს წინა ქორწინებებიდან ორი შვილი ჰყავს, მას და ჯანეტს კი ერთი გოგონა, ანნა შეეძინათ. ჯანეტი ატიურადაა ჩართული შვილის აღზრდაში და, ამასთან ერთად, ცდილობს, საკუთარი საქმიანობა, როგორც ინფლუენსერმა, სოციალურ ქსელშიც განავითაროს. მის გვერდებზე ხშირად წააწყდებით სასარგებლო რჩევებს თავის მოვლის, მოდისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ.
თაკო ერთ-ერთი პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან ითანამშრომლა. მოდელობა 14 წლის ასაკში დაიწყო ქართულ სამოდელო სააგენტო „ლუქმოდელს მენეჯმენტში“. მისი ბრწყინვალე სამოდელო კარიერა ბევრი გოგონასთვის საოცნებო და იმედისმომცემია. როგორც თავად ამბობს, არასდროს არავის აზრს ყურადღება არ უნდა მიაქციო, რადგან თუ რამე გულით გინდა, აუცილებლად გამოგივა. თაკო პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მაღალი მოდის პოდიუმზე გზა გაიკვალა და ითანამშრომლა ყველა იმ პრემიუმმარკის ბრენდთან, რომლებიც მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ერთგვარ „ამინდს ქმნიან“.
კარიერის დასაწყისში მისით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სამოდელო სააგენტო Next Models-ი დაინტერესდა, რომელთანაც მალევე გააფორმა კონტრაქტი. სწორედ ამ კონტრაქტის გაფორმებას მოჰყვა მისი თანამშრომლობა ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორებიცაა: "ვერსაჩე", "არმანი", "ელი სააბი", "რალფ & რუსო", "ზუჰაირ მურადი", "დიორი", "ჩალაიანი", "იამამოტო" და სხვ.
მიუხედავად მსოფლიო ბრენდებთან თანამშრომლობისა და არაერთი წამატებისა, სირთულეებიც მისი პროფესიის ნაწილია. „მოდა რთული სფეროა, წინააღმდეგობებით სავსე. თუ ყველგან ჩანხარ, აქტუალურობას არ კარგავ, ყველას ახსოვხარ. საკმარისია, წარმატებამ მოგადუნოს, რომ მეორე დღეს აღარავის ემახსოვრები. პოდიუმზე ტრიუმფი და ფიასკო ერთნაირი დოზითაა მოსალოდნელი. ამიტომ მოდა დაუნდობელი ინდუსტრიაა. ბევრი მოდელი ვიცი, ვინც "ჩაქრა". საკმაოდ დიდი სტრესია მოდელისთვის, რომელიც მაღალი მოდის კვირეულებზე გამოდიოდა, მასზე მოთხოვნა იყო და უცებ მისით არავინ ინტერესდება. ამ ფაქტორს ყოველთვის ვითვალისწინებ“ - ამბობს მოდელი ერთ-ერთ ინტერვიუში.
არაერთი წარმატებული ჩვენებიდან თუ კამპანიიდან განსაკუთრებით "არმანის" 40 წლისადმი მიძღვნის ჩვენებას გამოარჩევს. "არმანთან" პირველად 2015 წლის ოტ კუტიურზე ითანამშრომლა. იტალიური მოდის ლეგენდამ თავისი ბრენდის 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად შოუ გამართა, სადაც წლების განმავლობაში შექმნილი საუკეთესო ლუქები გააერთიანა. ერთ-ერთი ლუქი კი სწორედ თაკომ მოირგო.
"ძალიან მინდოდა, ეს თქვენთვისაც გამეზიარებინა" - თაკო ნაცვლიშვილი
"არმანის" პოდიუმიდან თაკომ ბრენდის კამპანიაშიც გადაინაცვლა. მან "არმანის" ერთ-ერთი ხაზს გაუწია რეკლამა.
თაკო წარმატებული, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ოჯახის შვილია. ყოფილი მოდელის, ნინო ცქიტიშვილისა და კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილის წყვილი წლებია, რაც პოპულარობას ინარჩუნებს. მათ თაკოს გარდა კიდევ სამი შვილი ჰყავთ - ანა ნაცვლიშვილი, დედის და დის მსგავსად, სამოდელო კარიერას მიჰყვება და არაერთი წარმატებაც აქვს, გუგა კი, მამის მსგავსად, კალათბურთითაა დაკავებული და ამჟამად ლატვიის გაერთიანებულ ლიგაში თამაშობს. თაკოს, ანას და გუგას ასვე ჰყავთ პატარა ძმა, ანდრია, რომელიც სულ რაღაც 5 წლისაა.
თაკომ სულ ცოტა ხნის წინ იქროწინა. მისი რჩეული ოთო ხუროძეა. უმშვენიერესი წყვილის ბედნიერება უამრავმა ადამიანმა გაიზიარა და მათთვის კეთილი სურვილებიც არ დაიშურეს.
თაკომ და ოთომ ქორწილი იტალიაში, ქალაქ რომში გადაიხადეს. ჯვრისწერა San Salvatore ai Monti-ში, ქართულ ეკლესიაში შედგა. წვეულება და ხელის მოწერა კი ლაციოში, Castello Orsini-Odescalchi-ში გაიმართა. ცერემონიას ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. თაკოს ამერიკელი დიზაინერის, Vera Wang-ის უმშვენიერესი კაბა ეცვა.