"ჩემი დაიკოს დაბადების დღეა" - ჯანეტ ქერდიყოშვილის ემოციური ვიდეო გარდაცვლილი დის შესახებ და პატარა ანნა, რომელსაც დეიდის სახელი ჰქვია - Marao

"ჩემი დაიკოს დაბადების დღეა" - ჯანეტ ქერდიყოშვილის ემოციური ვიდეო გარდაცვლილი დის შესახებ და პატარა ანნა, რომელსაც დეიდის სახელი ჰქვია

2023-11-18 19:12:44+04:00

ბავშვები  "პატარა ანნა ეკლესიაში" - ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი უსაყვარლესი ქალიშვილის ვიდეოს აქვეყნებენავტორი: marao.ge | 11:40 / 15-11-2023გააზიარე:   ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი საკუთარ ყოველდღიურობასა და ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებენ. ნოეს და ჯანეტს ერთი შვილი, ანნა ჰყავთ. ანნა, პოპულარული მშობლების მსგავსად, სოციალურ ქსელში დიდ სიყვარულს იმსახურებს. 

"პატარა ანნა ეკლესიაში" - ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი უსაყვარლესი ქალიშვილის ვიდეოს აქვეყნებენ 

ნოე სულაბერიძე უკვე არაერთი წელია, ტელევიზიაში მუშაობს. მისი კარიერა 2005 წელს იწყება მარკეტინგულ–სარეკლამო სააგენტო „სარკეში“, სადაც სარეკლამო ვიდეორგოლების წარმოების დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. მისი პროდუსირებით, ტელეკომპანია იმედის ეთერში არაერთი საერთაშორისო და საავტორო პროექტი შექიმნა, მათ შორის, ყველაზე პოპულარულია "ცეკვავენ ვარსკვლავები" და "ნოესთან". ის სხვა ცნობილ სახეებთან ერთად გადაცემას  PrimeShow უძღვება. 

ჯანეტ ქერდიყოშვილი „მის საქართველო“ 2011 წელს გახდა. მან ამავე წელს ჩვენი ქვეყანა „მის მსოფლიოზეც“ წარადგინა, ხოლო 2015 წელს მონაწილეობა მიიღო „მის სამყაროს“ კონკურსში. ჯანეტს ჰყავს მშობლები და ერთი ძმა, რომლებთან ერთადაც ხშირად მოგზაურობს და ოჯახურ კადრებს მეგობრებსაც უზიარებს. როგორც ცნობილია, მაშინ, როცა ჯანეტი კარიერის პიკში იყო, მის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა - მას უმცროსი და გარდაეცვალა:

"მე და დედა ქა­ლაქ­ში გა­ვე­დით, ანე­ტას­თან კი ჩემი ძმა დარ­ჩა. თურ­მე ის მა­ღა­ზი­ა­ში, ტკბი­ლე­უ­ლის სა­ყიდ­ლად ჩა­სუ­ლა, ამ დროს კარ­ზე ვი­ღა­ცას ზარი და­უ­რე­კავს და ანე­ტას ფან­ჯა­რა­ში გა­და­უ­ხე­დავს, რომ ძმის­თვის და­ე­ძა­ხა, მაგ­რამ რო­გორ ჩანს, წო­ნას­წო­რო­ბა და­კარ­გა და გად­მო­ვარ­და.

"ბოლო 1 თვეში 6 კგ დავიკელი… გიზიარებთ 5 მთავარ წესს" - როგორ დაიკლო ჯანეტ ქერდიყოშვილმა ჯანსაღად და მარტივად ზედმეტი წონა 

დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის შემ­დეგ თავს მარ­თლაც, ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა. ანე­ტა დედ­მა­მიშ­ვი­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა იყო და ძა­ლი­ან ვა­ნე­ბივ­რებ­დით. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ "მის მსოფ­ლი­ოს" კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი ვთქვი, მაგ­რამ ბო­ლოს, ისევ მის გამო გა­ვემ­გზავ­რე: გა­ვიხ­სე­ნე, თუ რო­გორ იკე­თებ­და ჩემს ლენტს, რო­მელ­ზეც "მის სა­ქარ­თვე­ლო" ეწე­რა; ამ­ბობ­და, - მე ვარ ანე­ტა ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი, "მის სა­ქარ­თვე­ლოო". მე­კი­თხე­ბო­და, - ინ­გლის­ში რომ წახ­ვალ, ტე­ლე­ვი­ზორ­ში ხომ გნა­ხა­ვო? მთხოვ­და, კონ­კურ­სზე წა­სულს ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან მის­თვის ხელი და­მექ­ნია...

"ნამდვილი ქართული ოჯახი - ჯანეტ ქერდიყოშვილი ოჯახურ ფოტოებს გვიზიარებს 

დღემ­დე არ მჯე­რა, რომ ჩემი და­ი­კო ჩემ გვერ­დით აღა­რაა" - იხსენებდა ჯანეტ ქერდიყოშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში. 

როგორც ცნობილია, ჯანეტმა ქალიშვილს, ანნას, სწორედ გარდაცვლილი დის სახელი დაარქვა. ამჯერად კი ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ დღეს მისი უმცროსი დის, ანეტის დაბადების დღეა.