მსახიობი ნატა ბერეჟიანი ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ერთ-ერთ სახასიათო და დასამახსოვრებელ როლს ასრულებდა. მას შემდეგ ის არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებული ინტერესის საგანი კი მისი ოჯახი და პირადი ცხოვრებაა.
ვარსკვლავების "ბეიბი ბუმი" - ოთხი უმშვენიერესი ქართველი ქალი, რომლებიც ბავშვს ერთდროულად ელოდებიან
ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მსახიობი მეორე შვილს ელოდება. მან ფოტოები საკუტარ გვერდზე გამოაქვეყნა და მეგობრებისგან გულთბილი მილოცვებიც მიიღო.
ნატა ბერეჟიანი მეორე შვილს ელოდება - მსახიობი ახალ ფოტოებს აქვეყნებს
ნატა ბერეჟიანს ერთი ვაჟი, დათუნა ჰყავს: „დათუნა 22 წლის ასაკში გამიჩნდა. დედობა ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი მოვლენაა, რომელსაც არ ვნანობ და დარწმუნებული ვარ, რომ არ შევცდი. ადამიანს ყველაფერში შეიძლება ეჭვი შეგეპაროს - პროფესიის არჩევაში, სახლის შეძენაში, თუნდაც შენი მეორე ნახევრის არჩევაში... დედობა ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, ჩემთვის დანარჩენი უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია“ - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.
„რა ბიჭია დათუნა! ბედნიერი იყავი სულ, ბოლომდე“ - ნატა ბერეჟიანის ვაჟის განსაკუთრებული სტილი და ახალი ფოტოები
ამჯერად ნატა ბერეჟიანი შვილს, დათუნას დაბადების დღეს ულოცავს. დათუნა 18 წლის გახდა: "მადლობა ყველაფრისთვის, რასაც გაჩენის პირველივე წამიდან მიზიარებ. ბედნიერი იყავი სუუუუულ! სუუუუუუულ!სუუუუუუულ! 18" - წერს ნატა ნერეჟიანი.