ნინო გაჩეჩილაძე ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო და უკვე წლებია, რაც მის პერსონაჟს, კატოს, არაერთი გულშემატკივარი ჰყავს. მსახიობს ბევრი ოდრი ჰეპბერნს ამსგავსებს და, გარდა სამსახიობო ნიჭისა, მის გარეგნობასაც უსვამს ხაზს. ნინოს გულშემატკივრები განსაკუთრებულ აღფრთოვანებას მის „ინსტაგრამგვერდზე" გამოქვეყნებული ფოტოების ქვეშ გამოხატავენ.
"თაყვანისმცემლები კი ყოველთვის მყავდნენ, მაგრამ მათთან ურთიერთობა არ მაქვს, კატოსგან განსხვავებით. ის შეყვარებული უკვე წარსულს ჩაჰბარდა, ორი წლის წინ დავშორდი. ჩემს მშობლებს არ მოსწონდათ ის ბიჭი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოქმედებდა ჩემზე. როდესაც ამ საკითხში მშობლის კურთხევა არ გაქვს, ძალიან ძნელია, მაგრამ სანამ მე თვითონ არ დავინახე, რომ ჩემები მართლები იყვნენ, მანამდე არ გადავდგი დაშორების ნაბიჯი.
მსოფლიოს შეშურდება ამ სილამაზის - ნინო გაჩეჩილაძის ახალი შთამბეჭდავი კადრები საშემოდგომო ფოტოსესიიდან
"აბა, რას იტყვით ამ ეპიზოდზე?იმედია, თქვენც იმ კატეგორიას არ მიეკუთვნებით, ვისაც ადამიანისთვის სიმართლის თქმა და მისი გაფრთხილება ბოროტება ჰგონია… #არაძალადობას" - რას წერს ნინო გაჩეჩილაძე
დღეს მიმაჩნია, რომ კარგად მოვიქეცი, რადგან ამ ფაქტის შემდეგ ჩემთვის დაიწყო ბევრად საინტერესო ცხოვრება შემოქმედებითი თვალსაზრისით, – ამბობს მსახიობი.
ალბათ, ისიც ცოტათი რომანტიკოსი უნდა იყოს, როგორც მე. მე ძალიან რომანტიკული ვარ და ვფიქრობ, ეს არ არის ცუდი. ბევრად უფრო საინტერესოდ ვგრძნობ თავს, როცა რომანტიკაში ვარ ჩაფლული. ამ დროს ბევრად უფრო მაინტერესებს ცხოვრება და აჟიტირებული ვარ.
როცა ძალიან რეალისტი ვხდები და მატერიალურ რაღაცებზე ვფიქრობ, ჩემთვის ეს უკვე აბსოლუტურად უინტერესოა. ამიტომ, ჩემ გვერდით მამაკაციც ასეთი უნდა იყოს – უფრო სულიერი, მხიარული, უნდა ჰქონდეს კარგი იუმორის გრძნობა. ასევე, უნდა იყოს მზრუნველი და ყურადღებიანი.
განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვ, არც მილიონერი მჭირდება, რადგან მინდა, ღამე მშვიდად მეძინოს" - ამბობდა მსახიობი.
ამჯერად ნინო "ინსტაგრამზე" ახალ ფოტოებს აქვეყნებს.