ბოლო დროს საფეხბურთო სამყაროში სულ უფრო მეტს საუბრობენ ახალგაზრდა ფეხბურთელ ზურიკო დავითაშვილზე, რომელმაც საქართველოსა და ნიდერლანდების გუშინდელ დაპირისპირებაში თავი გამოიჩინა და შესანიშნავი გოლი გაიტანა. ზურიკო დავითაშვილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემტევი ნახევარმცველია. 2017 წელს გახდა ყაზახეთის პრეზიდენტის თასის საუკეთესო ბომბარდირი 6 გატანილი გოლით. 2022 წლიდან ირიცხება "დინამო ბათუმში". 2022 წლის 30 აგვისტოს ერთწლიანი იჯარით გადავიდა ფრანგულ კლუბ "ბორდოში".
ზურიკო დავითაშვილი სოციალურ ქსელში, პროფესიულ წარმატებასთან ერთად, ხშირად აქვეყნებს კადრებს საკუთარი ყოველდღიურობიდანაც. ზურიკოს რჩეული უმშვენიერესი მია გზირიშვილია, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარია. წყვილმა ივლისის თვეში საზოგადოებას ამცნო, რომ ისინი დაოჯახდნენ.
"ხელი მოულოდნელად მოაწერეს... გააზრებული აქვს, რამდენად რთულია ფეხბურთელის ცოლობა" - ზურიკო დავითაშილის დედა, შვილის პირად ცხოვრებაზე, კარიერასა და ხვიჩა კვარაცხელიასთან მეგობრობაზე
"აი, ბეჭედი... ჯერ არავინ იცის და ახლა ვიტყვი, მია უკვე ჩემი ცოლია, ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში, დამეხმარა, რომ საკუთარი თავი ისევ მეპოვა" - ზურიკო დავითაშვილისა და მია გზირიშვილის სიყვარულის ისტორია
"ძალიან არ უყვარს საყვედურის მოსმენა, მაგრამ ყოველთვის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საყვედური არ მიიღოს. საოცრად პუნქტუალური და მოწესრიგებული ადამიანია. ბავშვობიდან ჩვევად ჰქონდა, ვარჯიშზე რომ არ დაგვიანებოდა და მწვრთნელისგან საყვედური არ მიეღო, სახლიდან საჭიროზე ნახევარი საათით ადრე მაინც გადიოდა. ზუკა და მამამისი სულ ამის გამო კამათობდნენ. აეროპორტშიც ასე ადრე მიდის ხოლმე. ცოტა ხნის წინ მეუბნებოდა, დედა, ხომ იცი, ეს თვისება რომ მაქვს და ფრანგულ კლუბში რომ მივდიოდი, მაინცდამაინც იქ დავიგვიანეო. გამოძახებულმა ტაქსიმ უმტყუნა, დროულად არ მივიდა. ძალიან მოწესრიგებული იყო ბავშვობიდან. 8 წლის გახლდათ, პირველად შეკრებაზე დამოუკიდებლად რომ წავიდა, საკუთარ თავს უვლიდა. სასტუმროს ოთახიდან ისე არ გამოვიდოდა, თუ არ მიალაგებდა. რამდენჯერ მაისურიც კი დაუტოვებია. რომ ვეკითხებოდი, დაკარგე-მეთქი? - არა, დედა, იატაკი მოვწმინდეო. ზუკას ჩვენ არც ერთ უცხოურ კლუბში არ გავყოლივართ, რუსეთში რომ იყო, იქ საერთოდ ვერც ჩავდიოდით. ზუკას იმედი ყოველთვის გვქონდა და გვაქვს" - ამბობდა ფეხბურთელის დედა.
ცოტა ხნის წინ ზურიკოს და მიას პირველი შვილი შეეძინათ. წყვილმა ბავშვს დათი დაარქვა. ფეხბურთელი შვილთან ერთად გადაღებულ პირველ ფოტოს გვიზიარებს:
"იმ დროისთვის, როდესაც ბავშვი ჩნდებოდა, არ ვიყავი ოჯახთან ერთად. ვიყავი შეკრებაზე, ბიჭებთან ერთად. მეუღლემაც მითხრა, წადიო... მამობა საოცრებაა, ეს ყველამ იცის, მაგრამ ჩვენი სპორტი ასეთია, პატარა მსხვერპლის გაღებაც გიწევს. შემეძლო, რომ დავრჩენილიყავი კიდეც, მაგრამ ზუსტადაც არ ვიცოდით, როდის დაიბადებოდა. არანაირი რთული მომენტი არ გვქონია, როგორც გითხარით, მეუღლემ მირჩია, რომ წამოვსულიყავი. მადლობა მას, თორემ მე შეიძლება დავრჩენილიყავი..." - ამბობდა ზურიკო დავითაშვილი.