ზურა ხაჩიძემ და ხათუნა ჟორდანიამ ერთმანეთი დუეტის ჩაწერის დროს გაიცნეს. კომპოზიტორ რუსა მორჩილაძეს იდეა დაებადა, რომ ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილ ნინი ქარსელაძესთან ერთად ჩაეწერა სიმღერა. დუეტი შედგა და მალევე ჰიტად იქცა. "ვატყობდი, რომ ზურას მოვწონდი, მაგრამ ეს სერიოზულად არ მიმიჩნევია, რადგან ჩემზე გაცილებით უმცროსი იყო. ბიჭებს არაერთხელ დაურეკავთ ჩემთვის და უთქვამთ, ზურა საწოლიდან ვერ დგება, ისე ენატრები და შენი ნახვა უნდაო. იყო პერიოდი, როცა ზურა თავისი გრძნობით მაბრაზებდა კიდეც. ჩვენ სამებაში დავიწერეთ ჯვარი. თითქმის ყველა ჟურნალის გარეკანზე ჩვენი ფოტოები იყო დაბეჭდილი" - იხსენებდა ხათუნა ჟორდანია.
წყვილს ერთი შვილი, ანასტასია ხაჩიძე ჰყავს. გოგონა ბავშვობიდან სიმღერის და ცეკვის განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა და მის ვიდეოებს ხშირად აქვეყნებენ მშობლები, გულშემატკივრებისგან კი ყოველთვის თბილ კომენტარებს იმსახურებენ.
"დედის ასლი" - ხათუნა ჟორდანია შვილის, ანასტასია ხაჩიძის ფოტოს აქვეყნებს
"კარგი იქნებოდა, ჩემი ტოლი და სწორი შემხვედროდა ცხოვრების გზაზე, 13 წლით უფროსია ხათუნა ჩემზე, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ახლა..." - ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას ოჯახური თანაცხოვრება
ზურას თქმით, ანასტასიას სახელი გამზრდელი ბებოს პატივსაცემად დაარქვა. ოჯახში ყველაზე პატარა წევრს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და ზურა მას ყველა სურვილს უსრულებს. როგორც მშობლები განმარტავენ, ანასტასიას ეკრანზე გამოჩენა და ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს. ამიტომ ოჯახის წევრებთან ერთად სატელევიზიო გადაცემებს იშვიათად სტუმრობს.
ამჯერად ხათუნა ჟორდანია თავისი ქორწინების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ იმ პერიოდში მისი ოჯახი დიდი ბულინგის მსხვერპლი იყო.
"როცა ზურას ცოლად გავყევი, ჟურნალისტებმა ჩემზე კვლევა ჩაატარეს - ქუჩაში ხალხს ეკითხებოდნენ, როგორ მოსწონდათ ის ფაქტი, რომ ზურა ხაჩიძემ მასზე ასაკით უფროსი ქალი მოიყვანა ცოლად. ჩვენი ოჯახი ბულინგის მსხვერპლი იყო. ნიცასა და ხვიჩასგან განსხვავებით, ჩვენ დიდი პომპეზური ქორწილი გვქონდა. ყველა ჩვენი მეგობარი ჟურნალისტი დავპატიჟეთ და გავაფრთხილეთ, რომ თუ ფოტოებს გადაიღებდნენ, არ გაევრცელებინათ. ქორწილის მეორე დღეს, როცა ქუჩაში გამოვედი, ჟურნალების ყდაზე მხოლოდ ჩვენი ფოტოები იყო. მთელი ტირაჟი შევიძინე და ბუხარში დავწვი" - ამბობს ხათუნა ჟორდანია.