24-დან 26 ნოემბრის ჩათვლით ერთგულ მკითხველებს „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე სპეციალური შეთავაზებები ელოდება. შეთავაზებები, მათ შორის 70%-მდე ფასდაკლება ვრცელდება გამომცემლობის ყველა წიგნზე, როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე და საბავშვო ლიტერატურაზე. იმისათვის, რომ მკითხველს არჩევანის გაკეთება გაუმარტივდეს, „პალიტრა L-ი“ გვთავაზობს იმ წიგნების ჩამონათვალს, რომელსაც ფასდაკლებით 50 ლარად შევიძენთ:
აკა მორჩილაძე - ტავერნა „ათი სექტემბერი“/ქალაქის მელიები #12 – 40%-იანი ფასდაკლება
„ჩემი ფიქრით, მთელი ღირსებაც და მთელი ნაკლიც აკას წიგნებისა, ყველა წიგნისა, იმათიც, რომლებიც მომწონს და გულზე მხვდება და სხვებისაც, დანარჩენების, არის სიხარულში შერეული დარდი, არასოდეს მეტისმეტი ტანჯვა, მგონი, და მარგილზე წამოგება, არც სიშიშვლე ჭრილობისა და ჩირქის დენა იმ ჭრილობიდან, ღია და მხოლოდ საყურებლადაც კი თვალებისდამთხრელი, არამედ დარდი, რომელსაც სიხარულმა აჯობა, ქვეყნად ყოფნის და წიგნის კითხვის და მზის და მიწის სიხარულმა, მაგრამ და ოღონდ კი ეს დარდი მაინც შეერია ამ სიხარულს და შერჩა. მთელი ოსტატობა კი მწერლისა, ამ ჩვენის, მე თუ მკითხავს ვინმე, ის არის, რომ ეგ ორი, დარდიცა და სიხარულიც, აღარ გამო ერჩევა აკას წიგნებში ერთმანეთს, მაგრამ სიხარული მაინც სიხარულია და დარდიც ისევ და მუდამ დარდი. ორივე ერთადაც არი და ცალ-ცალკეც. ჰო და კიდევ მგონია, რომ ჯადოსნობა ავტორისა, გინდა ნიჭი, ეგ არის სწორედ, რომ თამაშის დროსაც იმის სიტყვებისგან სველი გუნდა კეთდება, სველი და შავი, მიწისა“, - ზაალ ჩხეიძე.
უილიამ შექსპირი - კომედიები - 30%-იანი ფასდაკლება
აღორძინების ეპოქის დიდი დრამატურგის უილიამ შექსპირის კომედიები დღესაც აქტუალურია. მათი სიუჟეტი ჟანრობრივად თუ თემატურად განსხვავებულია, მაგრამ ყველას ერთი რამ აერთიანებს - მხიარულება და საინტერესო გმირები. შექსპირი ადამიანს შეახსენებს, რომ სიყვარული და სამართლიანობა ინტრიგებზე, სიხარბეზე, სიჯიუტესა და ბოროტებაზე ძლიერია, რომ საკუთარი ბედნიერების შემოქმედი თავად ჩვენ ვართ.
აგათა კრისტი - მკვლელობა გოლფის მოედანზე - 30%-იანი ფასდაკლება
ინგლისელი დეტექტიური ჟანრის მწერალი აგატა კრისტი ჩვენს ბიბლიოთეკებში ყოველთვის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მისი დეტექტივების კითხვა ერთ-ერთი საუკეთესო თავშესაქცევი საქმიანობაა. „მკვლელობა გოლფის მოედანზე“ ერკიულ პუაროს მიერ გახსნილი კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ გვიამბობს: „სამხრეთამერიკელ მილიონერს სასწრაფოდ სჭირდება ერკიულ პუაროს დახმარება და თავის მამულში, საფრანგეთის პატარა საკურორტო ქალაქში სთხოვს ჩასვლას. ისიც არ დააყოვნებს და თავის დიდი ხნის მეგობართან, კაპიტან ჰასტინგზთან ერთად სასწრაფოდ გაემგზავრება, თუმცა ამაოდ _ მესიე რენო გოლფის მოედანზე იპოვეს მოკლული. სახელგანთქმულ მაძებარს დახლართულ მოვლენათა ორომტრიალში მოუწევს გადაშვება, რათა მილიონერის მკვლელი იპოვოს.
მარიამ გურგენიშვილი - „მარგალიტები“ – 20%-იანი ფასდაკლება
მარიამ გურგენიშვილი გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ კონკურსის - „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებული და ლიტერატურული პრემია „საბას“ ფინალისტია.მისი „მარგალიტები“ 2021 წლის შემოდგომაზე გამოიცა და 2 წელია, ბესტსელერთა შორის წამყვან ადგილს იკავებს. რომანი მოგვითხრობს 15 წლის მარგოს შესახებ, რომელიც სვანეთისუბანში ცხოვრობს და ანანასებზე ოცნებობს. გოგონა ძალიან ბევრს ოცნებობს და ამჩნევს ისეთ რაღაცებს, რასაც სხვები ვერ ხედავენ. მისი ცხოვრება სავსეა წვრილმანი სასწაულებით, რომლის მონაწილეებიც არიან სამნი: მარგო, მისი უმშვენიერესი და - ანა და პუტკუნა, საყვარელი ბიძაშვილი, ბელა. დებიუტანტი მწერლის, მარიამ გურგენიშვილის, რომანი 1990იანი წლების დასაწყისის თბილისს სრულებით ახლებურად დაგანახვებთ. მკითხველის თვალწინ დროზე ადრე გაზრდილი პერსონაჟები ყველაფერს უძლებენ, რისი გაძლებაც, ერთი შეხედვით, შეუძლებელია. ეს არის სიცილითა და ცრემლებით სავსე ამბავი ქვეყანასა და გოგონებზე, რომლებიც ცდილობენ, ცხოვრება გააგრძელონ და გადარჩნენ."
ნანი მანველიშვილი - „არ დამივიწყო“ – 20%-იანი ფასდაკლება
კონკურსის - „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებულის კიდევ ერთი რომანი, რომელიც ასევე „პალიტრა L-ის“ ყველაზე მოთხოვნად წიგნებს შორისაა, „შავი პარასკევის“ ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ.ნანი მანველიშვილმა კონკურსში გაიმარჯვა 2019 წელს რომანით „ოდისევსის სინდრომი“, რომელიც ხალხის რჩეული გახდა. არანაკლები პოპულარობა მოიპოვა რომანმა „არ დამივიწყო“, რომელიც უცნაურ ამბებს მოგვითხრობს: რა მოხდება, ადამიანებს დაავიწყდებათ ყველა და ყველაფერი, საკუთარი იდენტობაც კი, თუმცა ეხსომებათ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი: ვიღაცას დედა, ვიღაცას შვილი, ზოგს მამა და ზოგსაც სულაც მეზობელი? "არ დამივიწყო" - პასუხია ამ კითხვაზე... რომანში ორი ძირითადი ხაზია: პირველზე თანამედროვე საქართველოში ვითარდება, მთავარი გმირი კი ელენეა, სტუდენტი გოგონა, რომელიც ბებიის ბურუსით მოცული თავგადასავლის გაგებას ცდილობს. მეორე ხაზი წარსულია - საბჭოთა კავშირი, ქართველების როლი და ადგილი ამ სივრცეში, ადამიანების ბედი ტოტალიტარულ სახელმწიფოში, ომი და... სიყვარული.
R