"ვეღარ იცნობთ... ლამაზი ისედაც ხარ, მაგრამ საოცრად გიხდება გაპრანჭვა" - ნანიკო ხაზარაძის სრულიად განსხვავებული იმიჯი და აღფრთოვანებული გამომწერები - Marao

"ვეღარ იცნობთ... ლამაზი ისედაც ხარ, მაგრამ საოცრად გიხდება გაპრანჭვა" - ნანიკო ხაზარაძის სრულიად განსხვავებული იმიჯი და აღფრთოვანებული გამომწერები

2023-11-21 18:45:55+04:00

ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძეს მაყურებელი წლებია ტელეეკრანებიდან იცნობს. ჟურნალისტი მუდამ გულახდილად საუბრობს მისთვის მნიშვნელოვან თემებზე. ტელევიზიის გარდა, მონაწილეობა მიღებული აქვს სხვადასხვა ფილმში. ბოლო დროს ხშირად შეხვდებოდით პირად ცხოვრებასთან და მამის დაავადებასთან დაკავშირებულ სტატიებსაც. 

ორი ქორწინება, ხმაურიანი განქორწინება და "ცუდი შვილის' იარლიყი - ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანის, ნანიკო ხაზარაძის ცხოვრების უცნობი ამბები 

მას შემდეგ, რაც პირველი ქორწინება ლევან ნუცუბიძესთან განქორწინებით მალევე დასრულდა (ტელეწამყვანს მისგან ქალიშვილი ლილუ ნუცუბიძე ჰყავს),  პირად ურთიერთობაზე საჯაროდ საუბარს  ერიდებოდა. ამიტომ ყველასთვის დიდი მოულოდნელობა იყო, როდესაც 5-წლიანი ურთიერთობის შემდგომ საზოგადოებას თავისი რჩეული, ფსიქოლოგი ლევან მათითაშვილი წარუდგინა, როგორც მეუღლე. დიდხნიანი დუმილის შემდეგ „იმედის დილის“ სიუჟეტში ერთმანეთის გაცნობის ისტორიასაც მოჰყვნენ - ლევანის თქმით, ნანიკო ყოველთვის ახსოვდა, რადგან მასზე 6 წლით დიდია და როდესაც ბავშვი იყო, მის ცხოვრებას მუდამ თვალს ადევნებდა. აღმოჩნდა, რომ ლევანის ექიმი ბავშვობაში ნანიკოს ბებია იყო. ტელეწამყვანის ყურადღება კი ეთერში მისი ძმის, ცნობილი პლასტიკური ქირურგის, კოტე მათითაშვილის სტუმრობის შემდეგ დაიმსახურა. „მახსოვს მისი პირველად მოწერილი წერილი. მთელი ცხოვრებაა მომწონხარ და როგორ არ დადგა ის დღე, რომ უშუალოდ გაგიცნოო. მეც ძალიან მშვიდად მივწერე, ალბათ, ეს დღე არც ახლა დამდგარა-მეთქი და დავემშვიდობე. მეორე დღეს ეთერში მისი ძმა, ცნობილი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი გვყავდა. უცებ გვარმა ჩამაფიქრა და საღამოს მივწერე, კოტე მათითაშვილი შენი ვინ არის-მეთქი. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და მიხარია, რომ საოცრად კარგი ადამიანი გავიცანი“ - იხსენებდა ნანიკო ხაზარაძე.

„მარტო მეგობარი არ ვარ, დედაც ვარ... გვაქვს დედა-შვილობის წესები და იმის მიხედვით ვმოქმედებთ" - ნანიკო ხაზარაძე შვილთან ურთიერთობაზე 

განსაკუთრებული ურთიერთობისა და სიყვარულის მიუხედავად, წყვილი დაშორდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში სტატუსი განათავსა მას შემდეგ, რაც გამვლელისგან უსიამოვნო რეპლიკა მოისმინა - „ალბათ, ამიტომ დაგშორდა ქმარი.“

"მეც შე­ვა­ჯა­მებ წელს, წელს კი არა, 10 წელს. ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა დას­რულ­და, თან ზუს­ტად ისე დას­რულ­და, რო­გორც და­ი­წყო. მარ­თლა არ ვიცი, რო­დის და რო­გორ და­ი­წყო. არც ის ვიცი, რო­დის შევ­ხვდი პირ­ვე­ლად: არც ის ვიცი, რო­დის და­ვი­წყეთ ერ­თად ცხოვ­რე­ბა, არ ვიცი! არც ერთი თა­რი­ღი არ ვიცი, არ­ც ერ­თი! ვიცი მხო­ლოდ, ბევ­რი ვიბ­რძო­ლეთ და ვიბ­რძო­ლე ამ ყვე­ლაფ­რის­თვის. არც ახლა ვიცი, რო­დი­დან და რო­გორ არ ვართ ერ­თად. მხო­ლოდ ერთი რამე ვიცი ზუს­ტად, ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო; თუ რა­ტომ, ეს ორი­ვემ კარ­გად ვი­ცით და არ ვი­ცო­დით მა­შინ, მხო­ლოდ ვგრძნობ­დი მე და ამას სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი ლე­ვანს, ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ის ძა­ლი­ან შე­იც­ვლე­ბო­და, დავ­ნაძ­ლევ­დით კი­დეც. ალ­ბათ, ამი­ტო­მაც და­ვი­წყეთ ურ­თი­ერ­თო­ბა, დიდი წი­ნა­ღო­ბის მი­უ­ხე­და­ვად.

ჩვენ ფო­ტოც კი არ გვაქვს, სა­დაც ის ან მე ვკოც­ნით ერ­თმა­ნეთს, ან, თუნ­დაც, ვე­ხუ­ტე­ბით. ლე­ვა­ნის მშობ­ლე­ბი, მგო­ნი, შარ­შან­წინ გა­ვი­ცა­ნი... არც ქორ­წი­ლი, არც არა­ფე­რი… ლე­ვა­ნი დე­ი­და­ჩემს და დე­ი­დაშ­ვი­ლებს ახ­ლაც კი არ იც­ნობს, მარ­თლა უც­ნა­უ­რია. არადა, არადა, არადა… იყო და არა იყო რა, აბა, შენ იცი, ლე­ვან, კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტი ხარ და გა­აგ­რძე­ლე ხალ­ხის დახ­მა­რე­ბა. ლე­ვან, თეა, წარ­მა­ტე­ბა ახალ საქ­მე­ში. აბა, მე ვიცი... გუ­შინ ქუ­ჩა­ში გო­გო­ნა მლან­ძღავ­და და მო­მა­ძა­ხა, ამი­ტო­მაც გა­გექ­ცა ქმა­რიო. ამი­ტომ ვწერ, კი­დევ რომ არ მო­მა­ძა­ხოთ. ამით ვას­რუ­ლებ წელს და გა­ურ­კვევ­ლო­ბას...“  - წერდა ნანიკო. 

"ჩვენ ფოტოც კი არ გვაქვს, სადაც ვკოცნით ან ვეხუტებით ერთმანეთს... ქუჩაში გოგონა მლანძღავდა და მომაძახა, ამიტომაც გაგექცა ქმარიო" - ნანიკო ხაზარაძე ლვან მათითაშვილთან დაშორებაზე 

რაც შეეხება მამასთან ურთიერთობას, გარკვეული პერიოდი სოციალურ ქსელებში მის დაავადებასთან დაკავშირებით საზოგადოების მხრიდან დიდი აჟიოტაჟი იყო, რადგან ტელეწამყვანმა, მშობლის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი პანსიონში მომვლელის თანხლებით გადაყვანა არჩია, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი სახლში თუნდაც ექიმთან ერთად დატოვება საფრთხის შემცველი იყო.  ნანიკო ხაზარაძემ რამდენიმე წლის წინ საჯაროდ ისაუბრა მამის ჯანმრთელობის პრობლემებზე, რომელსაც დემენცია აქვს. ტელეწამყვანი მამაზე ხშირად წერს სოციალურ ქსელში პოსტებს.

ამჯერად ნანიკო მეგობრებისა და გულშემატკივრების წინაშე ახალი იმიჯით, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტოთი გამოჩნდა და უამრავი კომპლიმენტიც მიიღო:

"ბავშვობიდან მიყვარს, ჯერ იქიდან, “მაესტროში” რომ მუშაობდა ნიკასთან ერთად. დავრეკავდი, ვმღეროდი და უამრავჯერ გავიმარჯვე. რა კარგი დრო იყო… ერთხელ ერთად ყვიროდნენ - ეს "ბელუქსის" დივანიც შენო, რომელიც სულ პატარა სტუდიაში ედგათ. ახლანდელთან შედარებით, ბევრად პატარა სტუდიები იყო, მაგრამ სიყვარული იყო ბევრად მეტი, ვიდრე დღეს…" - იხსენებს ნანიკოს ერთ-ერთი გამომწერი მისი ფოტოს ქვეშ; "ნანიკო, რა ლამაზი ხარ. არა, ლამაზი ისედაც ხარ, მაგრამ საოცრად გიხდება გაპრანჭვა", "ულამაზესი ნანიკო" - წერენ კომენტარებში.