PayBox -ის წლის გათამაშება გრძელდება და დამიჯერე, არ არის გვიანი, შენც ჩაერთო! ალბათ, ხშირად შეხვდებოდი გათამაშებებს და გაიფიქრე, რომ არ ხარ საკმარისად იღბლიანი ან უბრალოდ დიდი კონკურენციის გამო არ ღირს მონაწილეობის მიღება; შეიძლება დაგეზარა ინსტრუქციას მიჰყოლოდი ან უბრალოდ ხელი ჩაიქნიე.
მოკლედ, ეს ასეთი გათამაშება არ არის და აღარც შენ ხარ ის ადამიანი. ინსტრუქციაც მარტივია და შანსებიც დიდია. გინდა მოიგო 10 ათასი ლარი? იქნებ 30 ათასი ლარი გირჩევნია?
გათამაშებაში მონაწილეობის მიღება 31 დეკემბრის ჩათვლით შეგიძლია, რაც საკმარის დროს გაძლევს, რომ ენერგიები, ფიქრები და აქტივობები გამარჯვებისკენ მიმართო.
გათამაშებაში მონაწილეობა მარტივია:
- მიდიხარ PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალთან;
- ქმნი პირად "კაბინეტს" და ამატებ მობილურის ნომერს (დარეგისტრირებისას საჩუქრად 10 ბილეთს მიიღებ).
როგორ უნდა დააგროვო ბილეთები:
- პირადი "კაბინეტიდან" ნებისმიერი სერვისის ყოველი 10 ლარის გადახდაზე მიიღებ გათამაშების ერთ ბილეთს. შეგიძლია, მაგალითად, კომუნალურები PayBox-ის ტერმინალის საშუალებით გადაიხადო ან მობილურის ბალანსი შეავსო;
- PayBox-ის კაბინეტში ავტორიზაციის შემდეგ, ყოველ 24 საათში, მიიღებ გათამაშების ერთ ბილეთს. კი, ეს იმას ნიშნავს, რომ დარეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია ყოველდღე მივიდეს PayBox-ის სწრაფი გადახდის ტერმინალთან, შევიდეს პირად კაბინეტში და ნებისმიერი სერვისის გადახდის გარეშეც მიიღოს გათამაშების ბილეთი;
- ბილეთებს არ მიიღებენ ის მომხმარებლები, რომლებიც გადახდას "კაბინეტის" პროფილის მიღმა განახორციელებენ.
- მას შემდეგ, რაც პირად კაბინეტს შექმნი, ტელეფონის ნომერს მიუთითებ და ოფიციალურად ჩაერთვები გათამაშებაში, შეგიძლია, PayBox -ის ოფიციალურ Viber არხს შემოუერთდე და დამატებით მიიღო გათამაშების 5 ბილეთი. შემოგვიერთდი, მოცემული ბმულის საშუალებით!
დეტალურ ინფორმაციას, გათამაშებაში მონაწილეობის შესახებ კი აქ მიიღებ. ჩვენ წარმატებას გისურვებთ!
R