საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი და უბრალოდ გენიალური ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი, მსოფლიოს არაერთ ცნობილ სცენაზე აჟღერებულა. მისი მუსიკა, როგორც თავად ამბობდა, სავსეა სიჩუმით, რადგან სიჩუმეა სწორედ ყველაზე სასიამოვნო ხმა ამ სამყაროში.
გია ყანჩელის "წერილები მეგობრებს"
გია ყანჩელს 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ საერთაშორისო აღიარება მოუტანა. მის მუსიკას მოისმენთ თითქმის ყველა დიდი ქართველი რეჟისორის ფილმში. მათ შორისაა: "არაჩვეულებრივი გამოფენა", "შერეკილები", "ქინ-ძა-ძა!", "ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი", "ხანუმა", "მიმინო", "როცა აყვავდა ნუში", "ფეოლა", "არაჩვეულებრივი გამოფენა"... ეს სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. გია ყანჩელის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ რამდენიმე ფილმია გადაღებული:
- 2001 — გია ყანჩელი (დოკუმენტური ფილმი);
- 2011 — გია ყანჩელი. ცხოვრება ბგერებში (დოკუმენტური ფილმი).
ლიზა ბათიაშვილისა და ხატია ბუნიათიშვილის ფოტოები Ludwig Beck-ის ცენტრში- ქართველი არტისტების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე
ყანჩელი სიცოცხლის ბოლო წუთამდე მუშაობდა და ქმნიდა მუსიკას როგორც ორკესტრისთვის, ასევე თეატრისთვის. მას აქვს საგუნდო და საოპერო და კამერული ნაწარმოებები.
გია ყანჩელი ცხოვრობდა ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში, მაგრამ კავშირი საქართველოსთან და რუსთაველის თეატრთან არ გაუწყვეტია. გარდაიცვალა 2019 წლის 2 ოქტომბერს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. დღემდე ქართველი თუ უცხოელი მუსიკოსებისთვის მისი ნაწარმოებების შესრულება დიდ პატივსა და სიამოვნებასთან ერთად, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაცაა.
„გიორგი გიგაშვილის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა“ - ქართველი პიანისტი რუბინშტეინის კონცერტის ფინალშია
ამჯერად გია ყანჩელის მუსიკით მსმენელი ქართველმა პიანისტმა გიორგი გიგაშვილმა და მევიოლინემ, ლიზა ბათიაშვილმა გაანებივრეს. "ძალიან ლამაზი, ძალიან ქართული... ვამაყობ თქვენით" - წერენ კომენტარებში.