ქართული ეროვნული ბალეტი, საზოგადოებაში უფრო მეტად ცნობილი, როგორც "სუხიშვილები" ან "სუხიშვილი", არის ქორეოგრაფიული ანსამბლი, რომელიც დაარსდა 1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით. ანსამბლის მიერ ქართულ ცეკვაში განხორციელებული რეფორმა ახლოა ე.წ. მოდერნ-ბალეტის პრინციპებთან, თუმცა თავისი არსით და პოეტიკით იგი ქართული ეროვნული ქორეოგრაფიაა და ანსამბლის დადგმული ცეკვები ქართულ ფოლკლორს ეფუძნება.
სუხიშვილების პირველი კონცერტი გაიმართა 1945 წლის 11 ივნისს. 1948 წელს ანსამბლი პირველად გასცდა საბჭოთა კავშირის საზღვრებს. 1970 წელს ანსამბლს მიენიჭა „აკადემიურის“ სტატუსი.
ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო ანსამბლს განხორციელებული აქვს ორასზე მეტი ტურნე. მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 88 ქვეყანაში გამართული აქვს 20 000-ზე მეტი წარმოდგენა. ანსამბლის ქორეოგრაფიულ ხელოვნებას 60 მილიონზე მეტი მაყურებელი ეზიარა. 1967 წელს ანსამბლმა კონცერტი ლა-სკალაში გამართა და პირველი და დღემდე ერთადერთი ფოლკლორული დასი გახდა, რომელიც ამ თეატრის სცენაზე გამოვიდა.
1985 წლიდან ანსამბლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო თენგიზ სუხიშვილი. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი - ნინო სუხიშვილი. უმცროსი ილიკო და ნინო დღემდე აქტიურად აგრძელებენ ბებია-ბაბუის საქმეს.
ანსამბლს არაერთი გამორჩეული სახე ჰყავს. მათ შორისაა, სოლისტი თამარ ხურცილავაც. თამარი ფართო საზოგადოებამ უფრო ახლოს ერთ-ერთი კულინარიული პროექტიდანაც გაიცნო. სამწუხაროდ, მან გამარჯვება ვერ შეძლო, თუმცა მაყურებელს თავი კიდევ უფრო შეაყვარა.
თამარ ხურცილავა სოციალურ ქსელში აქტიურია. ის ხშირად აზიარებს ვიდეოებს "სუხიშვილების" კულისებიდან და გვაჩვენებს იმ დეტალებს, რომლებიც სცენაზე გამოსული მოცეკვავეების მიღმა რჩება. ამჯერად თამარი გვთავაზობს კადრებს, როგორ ემზადებიან "სუხიშვილების" უმშვენიერესი გოგონები საკონცერტოდ: