ლეგენდარული მომღერლების ოჯახს საქართველოში ყველა იცნობს. უმშვენიერესი, უბერებელი ნანი ბრეგვაძე დღეს ძველი და ახალი თაობის საყვარელი მომღერალია და მისი შვილი ეკა მამალაძეც საზოგადოებისთვის არანაკლებ საყვარელი და ცნობილია. განსხვავებულ ჟანრში, თუმცა არანაკლებ წარმატებულად საქმიანობს ეკას ქალიშვილი, ნატალია ქუთათელაძეც.
ეკა მამალაძე 1960 წელს ქალაქ თბილისში დაიბადა. მომღერლობაზე არასდროს უოცნებია, თუმცა პროფესიონალური მუსიკალური განათლება ოჯახში აუცილებელი იყო. ტელევიზიაში პირველად 6 წლის ასაკში გამოჩნდა, როცა კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის საახალწლო სიმღერა შეასრულა. დიდ სცენაზე გამოსვლა კი 1980-ინი წლებიდან დაიწყო. გამორჩეულია დედასთან ერთად ნამღერი ცნობილი სიმღერები: „მინდვრად დაგიჭერ პეპელას“, „ერთხელ ამამღერე“, „გოგოვ, გოგოვ შავთვალა“, „მეფის ქალი“ და სხვა.
ვიდეო: ნანი ბრეგვაძის, ეკა მამალაძისა და ნატალია ქუთათელაძის ერთობლივი სიმღერა- "საამაყო ოჯახი, სამი თაობის მშვენება"
"ნანის სითბოს გამოხატვის საოცარი უნარი აქვს, თავიდან ბოლომდე სანდროსია, სულ რაღაცას უყვება, ეფერება... - რას ჰყვება ნატალია ქუთათელაძე კარიერასა და დედობაზე
ყოველთვის ინტერესს წარმოადგენდა ეკას პირადი ცხოვრება. მისი პირველი მეუღლე გოგი საყვარელიძე იყო. მათი ურთიერთობა რვა წელს გაგრძელდა, გოგი ორი წელი ავადმყოფობდა და მალე გარდაიცვალა. ეკა 26 წლის ასაკში დაქვრივდა და ორი შვილი დარჩა - ლევანი და გოგი.
"18 წლის ასაკში ვიპოვე პირველი სიყვარული. მეგობრების წრეში გადაიკვეთა ჩვენი გზები. სახლში ვთქვი ეს ადამიანი მიყვარს-მეთქი და გავთხოვდი. ალბათ მძიმე იყო ჩემი ოჯახისთვის. არავის გაუხარდება ასეთ ახალგაზრდა ასაკში შვილის გათხოვება. თუმცა, ხდება, რომ შვილი არ გიჯერებს და ვერ ერევი მას. მე გამიმართლა, რომ ჩემი მეუღლე, გოგი საყვარელიძე, ჩემზე 10 წლით უფროსი იყო, უკვე დაღვინებული გახლდათ. ძალიან ავადმყოფობდა და გარდაიცვალა. 26 წლის დავქვრივდი და ორი შვილი დამრჩა. ჩემი ბიჭები ნანის გაზრდილია, მათზე დიდი ამაგი აქვს" - იხსენებდა ეკა მამალაძე.
ნანი ბრეგვაძისა და მერაბ მამალაძის შვილიშვილი, ეკა მამალაძის და მერაბ ქუთათელაძის ოჯახში დაბადებული მომავალი ვარსკვლავი ბავშვობიდან სარგებლობდა პოპულარობით, თუმცა ცნობილი ოჯახი არ ყოფილა ნატალია ქუთათელაძის წარმატების გასაღები. ის მცირე ასაკიდან განსაკუთრებული ვოკალური მონაცემებით გამოირჩეოდა და კარიერაში არაერთი დიდი წარმატებაც აქვს. ნატალიას ბოლოდროინდელი წარმატებებიდან აღსანიშნავია Teatro Municipal De Santiago-ში, რომელიც წარმოადგენს ჩილეს ეროვნულ თეატრსა და კულტურულ ცენტრს, ჟორჟ ბიზეს ოპერაში "კარმენი" სადებიუტო როლი. მის გამოსვლას შესანიშნავი შეფასებები მოჰყვა. ნატალიას ჰყავს ოჯახი, მეუღლე, აჩიკო ჯაფარიძე და შვილი, სანდრო. მათთან ერთად მუსიკოსი დიდ დროს ატარებს და პატარა სანდრო უკვე გასტროლებზეც დაჰყავს.
ამჯერად ნატალია ლეგენდარულ ბებიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.