მოდელი და ინფლუენსერი, "მასტერშეფის" და რამდენიმე სხვა შოუს მონაწილე თათია თექთურმანიძე პირველ შვილს ელოდება. ამის შესახებ სასიხარულო ინფორმაცია მან სულ ცოტა ხნის წინ გაამხილა. თათია საქართველოში ოჯახთან ერთად რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა.
"საქართველოში დავიბადე, მაგრამ რუსეთში გავიზარდე. დაახლოებით 4-5 წლის ვიქნებოდი, როდესაც აქედან წავედით. წელიწადში ორჯერ ჩამოვდიოდი საქართველოში, მაგრამ ქართული წერა-კითხვა, საუბარი ძალიან კარგად ვიცი, რაც დედაჩემის დამსახურებაა. მას უნდოდა, ქართული კარგად მცოდნოდა. 3 წლის წინ, მიუხედავად მამაჩემის წინააღმდეგობისა, როგორც კი როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, საქართველოში დავბრუნდი. მამას უნდოდა, სამსახური იქ დამეწყო, რადგან იქ უფრო მეტი პერსპექტივა იყო განვითარებისთვის, მაგრამ ძალიან მიყვარდა ჩემი ქვეყანა, ყოველთვის მქონდა ნოსტალგია და ამიტომაც, ჩამოსვლა გადავწყვიტე.
„ჩვენ ეს 2008 წელს გამოვიარეთ და კარგად ვიცით, რას ნიშნავს ომი... ღმერთმა სიმშვიდე მოგცეთ, დიდება უკრაინას!“ - თათია თექთურმანიძის ემოციური მიმართვა უკრაინულ ენაზე
„თათია, ნამდვილი თამარ მეფე ხარ... საოცარი წყვილი“ - თათია თექთურმანიძე და ოთო ფოლადაშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებენ
14 წლის ვიყავი, დედამ სამოდელო სკოლაში რომ მიმიყვანა. იქ გვასწავლიდნენ მაკიაჟის გაკეთებას, სამსახიობო ხელოვნებას, იყო აერობიკა, ფიტნესი. სილამაზის კონკურსებზე გავდიოდი და ნელ-ნელა ვიხვეწებოდი. სლავური წარმოშობის გოგონები ძალიან ლამაზები არიან და ადრე, როცა ამ სფეროში გამოუცდელი და დამწყები ვიყავი, არასდროს მქონდა გამარჯვების იმედი. მე, ქართველს, ვინ გამამარჯვებინებს-მეთქი? - ვფიქრობდი. კონკურსში - "ფოტომოდელი 2012" რუსეთის არაერთი ქალაქიდან მონაწილეობდნენ გოგონები და ისე მოხდა, რომ მე გავიმარჯვე. ეს ჩემთვის შოკი იყო, 19-20 წლის ვიყავი მაშინ. ამ გამარჯვებამ მართლაც დიდი სტიმული მომცა.
"ფეთქებადი" და ჯიუტი ვარ... ამას მსაყვედურობენ მეგობრებიც და მშობლებიც, განსაკუთრებით დედა, რომელიც ჩემთვის ნომერი პირველი კრიტიკოსია. სხვას არც ვაძლევ გაკრიტიკების უფლებას. ცოტა დამშვიდდიო, - მეუბნებიან ხოლმე მეგობრები მაშინ, როდესაც ძალიან გაბრაზებული ვარ, განსაკუთრებით გაცნობის პროცესი მიშლის ნერვებს. არ მომწონს, როდესაც კაცი, უზარმაზარი საქორწილო რგოლით ხელზე, მოდის და გვეუბნება, - გოგოებო, ცოტა ხანს თქვენთან ჩამოვჯდები და გაგიცნობთო. აი, აქ უკვე ბინდი მეკვრება თვალებზე და ვჩხუბობ. კაცების მიმართ საერთოდ ძალიან კრიტიკული ვარ" - ამბობდა თათია ერთ-ერთ ინტერვიუში.
ამჯერად თათია "ინსტაგრამზე" ახალ ფოტოებს უზიარებს.