მსახიობი თამრი ბზიავა რეჟისორ ქეთი დოლიძის ქალიშვილი და დიდი რეჟისორის, სიკო დოლიძის შვილიშვილია. თამრიმ თავადაც ოჯახის ტრადიცია გააგრძელა. ის დღეს წარმატებული მსახიობია და არაერთი როლი აქვს შესრულებული.
„ჩემი ასაკი საქართველოში დაქორწინებისთვის დაგვიანებულად ითვლება. მე კი ასე არ ვფიქრობ. ბევრჯერ ვიდექი არჩევანის წინაშე, მიმეღო გადაწყვეტილება და შემექმნა ოჯახი, მაგრამ არ მინდოდა, არ ვიყავი მზად. შეყვარებულიც ვიყავი, პირადი ურთიერთობებიც მქონდა, მაგრამ მაინც ასე ვარჩიე. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ამდენს ვერ მოვასწრებდი” - ამბობდა თამრი ბზიავა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ქეთი დოლიძე ცნობილი რეჟისორის, სიკო დოლიძის შვილია. 6 წლის იყო, როცა დედა კიბოთი დაავადდა და მალევე გარდაიცვალა.
"მამას ჩემი ხელი არ გაუშვია ხელიდან. დედა ძალიან ადრე დავკარგე და მამა გვერდიდან არ მიცილებდა. ამიტომ მამაჩემი იყო ჩემთვის ყველაფერი დედამიწის ზურგზე. უკეთილესი, უთბილესი, უწყნარესი. არ მახსოვს მისი ხმამაღალი სიტყვა. ის იყო გული და სული" - ამბობდა ქეთი დოლიძე.
„ვგიჟდები კითხვაზე, „რას შვრები, აღარ თხოვდები? ბავშვი აღარ უნდა გააჩინო? შეყვარებულიც ვიყავი, პირადი ურთიერთობებიც მქონდა, მაგრამ მაინც ასე ვარჩიე..." - ქეთი დოლიძის შვილი, თამრი ბზიავა პირად ცხოვრებაზე
"ნუ გადაუწყვეტთ ადამიანებს, ვინ სად უნდა იცხოვროს" - გიორგი სუხიტაშვილი ქეთი დოლიძის ხმაურიან განცხადებას ეხმაურება
ამჯერად რეჟისორი შვილთან ერთად რადიო ფორტუნას სტუმარია:
"პოლიტიკური აქტივობა არ მინანია. არ მგონია, რომ არასწორად მოვიქეცი. არასწორს პლატფორმაზე არასდროს არ ვმდგარვარ. ხანდახან, როცა მარტო ვრჩები ჩემს თავს ვლანძღავ. ვცდილობ, ნეგატიურ კომენტარებს ყურადღება არ მივაქციო, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც პასუხი უნდა გასცე - ბოროტმა ადამიანმა, რომელსაც სხვის ლანძღვა უხარია, ჩემი პასუხი უნდა იცოდეს.
ჩემს უკან ჩემი მშობლები, ოჯახი და ქვეყანა დგას... მე არაფერი გამიკეთებია ისეთი, რომ უარყოფითი კომენტარი დამემსახურებინა.
მახსოვს, მამამ ერთხელ მე და ჩემს ძმას გვითხრა: იცოდეთ, რომ დედამიწის ზურგზე ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქვეყანაში გაჩნდით, მაგრამ სამწუხაროდ ისეთი რეჟიმის დროს მოგიწიათ ცხოვრება, როცა მოუნდებათ მაშინ დაგსჯიან" - ამბობს ქეთი დოლიძე.