"მის და­ნახ­ვა­ზე სულ ვი­მა­ლე­ბო­დი, მაგ­რამ ბო­ლოს ისე მოხ­და, რომ ცო­ლად გავ­ყე­ვი... მისი დაკარგვით ჩემი ცხოვრებაც დავამთავრე, ძალიან დაბნეული დავრჩი..." - ცნობილი "ხარებას", ომარ ფხაკაძის სიყვარულის ამბავი, კარიერა და ნაადრევად შეწყვეტილი ცხოვრება - Marao

"მის და­ნახ­ვა­ზე სულ ვი­მა­ლე­ბო­დი, მაგ­რამ ბო­ლოს ისე მოხ­და, რომ ცო­ლად გავ­ყე­ვი... მისი დაკარგვით ჩემი ცხოვრებაც დავამთავრე, ძალიან დაბნეული დავრჩი..." - ცნობილი "ხარებას", ომარ ფხაკაძის სიყვარულის ამბავი, კარიერა და ნაადრევად შეწყვეტილი ცხოვრება

2023-11-25 11:21:49+04:00

ა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში ცნო­ბილ­მა რე­ჟი­სორ­მა გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ამ თა­ვი­სი ახა­ლი ფილ­მის­თვის, რო­მელ­საც ტყის ძმებ­ზე იღებ­და, მთა­ვარ რო­ლებ­ზე სა­ხე­ლო­ვა­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბი ომარ ფხა­კა­ძე და ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი შე­არ­ჩია.

გო­გია კენ­კიშ­ვი­ლი - ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ხა­რე­ბა ჯი­ბუ­ტი - ომარ ფხა­კა­ძე. ჩემ­პი­ო­ნებ­მა კი­ნოს­გან და შე­მო­თა­ვა­ზე­ბის­გან თა­ვი­დან თავი შორს და­ი­ჭი­რეს.

"1987 წელს გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ამ და­სა­ყო­ლი­ებ­ლად ლე­ვან თე­დი­აშ­ვილს კა­კა­ბეთ­ში ჩა­ა­კი­თხა - 6.000 მა­ნეთს მოგ­ცემ ჰო­ნო­რარ­სო. იმ დრო­ის­თვის ური­გო თან­ხა არ იყო. ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნი მა­შინ ამ სოფ­ლის კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე გახ­ლდათ. სე­ი­ფი­დან 8.000 მა­ნე­თი გა­მო­უ­ღია და გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას­თვის უთ­ქვამს - აი, ბა­ტო­ნო, მე უფრო მეტს მოგ­ცემთ, ოღონდ თავი და­მა­ნე­ბე­თო...

"შვილი რომ დავკარგე, მაშინ დამემართა ინფარქტი..." - ლეო ანთაძის სამი ტრაგიკული ქორწინება, შვილის გარდაცვალება და აქამდე უცნობი ამბები 

 არც ომარ ფხა­კა­ძეც იყო თა­ნახ­მა ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, მაგ­რამ საქ­მე­ში ცეკა-ს პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი ჯუმ­ბერ პა­ტი­აშ­ვი­ლი ჩა­რე­უ­ლა... მოგ­ვი­ა­ნე­ბით გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ამ თქვა, ნამ­დვი­ლი ვაჟ­კა­ცე­ბი მჭირ­დე­ბო­და, მსა­ხი­ო­ბე­ბი კი ასე­თე­ბი ვერ იქ­ნე­ბოდ­ნე­ნო,“ - ეს გა­ზეთ „ლე­ლოს“ ერთ-ერთი სტა­ტი­ის ამო­ნა­რი­დია.

ჩემ­პი­ო­ნებ­მა კი­ნოს თავი წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თვეს და რე­ჟი­სო­რის არ­ჩე­ვა­ნიც გა­მარ­თლდა.

"გავგიჟდი, ვყვიროდი, გამაგებინეთ, ვინ ვარ სინამდვილეში-მეთქი... 14 წლის ვიყავი, როცა გავიგე ვინ იყო მამაჩემი" - ზურა ყიფშიძის მეუღლე, ოჯახი და ცხოვრების უცნობი დეტალები 

ბაია ფხა­კა­ძე, ომარ ფხა­კა­ძის შვი­ლი:

- სპორ­ტსმე­ნე­ბის შვი­ლი ვარ - დე­დაც ალექ­სან­დრა (დონა) ჯა­ნუ­ყაშ­ვი­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე იყო და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნი. მა­მა­ჩემ­თან ცოტა და­ი­ჩაგ­რა, რად­გან ის 10 გზის საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნი გახ­ლდათ. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სამი მე­და­ლი აქვს აღე­ბუ­ლი - პირ­ვე­ლი, მე­ო­რე, მე­სა­მე.

სა­ერ­თოდ, მა­მა­ზე სა­უ­ბა­რი, მისი შე­ფა­სე­ბა ჩემ­გან უხერ­ხუ­ლია, მაგ­რამ რო­გორც ამ­ბო­ბენ, მარ­თლა ტა­ლან­ტი იყო. სპორ­ტუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღ­ნიშ­ნავს, რო­მელ სა­ხე­ო­ბა­საც არ უნდა გაჰ­ყო­ლო­და, ისე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ვე­ლო­სი­პე­დი არ­ჩია. წარ­მო­შო­ბით ქუ­თა­ი­სი­დან იყო. ყო­ჩა­ღი ბიჭი კარ­ლო შენ­გე­ლი­ამ, შემ­დგომ­ში მის­მა მწვრთნელ­მა, შე­ამ­ჩნია - ამის­გან მა­გა­რი სპორ­ტსმე­ნი დად­გე­ბაო და თბი­ლის­ში და­ი­ბა­რა. 2 თვე­ში, 16 წლის ასაკ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, 21 წლი­სა კი, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი.

ქართული კინოს გამორჩეული სილამაზე და უკვდავი "მარგალიტა" - არიადნა შპრინკის, იგივე არიადნა შენგელაიას 20-წლიანი თანაცხოვრება ელდარ შენგელაიასთან, განქორწინება და ბრწყინვალე კარიერა 

- ცხოვ­რე­ბა­შიც ასე­თი მებ­რძო­ლი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და, დიდი სპორ­ტუ­ლი ჟინი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­შიც ვლინ­დე­ბო­და?

- რე­ჟი­სორ­მა გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ა­მაც ფილმში „ხა­რე­ბა და გო­გია“ იმის მი­ხედ­ვით შე­არ­ჩია, რომ მისი ხა­სი­ა­თი ხა­რე­ბას ტი­პაჟს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. მარ­თლაც, ფილ­მს რომ ვუ­ყუ­რებ, იქ არა­ფერს თა­მა­შობს და თვი­თო­ნაც ასე­თი იყო. ცხოვ­რე­ბა­შიც არას­დროს, არ­ცერთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ უთა­მა­შია. ვაჟ­კა­ცუ­რი გახ­ლდათ, საკ­მა­ოდ ფი­ცხიც, მაგ­რამ სა­მარ­თლი­ა­ნად. იყო თბი­ლი, იუ­მო­რიც, რო­გორც ქუ­თა­ი­სელს ჰქონ­და. ვინც იც­ნობ­და, მათ­გან დღემ­დე ვის­მენ ფრა­ზებს, რომ მამა ნამ­დვი­ლი ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცი იყო.

წაიკითხეთ სრულად