ქართული ნაციონალური ანსამბლი „სუხიშვილები“ ევროპული ტურნეს ფარგლებში კონცერტებს სხვადასხვა ქვეყანაში მართავს. ამჯერად ანსამბლი „სუხიშვილები“ იტალიაში, ნეაპოლში იმყოფება. კონცერტს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ შემტევი ნახევარმცველიs, ხვიჩა კვარაცხელია მეუღლეს, ნიცა თავაძეც დაესწრო.
"ჩემს ცხოვრებაში ყოფილა ცუდი პერიოდიც და ყველაზე მეტად ჩემმა მეუღლემ იმოქმედა... მადლობა ნიცას, რომ სულ ჩემ გვერდითაა" - ხვიჩა კვარაცხელია მეუღლის, ოჯახის წევრებისა და განვლილი გზის შესახებ საუბრობს
ნინო და ილიკო სუხიშვილები ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლეს ნიცა თავაძეს შეხვდნენ, რომელმაც ნინოს და ილიკოს „ნაპოლის“ საფეხბურთო გუნდის მაისური აჩუქა. მაისურს ხვიჩა კვარაცხელიას ხელმოწერა აქვს.
როგორც ცნობილია, ნიცა თავადაც მოცეკვავეა და წლების მანძილზე დაკავებული იყო ქართული ცეკვით, თუმცა ახლა მეუღლესთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად იტალიაში ცხოვრობს.
ფოტო: ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიის წითელ ხალიჩაზე, მეუღლესთან ერთად
ქართული ეროვნული ბალეტი, საზოგადოებაში უფრო მეტად ცნობილი, როგორც "სუხიშვილები" ან "სუხიშვილი", არის ქორეოგრაფიული ანსამბლი, რომელიც დაარსდა 1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით. ანსამბლის მიერ ქართულ ცეკვაში განხორციელებული რეფორმა ახლოა ე.წ. მოდერნ-ბალეტის პრინციპებთან, თუმცა თავისი არსით და პოეტიკით იგი ქართული ეროვნული ქორეოგრაფიაა და ანსამბლის დადგმული ცეკვები ქართულ ფოლკლორს ეფუძნება.
სუხიშვილების პირველი კონცერტი გაიმართა 1945 წლის 11 ივნისს. 1948 წელს ანსამბლი პირველად გასცდა საბჭოთა კავშირის საზღვრებს. 1970 წელს ანსამბლს მიენიჭა „აკადემიურის“ სტატუსი.
ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო ანსამბლს განხორციელებული აქვს ორასზე მეტი ტურნე. მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 88 ქვეყანაში გამართული აქვს 20 000-ზე მეტი წარმოდგენა. ანსამბლის ქორეოგრაფიულ ხელოვნებას 60 მილიონზე მეტი მაყურებელი ეზიარა. 1967 წელს ანსამბლმა კონცერტი ლა-სკალაში გამართა და პირველი და დღემდე ერთადერთი ფოლკლორული დასი გახდა, რომელიც ამ თეატრის სცენაზე გამოვიდა.
ვიდეო კულისებიდან: როგორია "სუხიშვილების" უმშვენიერესი გოგონების სამზადის სცენაზე გასვლამდე - ის, რასაც მაყურებელი ვერ ხედავს
1985 წლიდან ანსამბლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო თენგიზ სუხიშვილი. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი - ნინო სუხიშვილი. უმცროსი ილიკო და ნინო დღემდე აქტიურად აგრძელებენ ბებია-ბაბუის საქმეს.