"დიდი ხა­ნია ვით­მენ, ნა­ნუ­კა, ცოტა აზ­რზე მოდი, სა­ხალ­ხოდ გაფრ­თხი­ლებ, არა­სო­დეს გა­ბე­დო მა­მა­ჩემ­ზე გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი რამე თქვა. გა­მოგ­ჭამ ყელს გოგო, თავი ვინ გგო­ნია" - რატომ დაუპირისპირდა ლენუკა ყიფშიძე ნანუკა ჟორჟოლიანს - Marao

"დიდი ხა­ნია ვით­მენ, ნა­ნუ­კა, ცოტა აზ­რზე მოდი, სა­ხალ­ხოდ გაფრ­თხი­ლებ, არა­სო­დეს გა­ბე­დო მა­მა­ჩემ­ზე გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი რამე თქვა. გა­მოგ­ჭამ ყელს გოგო, თავი ვინ გგო­ნია" - რატომ დაუპირისპირდა ლენუკა ყიფშიძე ნანუკა ჟორჟოლიანს

2023-11-26 13:42:04+04:00

"დიდი ხა­ნია ვით­მენ, ვით­მენ და ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე ამ ყ...ქა­ლას მოს­მე­ნით და ლან­ძღვით მა­მა­ჩემ­ზე. ნა­ნუ­კა, ცოტა აზ­რზე მოდი და ოდ­ნავ მა­ინც გრცხვე­ნო­დეს, სა­ნამ მა­მა­ჩემ­ზე გა­დაბ­რუ­ნე­ბულ რა­მეს იტყო­დე.

სა­ჯა­როდ სა­უბ­რობ ისეთ რა­მეს, რაც სრუ­ლად არ გი­ნა­ხავს გა­და­ცე­მა, აზრი მერე გა­მო­ი­ტა­ნე, ასე ჯო­ბია შენ­თვის. შენ სა­ერ­თოდ იც­ნობ, რა ადა­მი­ა­ნია მა­მა­ჩე­მი? - ყვე­ლა ვინც გა­დაბ­რუ­ნე­ბულ რა­მეს იტყვით მა­მა­ჩემ­ზე, პირ­ში წყა­ლი გა­მო­ივ­ლეთ.

ადა­მი­ა­ნი გა­დამ­კვდა­რია ოჯახ­ზე, მე­გობ­რებ­ზე და სა­ერ­თოდ, შენ მა­მა­ჩემ­ზე ასე სა­უბ­რის უფ­ლე­ბას რო­გორ აძ­ლევ თავს? 

აი, სა­ხალ­ხოდ გაფრ­თხი­ლებ, არა­სო­დეს გა­ბე­დო მა­მა­ჩემ­ზე გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი რამე თქვა. გა­მოგ­ჭამ ყელს გოგო, თავი ვინ გგო­ნია" - ამ მიმართვას სოციალურ ქსელში ლენუკა ყიფშიძე ავრცელებს. 

როგორც ცნობილია, დაახლოებით ორი წლის წინ, 2021 წლის ოქტომბრის თვეში, მსახიობი ზურა ყიფშიძე გია გაჩეჩილაძის გადაცემას სტუმრობდა, სადაც პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა. 

მოგვიანებით, იმავე 2021 წელს, მსახიობის განცხადებას ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ გადაცემაში გამოეხმაურა და ზურა ყიფშიძის სიტყვებს "მძიმე განცხადება" უწოდა. 

ფაქტი 2021 წელს მოხდა, თუმცა ნანუკა ჟორჟოლიანის ვიდეო მსახიობი ზურა ყიფშიძის ქალიშვილმა, ლენუკა ყიფშიძემ ახლა გააზიარა და საპასუხო პოსტიც გუშინ დაწერა.