საბავშვო ევროვიზია 2023-ის ქართველი მონაწილეები, ანასტასია ვასაძე, ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი ეროვნული ჟიურისა და მაყურებლის გადაწყვეტილებით მე-14 ადგილზე გავიდნენ.
საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია და „რანინა“ 26 ნოემბერს Palais Nikaïa-ს სცენაზე მეათე ნომრად წარდგა. გამოსვლის ბოლოს, ნიკოლოზ ხარატის სიტყვებმა -"საქართველოს გაუმარჯოს!" უამრავ ქართველს გული კიდევ ერთხელ აუჩუყა.
წლევანდელ საბავშვო ევროფესტივალი ესპანეთმა გახსნა და ნიდერლანდების წარმომადგენელმა დახურა. მასპინძელი საფრანგეთი კონკურსზე მე-12 ნომრად წარდგა.
16 მონაწილე ქვეყნის რიგითობა გახსნით ცერემონიაზე გახდა ცნობილი.
პროექტ „რანინას“ გამარჯვებული ანასტასია ვასაძე და „რანინას“ მონაწილეები, ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე სიმღერით Over The Sky წარდგნენ.
საქართველოს სახელით ჟიურის ქულები საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელმა, მარიამ ბიგვავამ გამოაცხადა.
რიგით 21-ე საბავშვო ევროვიზია ნიცაში 26 ნოემბერს გაიმართა და მასში მონაწილეობა 16 ქვეყანამ მიიღო.
პირველი ადგილი ზედიზედ მეორედ საფრანგეთმა დაიკავა, მეორე ადგილი - ესპანეთმა, ხოლო მესამე ადგილზე სომხეთი გავიდა.
გამარჯვებული სიმღერა:
საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სამჯერ გახდა. პირველად, როცა ჯგუფი "ბზიკების" წევრებმა, მარიამ კიკუაშვილმა, მარიამ თათულაშვილმა და გიორგი შიოლაშვილმა 2008 წელს კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში თითქმის მთელი ევროპა მოხიბლეს და უმაღლესი შეფასებები დაიმსახურეს. 15 ქვეყანას შორის, რომლებმაც ქართულ ჯგუფს უმაღლესი შეფასებები მისცეს, რუსეთი, ბელარუსი და ლიეტუვა იყვნენ.
მეორედ 2011 წელს, როცა მასპინძელი ერევანი, სომხეთი იყო; გამარჯვებული კი საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი “ქენდი” გახდა სიმღერით Candy Music.
მესამე გამარჯვება მარიამ მამადაშვილმა 2016 წელს სიმღერით "მზეო" მოიპოვა. მაშინ მასპინძელი ქვეყანა მალტა იყო.