ტელეწამყვანი და ბიზნესმენი ირაკლი მაქაცარია უკვე არაერთი წელია, რაც აქტიურად ჩანს ტელეეკრანებზე. ის სხვადასხვა პროექტის მონაწილის, ჟიურისა და წამყვანის ამპლუაში არაერთხელ მოგვევლინა და საზოგადოებას თავი მალევე შეაყვარა. რამდენიმე წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ირაკლი შეყვარებული იყო, მისი რჩეული კი ცნობილი ექიმების, ქეთი ასათიანისა და გიორგი ჩიჩუას ქალიშვილი ლიზა ჩიჩუაა.
ლიზას ირაკლიმ ხელი მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანხლებით, სპეციალურად მოწყობილ გარემოში 2022 წლის აპრილში სთხოვა. უმშვენიერესი ლიზა, რასაკვირველია, თხოვნას დათანხმდა და წყვილის ქორწილი იმავე წლის ივლისში გაიმართა. მათ ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს. წყვილს 2-2 მეჯვარე ჰყავდა, საკურთხევლამდე კი ლიზა მამამ მიაცილა. ქორწილს ლიზას და ირაკლის ოჯახი და მეგობრები ესწრებოდნენ. მათ შორის უამრავი ცნობილი წყვილი და ტელესახე იყო, რომლებმაც ცნობილი დიზაინერების სამოსი მოირგეს.
2023 წლის 2 ივნისს ლიზა და ირაკლი პირველი შვილის, გიორგი მაქაცარიას მშობლები გახდნენ. მშობლები ახალშობილის საჯაროდ გამოჩენას ერიდებიან, თუმცა მის ფოტოებს დაფარული სახით მაინც აქვეყნებენ და მეგობრებისგან დიდ სიყვარულს იმსახურებენ.
"მშობლები, მეუღლე, და... დაუვიწყარი დღე! მიყვარს ჩემი ოჯახი" - ლიზა ჩიჩუა ოჯახურ კადრებს აქვეყნებს
"აი, როგორი უნდა იყოს თანამედროვე ქართული ოჯახი" - ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა შვილთან, პატარა გიორგისთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებენ
ამჯერად ირაკლი მეუღლესთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოს აქვეყნებს და დედასთან, ქეთი ასათიანთან ერთად შესრულებულ ქართულ სიმღერას გვიზიარებს.