"ნივთის საუკეთესო მცველი ასევე საუკეთესო ქურდია" - ბერძენი ფილოსოფოსების გამონათქვამები - Marao

"სიყვარული სერიოზული გონებრივი დაავადებაა" - ბერძენი ფილოსოფოსების გამონათქვამები, რომლებიც შეცვლის თქვენს წარმოდგენებს

2023-12-03 21:34:06+04:00

ფილოსოფიის ზუსტი განმარტება შემდგომია: - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ბუნების, ადამიანთა საზოგადოებისა და აზროვნების განვითარების უზოგადეს კანონებს.

ეს ტერმინი პირველად გამოიყენა ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსმა და მათემატიკოსმა პითაგორამ ტირანის შეკითხვაზე არის თუ არა ის (პითაგორა) ბრძენი? პითაგორამ უპასუხა: „მე არ ვარ ბრძენი, არამედ მხოლოდ ფილოსოფოსი“. როგორც ფილოსოფოსი, დიმიტრი გუსევი აღნიშნავს, ამ პასუხში, პითაგორამ გამოხატა მთელი ანტიკური ფილოსოფიის არსი.

  • სიკვდილი - ეს არ არის ყველაზე საშინელი რამ, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს.

 

  • ყოველგვარი სიბრძნის საფუძველია მოთმინება.

 

  • ერთროულად იყო ძალიან კარგი და ძალიან მდიდარი, შეუძლებელია.

 

  • ნივთის საუკეთესო მცველი ასევე საუკეთესო ქურდია. 

 

  • თვითკმარობა ბედნიერების ფორმაცაა.

 

  • ჩვენ მარტივად შეგვიძლია ვაპატიოთ ბავშვს, რომელსაც ეშინია სიბნელის, ცხოვრების ნამდვილი ტრაგედია არის, როდესაც ზრდასრულს ეშინია სინათლის

 

  • სიყვარული სერიოზული გონებრივი დაავადებაა.

 

  • მე არ ძალმიძს ვინმეს რაიმე ვასწავლო. მხოლოდ ის შემიძლია, რომ ადამიანებს დაფიქრების საშუალება მივცე.

 

  • იყავი აუჩქარებელი და დაკვირვებული სანამ ვინმეს დაუმეგობრდები, მაგრამ როცა დაუმეგობრდები, ურყევად და სამარადჟამოდ განაგრძე მასთან მეგობრობა.

 

  • კარგი რეპუტაციის მისაღწევად მაქსიმალურად ეცადე გახდე ისეთი, როგორიც გინდა რომ ჩანდე სხვის თვალში.

 

  • დებატებში დამარცხებულისთვის მთავარ იარაღად ცილისწამება რჩება.

 

  • წასვლის ჟამი დგება და ჩვენ სხვადასხვა გზით მივემგზავრებით. მე ვკვდები და შენ კი ცხოვრებას განაგრძობ. მხოლოდ ღმერთმა უწყის ამ ორიდან, რომელია უკეთესი.