"ამიტომაც გრძნობთ ჩემგან ამდენ სიმსუბუქეს, ჰაეროვნებას, სილაღეს, გაუმჯობესებას, ხვავს და იღბლიანობას... თქვენც გაქვთ შანსი, ამოძვრეთ კონსერვიდან" - ალექსანდრა პაიჭაძე - Marao

"ამიტომაც გრძნობთ ჩემგან ამდენ სიმსუბუქეს, ჰაეროვნებას, სილაღეს, გაუმჯობესებას, ხვავს და იღბლიანობას... თქვენც გაქვთ შანსი, ამოძვრეთ კონსერვიდან" - ალექსანდრა პაიჭაძე

2023-11-28 11:24:25+04:00

"დაიმახსოვრეთ, თუ თქვენთან სხვებზე ჭორაობს დაქალი, ის თქვენზეც ჭორაობს სხვებთან. თავიდან ასაცილებლად, გარშემო მაღალი ღირებულებების ხალხი მოიკრიბეთ, რომლებიც იდეებს და მომავლის ხედვებს განიხილავენ და არა სხვების ცხოვრებას. მალევე სიცოცხლის ხარისხი აიწევს, სურვილები ასრულებას დაიწყებენ, უფრო გალამაზდებით... ასე ვარ, რაც თავი მახსოვს, ფეხებზე მკიდია სხვების გადაწყვეტილებებიც და შეცდომებიც. ვფიქრობ, ამიტომაც გრძნობთ ჩემგან ამდენ სიმსუბუქეს, ჰაეროვნებას, სილაღეს, გაუმჯობესებას, ხვავს და იღბლიანობას წლიდან წლამდე. ჭორაობის და განკითხვის ჩვევის გარეშე ისეთი მაგარია ეს ერთადერთი სიცოცხლე... რაკეტასავით წინ მიქრიხარ. შპროტის კონსერვობას ყველაფერი ჯობს, თუმცა, თქვენც გაქვთ შანსი, ამოძვრეთ კონსერვიდან, თერაპიები და გულწრფელობა დაგეხმარებათ. მიყვარხართ" - წერს ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში.

  

მოდელი, ფოტომოდელი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი - ეს ალექსანდრა პაიჭაძის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. ის სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და ღიად საუბრობს არაერთ საკითხზე, მათ შორის, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, ქალების დამოუკიდებლობასა და  გაძლიერებაზე და, ასევე, საკუთარ პირად ცხოვრებაზე.

"ქალებო, როცა ის ერთი ცეკვისთვის ოთხი საათი იფრენს, ამას სიყვარული ჰქვია, ნაკლებს არ დასჯერდეთ. ჩემო დავით, შენი გული ყველაზე ლამაზი, გულუხვი და რომანტიკულია" - რა ვიდეოს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე 

„ლამაზზე მეტად, გამბედავს ვიტყოდი საკუთარ თავზე, იმიტომ, რომ ბევრად მეტი გავბედე, ვიდრე იმ სხვა ცნობილმა ქალებმა, ვისაც ამდენი წელია ვხედავთ ეკრანებზე, სცენაზე, ქუჩაში... მე გავბედე, ვიყო ის, ვინც ვარ; ვაკეთო ის, რაც მსიამოვნებს, სტერეოტიპების, საზოგადოებისა და ხალხის აზრის მიუხედავად“, - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში. 

"მუცელს სწორედ ეს აქრობს" - ალექსანდრა პაიჭაძის რჩევა მუცლის გარშემო ცხიმის გასაქრობად 

მოდელის, ალექსანდრა პაიჭაძის ყოფილი ქმარი გიორგი ხატიაშვილი მოცეკვავისა და ტელეწამყვანის, ქეთევან ხატიაშვილის ბიძაშვილია. ალექსანდრას ვაჟი სწორედ გიორგისგან ჰყავს. წყვილი დიდი ხანია რაც ერთმანეთს დაშორდა. მათ დაშორებასთან დაკავშირებით უამრავი ჭორი იყო, თუმცა ალექსანდრას თქმით, მათი დაშორება აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია.

ალექსანდრას ბიზნესმენ დავით კოდუასთან შვილი, ვიქტორია ჰყავს.

„დათოზე რომ ვფიქრობ, უამრავი კარგი და სასიამოვნო ემოცია, ფიქრი, ფანტაზია მერთვება, გავცურდები ხოლმე სიყვარულის და შემოქმედების ტალღებში" - ალექსანდრა პაიჭაძის რომანტიკული პოსტი დავით კოდუას შესახებ 

"ოჯა­ხე­ბი თვი­თონ ინ­გრე­ვა, მე არა­სო­დეს მი­ზე­ზი არ ვყო­ფილ­ვარ. უბ­რა­ლოდ ასეთ გი­ჟურ პე­რი­ოდ­ში გა­და­ვე­ყა­რეთ ერ­თმა­ნეთს და უფრო ნა­თე­ლი გახ­და, ვის რა სურს ცხოვ­რე­ბა­ში... უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ და ვუფრ­თხილ­დე­ბი ჩემ ძვირ­ფას ადა­მი­ანს. სა­ერ­თოდ ასეა ცხოვ­რე­ბა­ში, მე­სა­მე და გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბი არა­ფერ შუ­ა­შია. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ ერ­თად ყოფ­ნა აღარ უნ­დათ, იქ არა­ფერ შუ­ა­ში არ არის მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი. მე ასე ვთვლი, ჩემს ურ­თი­ერ­თო­ბას რომ ბზა­რი გა­უჩ­ნდე­ბა, ეს მხო­ლოდ ჩემი და ჩემი მე­ო­რე ნა­ხევ­რის ბრა­ლი იქ­ნე­ბა. ძლი­ე­რი ქალი ამით გა­მო­ირ­ჩე­ვა სუს­ტის­გან" - ამბობდა ალექსანდრა.