"მამა, შენი მთელი ნაწილი თან დაგვაქვს, სადაც უნდა ვიყოთ" - ნანუკა გოგიჩაიშვილი - Marao

"მამა, შენი მთელი ნაწილი თან დაგვაქვს, სადაც უნდა ვიყოთ" - ნანუკა გოგიჩაიშვილის ოჯახური კადრები და ამოციური წერილი გარდაცვლილ მამას

2023-11-28 14:00:36+04:00

ნინი გოგიჩაიშვილი, ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, საზოგადოებამ ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიცნო. ის ჟურნალისტ ნათია ბანძელაძისა და ყველასთვის საყვარელი ტელესახის, გიორგი გოგიჩაიშვილის, იგივე გოგიჩას შვილია. ნინის თავადაც წარმატებული კარიერა აქვს და 2018 წელს „მის საქართველოს“ ტიტულიც დაიმსახურა. გარდა მოდელობისა, ის ტელეწამყვანის ამპლუასაც ითავსებს და გატაცებულია კულინარიით.

"ნათიას და გოგიჩას 20% რომ მქონდეს, ყველაზე კეთილი ადამიანი ვიქნებოდი. ხანდახან არ მგონია, რომ რეალური ადამიანები არიან. ხუმრობენ კიდეც სხვები, ესენი ჭიანჭველას ფეხს არ ადგამენო. შესაძლოა, არარეალურ რაღაცას ვყვები, მაგრამ გოგიჩა ჭიანჭველებს საჭმელს უყრის სახლთან ახლოს, რომ არ დაიღალონ. მისგან ვსწავლობ იმას, რომ ყველა დღის მადლიერი ვიყო და მიყვარდეს ყველა ადამიანი. ის როგორ ცუდადაც უნდა იყოს, აქეთ გმატებს ძალას და გარწმუნებს – ყველაფერი კარგად იქნება" - ამბობდა ნინი.

"ჩვენ ყველაზე რთული გზა ერთმანეთის გადასარჩენად გავიარეთ...ხშირად ტკივილის გასაძლისად რეალობას ვივიწყებთ და თამაშს ვიწყებთ" - ნანუკა გოგიჩაიშვილი 

"მაიკო თავის თაობაში ერთ-ერთი ცნობილი სილამაზის და ნიჭის მქონე გოგო იყო და არის!" - რას წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი მამიდის შესახებ 

გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წელს, სიმსივნესთან ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. სამ­ძიმ­რის წე­რი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ოჯახ­მა "გო­გი­ჩას" გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მი­ი­ღო, ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო - მას­ში უც­ნო­ბი თუ ნაც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი უდი­დეს პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და სიყ­ვა­რულს გა­მო­ხა­ტა­ვენ ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნის, ბავ­შვე­ბის საყ­ვა­რე­ლი "გო­გი­ჩას" მი­მართ.

ერთ-ერთი წე­რი­ლი ცნო­ბილ ქარ­თველ პე­და­გოგ­სა და ფსი­ქო­ლოგს, შალ­ვა ამო­ნაშ­ვილს ეკუთ­ვნის:

"სა­ქარ­თვე­ლოს ბავ­შვთა ხა­ლი­სი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა გო­გი­ჩას შე­მოქ­მე­დე­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით იყო გას­ხი­ვოს­ნე­ბუ­ლი. მან გუ­ლი­თა­დო­ბის, სი­მა­მა­ცის, კე­თილ­შო­ბი­ლე­ბის სა­უ­ცხოო მა­გა­ლი­თი და­უ­ტო­ვა დიდ­საც და პა­ტა­რა­საც. მე ვიც­ნობ­დი გო­გი­ჩას, მიყ­ვარ­და, დი­დად ვა­ფა­სებ­დი და ვა­ფა­სებ მის შე­მოქ­მე­დე­ბას. თავს ვიხ­რი მისი ნა­თე­ლი სუ­ლის წი­ნა­შე" - წერს ცნო­ბი­ლი პე­და­გო­გი წე­რილ­ში.

კი­დევ ერთ წე­რილ­ში კი, რო­მელ­საც გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უგ­ზავ­ნის ოჯახს, ვკი­თხუ­ლობთ: "ღრმა მწუ­ხა­რე­ბა გან­ვი­ცა­დეთ, რო­დე­საც შე­ვი­ტყვეთ გი­ორ­გი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის, და­უ­ვი­წყა­რი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი­სა და ბავ­შვე­ბის კერ­პის ნა­ად­რე­ვი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. სა­ქარ­თვე­ლოს გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის სა­ხე­ლით, მსურს გა­მოვ­ხა­ტო გულ­წრფე­ლი თა­ნაგ­რძნო­ბა. ძა­ლი­ან ვა­ფა­სებთ გი­ორ­გი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის სამ­სა­ხურს, რო­მე­ლიც მან გა­სწია და იმ სი­ხა­რულს, რაც უამ­რავ ქარ­თველ ბავ­შვს მი­ა­ნი­ჭა" - წე­რია UNICEF-ის წარ­მო­მად­გენ­ლის წე­რილ­ში.

ნათია ბანძელაძისა და გიორგი გოგიჩაიშვილის ქალიშვილი ნანუკა გოგიჩაიშვილი ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიაზეა დაქორწინებული. წყვილი ამერიკაში ცხოვრობს და ორ შვილს, აივი-ნიკოლსა და ავას ზრდის. ნინი კი რჩეულთან ერთად დუბაიში ცხოვრობს და იქ საქმიანობს. ამჯერად ნანუკა გოგიჩაიშვილი დედასთან და ბებია-ბაბუასთან ერთად გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში აქვენებს:

"მამა, შენი მთელი ნაწილი თან დაგვაქვს, სადაც უნდა ვიყოთ. ძალიან ემოციურია, როცა ამ ადამიანებს ერთად ვხედავ. ეს ის ხალხია, ვინც ჩვენი გაზრდისთვის უამრავ კარგ როლზე, კარიერულად კიდევ უფრო მაღალ მწვერვალზე თქვეს უარი. მათმა ერთობამ და საერთო მიზანმა ძალიან მყარი ოჯახი შექმნა." - წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი