მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე თავისი ცხოვრების მთავარ ამბებს გვიყვება, თუ როგორ გადადგა პირველი ნაბიჯები ხელოვნებაში: გადაღებები, კონცერტები, ფესტივალები, გამარჯვება ბარსელონაში და ლა სკალა, რასაც წარმატების გრძელი და საინტერესო გზა მოჰყვა. თავისი საქმიანობის გარდა, ნინო ოჯახზე, ტყუპის დაბადებით გამოწვეულ ბედნიერებაზე, მშობლებსა და იმ საქველმოქმედო ფონდზე გვიამბობს, რომლის კონცერტებზეც საქართველოში არაერთი ცნობილი ხელოვანი მოიწვია, მათ შორის, სოფი ლორენი და მისი ვაჟი.
„ახლახან აღმოვაჩინე, თურმე ყველა სტატიაში „სოფი ლორენის სარძლოდ“ ვარ მოხსენიებული, არადა კარლოს ოფიციალურად ჯერ ხელი არ უთხოვია" - მარიამ შარმანაშვილი ინსტაგრამზე ახალ პოსტს აქვეყნებს
გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან, რომელიც დაიბეჭდა გაზეთში "კვირის პალიტრა".
საქველმოქმედო ფონდი, სოფი ლორენი და კარლო პონტი
- მინდოდა ჩემს წარმატებას სხვებისთვისაც მოეტანა სიკეთე და 2014 წელს, როდესაც საქველმოქმედო ფონდი ჩამოვაყალიბე, ჩემს ცხოვრებაში სულ სხვა ეტაპი დაიწყო. ამაში ჩემი სანაცნობო და სამეგობრო წრეც ჩავრთე. საქველმოქმედო კონცერტზე ბევრი მეგობარი ჩამოვიდა იტალიიდან და კოლეგებთან, მოქალაქეებთან, კეთილ ადამიანებთან ერთად 200-ზე მეტი ბავშვის გადარჩენა და ოჯახების დახმარება შევძელით. ვამაყობ, რომ ჩვენს საქველმოქმედო საღამოზე ერთ-ერთი საპატიო სტუმარი სოფია ლორენი იყო. ეციო ბოსო მძიმედ იყო მაშინ და მაინც ჩამოვიდა ფონდისთვის. ძალიან ემოციური კონცერტი გამოვიდა.
„დღემდე შოკში ვარ; არ მეგონა, რომ ამ ასაკში ასეთი დიდი სიყვარული მეწვეოდა“ - ნინო სურგულაძის შვილების ახალი ვიდეო და ოჯახური იდილია
სოფის ვაჟი, კარლო პონტი, ძალიან კარგი ადამიანია. მან უდირიჟორა ჩემი ფონდის სპექტაკლს, ერთობლივი კონცერტიც გავმართეთ. შემდგომ, ერთ-ერთი ჩამოსვლისას, მითხრა, ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან კარგ ადამიანს ვხვდებიო. მე და კარლომ ერთმანეთი ერთ ფესტივალზე გავიცანით მრავალი წლის წინ, სადაც ის კონცერტს დირიჟორობდა. მაშინ დედაც ახლდა. ქალბატონი სოფია რომ გამაცნო, ჩემზე უთხრა, ნინო ძალიან სერიოზული ადამიანიაო.
"როცა ჩემს ასაკს ხმამაღლა ვამბობ, თავადაც არ მჯერა... შინაგანად ისევ 20 წლის ვარ": სოფი ლორენი დღეს 89 წლის გახდა - იტალიური კინოს ვარსკვლავის ცხოვრების 5 პრინციპი
სოფიამაც ძალიან თბილად მიმიღო და შემაქო, ლამაზი ხარ, ნიჭიერი და იცოდე, ძალიან რთული გზა იქნებაო. ეს ფრაზა დღემდე მახსოვს. ალბათ, თავისი გამოცდილებით ამბობდა...
განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ინტერვიუ სრულად