ვარსკვლავები "ჯერ მკაცრი მშობლები, მერე თხოვდები და ეჭვიანი ქმარი, მერე ბავშვი და ქმარიც უკვე აღარც ეჭვიანობს, იმიტომ, რომ მუდამ დაღლილი და გათიშული ხარ... რა გამოდის? ქალისთვის ცხოვრება განაჩენია?" - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი ოჯახური თანაცხოვრების შესახებავტორი: marao.ge | 11:29 / 20-10-2023გააზიარე: ნუკი კოშკელიშვილი საზოგადოებას განსაკუთრებით უყვარს. ნუკი საცხოვრებლად ამერიკაში რამდენიმე წლის წინ გადავიდა, როდესაც ბენთან ერთად ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.
ბენი და ნუკი სოციალურ ქსელებში დიდ სიყვარულს იმსახურებენ. ყველაზე მეტად ბენის ვიდეოები მოსწონთ, სადაც ის ქართულად საუბარს და ქართული კერძების დაგემოვნებას ცდილობს.
"ჯერ მკაცრი მშობლები, მერე თხოვდები და ეჭვიანი ქმარი, მერე ბავშვი და ქმარიც უკვე აღარც ეჭვიანობს, იმიტომ, რომ მუდამ დაღლილი და გათიშული ხარ... რა გამოდის? ქალისთვის ცხოვრება განაჩენია?" - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი ოჯახური თანაცხოვრების შესახებავტორი: marao.ge | 11:29 / 20-10-2023გააზიარე: ნუკი კოშკელიშვილი საზოგადოებას განსაკუთრებით უყვარს. ნუკი საცხოვრებლად ამერიკაში რამდენიმე წლის წინ გადავიდა, როდესაც ბენთან ერთად ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.
ბენი და ნუკი სოციალურ ქსელებში დიდ სიყვარულს იმსახურებენ. ყველაზე მეტად ბენის ვიდეოები მოსწონთ, სადაც ის ქართულად საუბარს და ქართული კერძების დაგემოვნებას ცდილობს.
ამჯერად ნუკი "ინსტაგრამზე" ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
"ჯერ მკაცრი მშობლები, მერე თხოვდები და ეჭვიანი ქმარი, მერე ბავშვი და ქმარი უკვე აღარც ეჭვიანობს, იმიტომ, რომ მუდამ დაღლილი და გათიშული ხარ. ის უკვე სხვაზე ეჭვიანობს. ანუ, რა გამოდის? ქალისთვის ცხოვრება განაჩენია? არა, არა, იმიტომ არა, რომ რამე ცუდს ვხედავ ოჯახურ ცხოვრებაში. მაგრამ არჩევანის უფლება და, რაც მთავარია, თავისუფლება უნდა ჰქონდეს ყველას, ქალსაც და კაცსაც. ანუ ოჯახი განაჩენი არაა? არა, თუ გყავს გვერდში პარტნიორი, თანამეგზური, ადამიანი, რომელიც გიღებს ისეთს, როგორიც ხარ, არ გიწევს ტყუილი და შელამაზება, რომ კონფლიქტს აარიდო თავი.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ იცოცხლეთ მთელი გულით, ისუნთქეთ ღრმად! არავის მისცეთ უფლება, რამეში შეგზღუდოთ, იბრძოლეთ თქვენი ოცნებებისთვის და არ დათმოთ, არავისთვის არ დათმოთ საკუთარი თავი.
ვკვდებით ერთხელ და ვცხოვრობთ ყოველდღე" - წერდა ნუკი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნუკი და ბენი მეორე შვილს ელოდებოდნენ. თუმცა, სამწუხაროდ, ნუკის მუცელი მოეშალა. ამჯერად ის გამომწერებს მადლობას უხდის გამხნევებისთვის:
„იმდენი კეთილი და თბილი მესიჯი მივიღე ყველასგან, უღრმესი მადლობა. ცოტა აზრზე მოვალ და ყველაფერს მოგიყვებით. ისეთი გავრცელებული ყოფილა მოშლის შემთხვევები და რატომღაც არავინ ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობს“. – წერს ნუკი კოშკელიშვილი.