ისი გარეგნობა "სილამაზის სტანდარტებში" არ ჯდება, თუმცა მიუხედავად ამისა, მას ყველაზე სრულყოფილი სხეულის მქონე ქალს უწოდებენ. ყოველ შემთხვევაში, სამეცნიერო კუთხით.
ქალის იდეალური სხეულის შესახებ იმდენი უმსჯელიათ, რომ ტეხასის შტატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს, სამეცნიერო კვლევა ჩეტარებინათ. კვლევაში მრავალი ქალი მონაწილეობდა, თუმცა იდეალურ სხეულად კელი ბრუკის სხეული დასახელდა.
კელის სიმაღლე 168 სმ-ია, პარამეტრები: მკერდის გარშემოწერილობა - 99 სმ, წელი - 69 სმ, თეძო - 92 სმ. ის ხუთი ზომის ბიუსტჰალტერს ატარებს, ფეხის ზომა კი 40 აქვს.
აღმოჩნდა, რომ სხეული, რომელსაც ქალების უმეტესობა ჭარბწონიანად მიიჩნევს, ყველაზე ახლოსაა ჰარმონიულ იდეალთან. რაც მთავარია, მისი სილამაზე ბუნებრივია - არანაირი სილიკონი, პლასტიკური ქირურგია და ა.შ. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ქალი სრულყოფილებაა.
ირინა შეიკის სილამაზის 3 საიდუმლო, რომელიც მას ჭარბ წონასა და ნაოჭებთან ბრძოლაში ეხმარება
სწრაფი დიეტა "800": როგორ დაიკლოთ წონა ისე, რომ უარის თქმა არაფერზე მოგიწიოთ
კელი ბრუკმა აღიარა, რომ 11 წლის ასაკში მასწავლებელმა წონის გამო დააბულინგა. გლამურულმა მოდელმა გაიხსენა ინციდენტი სკოლის პერიოდში, როდესაც ის დაიბარეს სკოლის დირექტორის ოფისში და დაადანაშაულეს გამჭვირვალე ტანსაცმლის ტარებაში.
„მასწავლებელმა დამიბარა თავის ოფისში და მითხრა: "შენ არ შეგიძლია სკოლაში ასე ჩაცმული მოხვიდე და ყველა ბიჭს ეფლირტაო“ - ამბობს მოდელი.
„11 წლის ვიყავი. არც კი ვიცოდი რას ნიშნავდა სიტყვა „ფლირტი“. როგორც ყველას, მეც ისე მეცვა, მაგრამ ჩემი სხეული განსხვავებულად მაქცევდა. ამის გაცნობიერების შემდეგ თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი ჩემი გარეგნობის გამო“ - იხსენებს კელი.
The Sun's-თან საუბრისას კელიმ გაიხსენა, რომ მისმა ბოიფრენდმა ჯერემი პარიზმა, მას „ბუშტი“ უწოდა - "ჩემმა ბოიფრენდმა თქვა, რომ პატარა ბუშტს ვგავდი“.
წონასთან დაკავშირებული პრობლემების გამო კელის არაერთხელ უსაუბრია: „მე ვარ კოხტა გოგონა და მომწონს ჩემი ბუნებრივი ფორმა. მაგრამ ვიცი, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თანდათან ვიმატებ წონაში.“