ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი საკუთარ ყოველდღიურობასა და ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებენ. ნოეს და ჯანეტს ერთი შვილი, ანნა ჰყავთ. ანნა, პოპულარული მშობლების მსგავსად, სოციალურ ქსელში დიდ სიყვარულს იმსახურებს.
ნოე სულაბერიძე უკვე არაერთი წელია, ტელევიზიაში მუშაობს. მისი კარიერა 2005 წელს იწყება მარკეტინგულ–სარეკლამო სააგენტო „სარკეში“, სადაც სარეკლამო ვიდეორგოლების წარმოების დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. მისი პროდიუსერობით, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში არაერთი საერთაშორისო და საავტორო პროექტი შეიქმნა. მათ შორის ყველაზე პოპულარულია "ცეკვავენ ვარსკვლავები" და "ნოესთან". ის სხვა ცნობილ სახეებთან ერთად გადაცემას PrimeShow უძღვება.
ნოე სულაბერიძის პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. მას პირველ ქორწინებაში ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს. პროდიუსერმა მეორედ ჟურნალისტ ეკა სამხარაძეზე იქორწინა, რომელთანაც ქალიშვილი, ლიზა შეეძინა. რამდენიმე წლის წინ კი მან ცხოვრება მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილს დაუკავშირა. ჯანეტს და ნოეს ერთი შვილი, ანნა ჰყავთ.
დღეს ჯანეტ ქერდიყოშვილი იუბილარია. ის მეუღლესთან, ნოე სულაბერიძესთან და მეგობრებთან, ლიზა ჩიჩუასა და ირაკლი მაქაცარიას წყვილთან ერთად ესპანეთში მოგზაურობს. ულამაზეს კადრებს კი სოციალურ ქსელშიც აქვეყნებენ და უამრავ კომპლიმენტს იმსახურებენ.
ტელეწამყვანი და ბიზნესმენი ირაკლი მაქაცარია უკვე არაერთი წელია, რაც აქტიურად ჩანს ტელეეკრანებზე. ის სხვადასხვა პროექტის მონაწილის, ჟიურისა და წამყვანის ამპლუაში არაერთხელ მოგვევლინა და საზოგადოებას თავი მალევე შეაყვარა. რამდენიმე წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ირაკლი შეყვარებული იყო, მისი რჩეული კი ცნობილი ექიმების, ქეთი ასათიანისა და გიორგი ჩიჩუას ქალიშვილი ლიზა ჩიჩუაა.
ლიზას ირაკლიმ ხელი მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანხლებით, სპეციალურად მოწყობილ გარემოში 2022 წლის აპრილში სთხოვა. უმშვენიერესი ლიზა, რასაკვირველია, თხოვნას დათანხმდა და წყვილის ქორწილი იმავე წლის ივლისში გაიმართა. მათ ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს. წყვილს 2-2 მეჯვარე ჰყავდა, საკურთხევლამდე კი ლიზა მამამ მიაცილა. ქორწილს ლიზას და ირაკლის ოჯახი და მეგობრები ესწრებოდნენ. მათ შორის უამრავი ცნობილი წყვილი და ტელესახე იყო, რომლებმაც ცნობილი დიზაინერების სამოსი მოირგეს.
2023 წლის 2 ივნისს ლიზა და ირაკლი პირველი შვილის, გიორგი მაქაცარიას მშობლები გახდნენ. მშობლები ახალშობილის საჯაროდ გამოჩენას ერიდებიან, თუმცა მის ფოტოებს დაფარული სახით მაინც აქვეყნებენ და მეგობრებისგან დიდ სიყვარულს იმსახურებენ.